about

მე
რიგით მესამე და გენიალური შვილი, ასევე ups-baby, რომელმაც აფხაზეთში დაბადების და იქ 8 წლის გატარების შემდეგ იძულებით იმოგზაურა და მომდევნო 11 წელი გაატარა თბილისში. შემდეგ საკუთარი ნებით გადავიდა გერმანიაში და აგერ უკვე ათი წელია იქიდან გიყურებთ, რომელიც ოცნებობს მომავალ რამდენიმე წელიწადში ავსტრალიაში
წასვლაზე.

ასევე გახლავართ ფემინისტი, პროგრამისტი, ამერიკული ლიტერატურის მოყვარული, ბევრნაირი მუსიკის მსმენელი (:cuzican:), გემრიელი საჭმელების გემრიელად ამთვისებელი, body positive attitude-იანი, ქართულის ძალიან ცუდად მოცეკვავე, რამდენიმე ენაზე მოსაუბრე და ესპანურის, ბერძნულის, ბრაზილიური პორტუგალიურის დიდი ფანი. მართვის მოწმობის არმქონე ბაიკზე ჯდომაზე მეოცნებე. ძალიან ცუდი სნოუბორდისტი (ამ პუნქტს დავააფდეითებ ამ სეზონზე).
ადამიანი, რომელიც თვლის, რომ იმ მომენტში დაბერდება, როდესაც რამეზე იტყვის, რაღა დროს ამის სწავლაა ჩემთვისო.
 ბლოგის გარდა შეგიძლიათ მიპოვნოთ ტვიტერზე.

ბლოგი
არის აბსოლუტურად პირადი და სუბიექტური. რაიმე კონკრეტულ ნიშეში არ ზის, მაგრამ ხანდახან წიგნებზე და ფილმებზეც ნახავთ პოსტებს. სამარკო ნიშანი, ალბათ, "გაბრაზებული პოსტებია". 
ზემორე წინადადებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად შეხვდებით შემდეგ ფრაზებს: fuck, shit, give me a fuckin' break!
გამოწერის მსურველებისთვის, ნორმალური რიდერის არ არსებობის პირობებში გირჩევდით ბლოგის facebook გვერდს.


love,
Chaotic

3 Kommentare:

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates