ასე 11 წლის ვიყავი როდესაც სისხლის ჯგუფის გასაგებად მომიწია სისხლის გაცემა. თურქეთში მინდოდა წასვლა საზაფხულო ბანაკში და იქ მოითხოვეს. მახსოვს, რომ პავლოვზე ვიყავით სადღაც, ძალიან გაყინულ შენობაში. ექიმმა მოგვახსენა მეორე უარყოფითი აქვსო და თან დანანებით გაიქნია თავი, არ არის კარგი ქალისთვის უარყოფითი რეზუსის ქონაო. რაღაც ბუნდოვნად ამიხსნეს ამას წინათ, რატომ არაა კარგი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე.
ნუ, ყველაფერი ჩვეულებრივ იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: ოჯახის ყველა წევრს პირველი დადებითი აქვს. ჰმმ... გასაოცარი კი იყო, მაგრამ ვინაიდან ბევრი სისხლი მაქვს გადასხმული, შეიძლება შეგცვლოდაო. ეს თეორია არ ეხება რეზუსს, იგი წესით მაინც დადებითი უნდა დარჩენილიყო.
ჩაიარა ამ ამბავმაც. აგერ 15 წელია ვიცი, რომ მეორე უარყოფითი მაქვს. გუშინ მეორედ მივედი სისხლის გასაცემად და ქვითარზე, რომელიც მომცეს ეწერა წინა ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემები: ჰემოგლობინი, წნევა, სიცხე, წონა და მათ შორის ჩემი სისხლის ჯგუფიც: 0 positiv, ანუ პირველი დადებითი!!!
ესეც კომპეტენტური ქართველი ექიმები, რომლებიც რეზუსსა და სისხლის ჯგუფსაც კი ვერ ადგენენ სწორად. უცნაური და არასასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც მთელი ცხოვრება რაღაც ცოდნით იზრდები და თურმე ის არასწორია. ვერ ვეგუები ფრაზას: "პირველი დადებითი", თუმცა ადრინდელი არალოგიკურობა ყოველთვის მიჩენდა სურვილს, შედეგი გადამემოწმებინა და სადღაც გულის სიღრმეში მაინც არ ვიჯერებდი უარყოფით რეზუსს.
მერე დავფიქრდი: ვთქვათ, რამე რომ დამმართნოდა, ექიმებს დრო არ ჰქონოდათ ჯგუფის დადგენის და ჩემებს ან მე მეთქვა, რომ მეორე უარყოფითი მაქვს... თუ გადამისხამდნენ პირველ დადებითს ბრმად, კიდევ ჰო, მაგრამ მეორე უარყოფითი რომ გადაესხათ, როგორც ჩემი და შესაბამისად, ყველაზე სასარგებლო ჯგუფის სისხლი, აი, მაშინ ნეტავ, რა მოხდებოდა?
(პ.ს. რამდენადაც მახსოვს, პირველ დადებითს ადრე უსხამდნენ ყველას, მაგრამ პირველი დადებითი მხოლოდ პირველ დადებითს იღებს. ახლა თვლიან, რომ ჯობია თავისივე ჯგუფის სისხლი გადაესხას პაციენტს. თუ რამე მეშლება, შემისწორეთ :) )
არის სპეციალობები, რომელთა დაუფლებისას უნდა გაითავისო, რომ ისინი საციცოცხლო მნიშვნელობისაა და რომ ზერელე მიდგომა და ერთი პატარა შეცდომაც ხშირად შეიძლება ცუდად დამთავრდეს. ჩემთვის გაუგებარია ექიმების ხროვის არსებობა ქვეყანაში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი საქმის აზრზე არ არიან, არ აინტერესებთ და არც ცდილობენ რამე ახალი ისწავლონ. ახალს ვინ ჩივის, ის მინიმუმი მაინც იცოდნენ, რაც აუცილებელია...
ვის ხელში ვართ :(
11.11.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
საქართველოში მართლა არ უნდა ენდო ექიმებს........
AntwortenLöschenმეც რამის დამღუპეს..
ზიზღის ალერგიის მერე ჭინჭრის ციება დამემართა, ხოდა ექიმს ბატონები ეგონა და არაფერი უნდაო, მერე გამირთულდა და რამის დედაჩემს ჩავაკვდი ხელებში :|
ამის მერე კიდე არასწორი წამლები დამინიშნა, ღვიძლზე და ნაღვლის ბუშტზე უარყოფითათ იმოქმედა და კიდე პრობლემები იყო :|
უFF მერე ახლიდან ამაწყვეს ფაქტიურად :ლოლ:
აუფ.. ჯერ მარტო თეორია "ბევრი სისხლი გადაგისხეს და ჯგუფი შეგეცვალა" ისეთი ახტუნგია რომ მეტი არ შეიძლება ))))
AntwortenLöschenუარყოფითი რეზუსი იმით არის ცუდი, რომ დადებითი რეზუსის ბავშვზე ფეხმძიმობისას, ორგანიზმმა შეიძლება მოიშოროს ბავშვი როგორც უცხო. ნუ იქ ბევრი დეტალია, მაგრამ ზოგადი პრობლემა ესაა..
ნუ, ექიმებს რაც შეეხება.. კი, ძალიან ბევრია ცუდი ექიმი. სამწუხაროდ.
@ clown, რისი ალერგიაო?
AntwortenLöschen@ ნატოშა, შენ წარმოიდგინე და ეგ ექიმმა აქაც მითხრა, შეიძლება შეგცვლოდაო. თუმცა, როგორო ეგ ვერ მითხრა და სისხლის ჯგუფის შეცვლა რაღაც რიავიც...
ramdenadac vici, dadebiti jgufis sisxli uproblemod irevs uaryofits. ase rom uaryofits tu gadagisxamdnen, gartulebebi ar mohyveboda. ai, sxva shemtxevaa, roca uaryofits usxamen dadebit jgufs. am shemtxvevashi mosalodnelia komplikaciebi.
AntwortenLöschenrac me eqimebma wels mawvales, rom SeiZlebodes, dResve yvelas licenzis CamovarTmevdi! 4 eqims filtvebis anTeba gamoepara, xo warmogidgenia!!!
AntwortenLöschen@chaotic
AntwortenLöschen[რისი ალერგიაო?]
ჰო ჰო ზიზღის :S
რამემ თუ დამზიზღა ალერგიას მაძლევს :(
ერთხელ მუცლის ღრუში რაღაც ამტკივდა, რომ მითხრეს სელი დაიდე სად გტკივაო. ბრმანაწლავზე ვიტაკე ხელი. მაშინვე გამაქანეს საავადმყოფოში. გამსინჯეს და "დაადგინეს", რომ ბრმანაწლავი წუთი წუთზე უნდა გამსკდომოდა. ექიმმა დერეფანში ვიღაცას გასძახა საოპერაციო გაამზადეთო და მეც პალატაში გამიყვანე. მამაჩემმა კი საავადმყოფოდან მომიპარა. ჰო ჰო არ შემშლია, ნამდვილად მომიპარა ერქვა მაგას რაც გამიკეთა. მე კიდე ისე შემაშინა იმ ექიმმა ბრმანაწლავი უნდა ამოვაჭრათო, რომ მას შემდეგ მისი არსებობა აგერ დღეს ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა. ჰუჰ რადმენი ვწერე.
AntwortenLöschen1. sisxlis jgufi da rezusi ar icvleba, aravitar shemtxvevashi!
AntwortenLöschen2. dadebiTi rezusis mqones SeiZleba gadaesxas uaryofiTi sisxli.
3. 500 ml/l mde sxva jgufis sisxlis gadasxma SesaZlebelia.
rac Seexeba ucodinrobit daSvebul Secdomebs, Sens azrs veTanxmebi.
@ clown, აუ, "დამზიზღა" რას ნიშნავს? :S
AntwortenLöschen@ ladybird & kusa, აშკარად მომატყუა მაშინ სკოლაში მასწავლებელმა :D მე სულ ვიცოდი, რომ დადებითს სისხლს უსხამდნენ უარყოფითის მქონეებს და არა პირიქით. ჰმმ... ხზ...
@ Gigoli, შენ ისე მოგსვლია, აუტკივარ თავს რო იტკიებენ, ხო? :D მეც მომიპარეს ერთხელ საავადმყოფოდან: ნაწლავების გადახლართვა მქონდა და დიფტერია აქვსო, ექთანს უთქვამს და გამაქანეს კარანტინში :D კიდევ კარგი, დედაჩემი დაეჭვდა :D
ექიმების ხელში არ უნდა ჩავარდე ადამიანი.. თორემ ვეღარც გამოაღწევ! :(:(
AntwortenLöschenChaotic
AntwortenLöschen:D :D აი რაღაცა გულის ამრევს რომ დაინახავ და შეგეზიზღება ან რამე ეგეთი მაგას ნიშნავს :D
@ clown, აუფ და მაგის ალერგია გაქვს?
AntwortenLöschen:s
რა სასტიკი ალერგიაა :D
Chaotic
AntwortenLöschenმართლა სისასტიკეა :S
sheileba tu ara mshoblebs aqvt pirveli da mesame dadebitebis matarebel adamianebs shvili kavdet meore dadebiti sisxlis matarebeli?
AntwortenLöschen"ჩემს ოჯახში ყველას დადებითი რეზუსის სიხლი აქვს და მე უარყოფითი რატომ მექნებოდა?" - ეს ხდება. თუ დედ-მამას ორივეს უარყოფით აქვს, შვილს აუცილებლად უარყოფით ექნება. მაგრამ თ დედ-მამას დადებითი აქვს, შვიულს შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი. რაც შეეხება 15 წლის წინანდელ შეცდომას - 1999 წლამდე საქართველოში არ იყო იმ დონის სპეცალური საშუალებები და რეზუსის დადგენაში შეცდომა 8-10 პროცენტს უტოლდებოდა. ასე რომ შეიძლება მთლად ექიმების ბრალი არ ყოფილიყო. რეზუსი და ჯგუიფი არავითარ შემთხვევაში არ ეცვლება ადამიანს.
AntwortenLöschen