10.11.12

Who the hell subscrubed to all these mummy blogs?

Google reader, what are you doing? Google reader, stahp!


ჩემი რიდერი როგორი იყო, იცით?
თემატურად დალაგებული: ტექ-ბლოგები, ბლოგები გენდერზე, ბლოგები ფემინიზმზე, ბლოგები lifetyle-ზე, ბლოგები საკვებსა და რეცეპტებზე (შიმშილის ჟამს განსაკუთრებით ასწორებს თვითგვემა), ბლოგები ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, სელებრითების ბლოგები, ქართული პირადი ბლოგები...
უცებ გავიხედ-გამოვიხედე და  როდის შემდეგ გახდა ჩემი რიდერი mummy blog-ებით სავსე?  ახუეწ...

არ მევასება ეგეთი ბლოგები. როგორც წესი, არ ვიწერ ხოლმე. რაღაც "ჩემი შვილი ხომ არის ჩემი სამყაროს ეპიცენტრი და უეჭველი, უეჭველი შენისაც უნდა იყოს" გემოს მიტოვებს ტუჩებზე.

მერე თან facebook-ს გადავხედე და ყველან "კბილი ამოგვდის", "ბაღში მშობლებს აუტიზმი აშინებს"(ჩემი ნათლული დედა ჩიოდა), ჩემი ბავშვობის მეგობრების შვილების სურათები "ისეთ, ასეთ და კიდევ ისეთ და მრავალჟამიერ ასეთ" პოზებში და რა ამბავია-მეთქი და უცებ გამახსენდა: ასაკი...

ცოტა დროც გავა და შვილიშვილების სურათები გაჩნდება...
მერე, კიდევ უფრო ცოტა დრო გავა  და R.I.P. უფრო ხშირად იქნება სტატუს-აფდეითი, ვიდრე "რას გვიშვრება პრეზიდენტი" (ნუ, ეგ მერეც იქნება)....

nothing abnormal...


ჩემი რიდერიც ასეთი პოსტებით იქნება სავსე... ნასტასიას იავნანებით, შორენის ცოტა მელანქოლიური ფიქრებით, აუცილებლად რომ დავაპაუზებ, რასაც ვუსმენ იმ წამს და ისე წავიკითხავ, ბაბისას ულამაზესად გაბერილი მუცლით, რომ არ ვიცნობ და მაინც სულ მგონია, რომ ისეთი მშვიდია...



წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ისეთი დოზით "ვაბერდებით ერთმანეთს"
and nothing abnormal about that either.


გააგრძელეთ წერა :)


love,
Chaotic

4 Kommentare:

  1. უცებ რომ შენს თავს აღმოაჩენ და თან ასე <3

    ისე კი, მეც მაღიზიანებს ზოგადად რამეზე გაჭედვა, იქნება ეს დედობა, კულინარია და ა.შ. როცა ბლოგი თავიდანვე არაა სპეციფიური და აქამდე ჩვეულებრივი ბლოგი იყო და უცებ ბრახ და მეტი არაფერია ,თუ არა რაღაც ერთი, კონკრეტული თემა და აკვიატება, გული მწყდება ხოლმე. ძალიან ვცდილობ ასე არ დამემართოს

    AntwortenLöschen
  2. მაინც როგორი წელი იყო 2012 – დაიწყო ბლოგერებში ბეიბი ბუმი და გრძელდება :)

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. keti, ara marto. realshic bevri megobari daojaxda, bavshvis gachenaze dafiqrda. vukakunebt 30-s :)

      Löschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates