14.11.09

6

ახლა 6 წლით უკან რომ დავბრუნდე, აღმოვჩნდები ჩემს უბანში, გამზადებული, ჩემოდანზე ჩამომჯდარი და საოცრად აღელვებული იმით, რომ ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეს დავამთხვიე ფრენა და მაშინდელი crush-ს ვერ დავემშვიდობე. (ლოლ, ორგან რომ შეგეშლება სიტყვა და სხვანაირად დაწერ, ესე იგი რაღაც ვერაა კარგად :D ავტ. შენიშვნა :D)


მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო :D

ახლა ის უბანი ორმაგად მეზიზღება და ჩასვლისას ყველანაირად ვცდილობ, იქ არ მივიდე ხოლმე.
ის crush ღრმა წარსულსა და ამოუცნობ ფენომენთა რიცხვს მიეკუთვნება...
ჩემი უახლოესი მეგობარი 26-ის გახდა და უკვე ექვსჯერ მოვაკლდი მაგის დაბადების დღეს. :s


ძალიან, უგონოდ ბევრი რამე შეიცვალა, ჩემი ჩათვლით, ერთი რამის გარდა: იმ დღეს ვიცოდი, რომ როგორც კი მოვრჩებოდი აქ ჩემს საქმეს, ეგრევე დავბრუნდებოდი... დღესაც ეგრე ვფიქრობ... არ ვიცი, 3 წლის მერე რა აზრზე ვიქნები, მაგრამ 6 წელი დიდი დროა... 3-მა რაღა უნდა მიქნას?

ბევრმა ისეთმა რამემ ჩაიარა ჩემს გარეშე, ბავშვობაში წამითაც რომ ვერ წარმოვიდგენდი. ბევრიც ჩაივლის, მაგრამ ძალიან ბევრი რამ წინ არის კიდევ და იმედია, რომ ვნახავ :)




p.s. იმ კვირაში ვიზა უნდა გავიგრძელო. ვგიჟდები გერმანულ ბიუროკრატიაზე :puke:

7 Kommentare:

  1. me arsad wavsulvar magram msgavsi gancda maqvs zustad dzvel megobrebTan dakavSirebiT ( chemma bavSvobis megobarma 2 wlis ukan bavshvi gaachina, me dgemde ar minaxavs. ar vici ratom moxdA ase :( ). ase rom manZils ar aqvs mnishvneloba.

    AntwortenLöschen
  2. შეიძლება მაზოხისტი ვარ ან კიდე მაგარი მაკლია, მაგრამ მეც მინდა ამის განცდა :|

    გაგიჩნდებათ კითხვა "რატომ?"....
    პროსტა ერთფეროვნება ყელში ამოვიდა :|

    AntwortenLöschen
  3. Zalian bevria 6 weli. magari nebisyofa gaqvs :*:*

    AntwortenLöschen
  4. @ Anonym, უფ, აქვს მანძილს მნიშვნელობა.. თან დიდი... :) მე რავი, მაკლდება ძალიან ის, რომ ბევრი რამე უჩემოდ ხდება, რომ მეც რეალში ვერ მიხარია/თანავუგრძნობ მათთან ერთად...

    @ clown, აქაც ერთფეროვნებაა ;)
    საერთოდ, თავად თუ არ გაამრავალფეროვნე, ყველაფერი ერთფეროვანია ;)

    @ nati, ნებისყოფა+ მიჩვევა და ძმანი მისნი :D

    AntwortenLöschen
  5. ძლივს მივაგენი კომენტარის დასატოვებელს, მაგრამ შენ ნუ გეშინია: დახუჭულ თვალებსა და ფანტაზიას იმდენი შეუძლიათ, რომ დინოზავრების ეპოქაშიც ამოგაყოფინებენ თავს. თან თუ ხშირად მოგზაურობ, როგორც 6–იანში ჩანს, ფანტაზია უფრო მაგრად გაგეფურჩქნება ;))

    AntwortenLöschen
  6. eg gancyoba miyvars,rac camosvlisas gqonda da axlac gaqvs,da kide,zogjer rogor autanelia xolme rom sadgac amdeni xani unda iyo da is ,,sheni'' ar ari da rac ,,shenia'' isic sadgac gagirbis,an shen gaurbixar,an jandaba :P...

    AntwortenLöschen
  7. @ zuriuss,
    ჰო, ეჰ კომენტარის ლინკი ძალიან პაწუაა. ეს ერთადერთი ნაკლი აქვს ამ დიზაინს. მივხედავ ამ დღეებში, თუ მოვიცალე .


    @ nastasia,
    დაიბენი, ხო? :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates