არც მეტი, არც ნაკლები. სანამ 40-ის გავხდები, ეს ადგილები მინდა მოვლილი მქონდეს. უსაშველოდ გრძელი სია რომ არ გამოსულიყო, 40 ადგილი ავირჩიე, სიმბოლურად. ყველა წითელი მარკერი მიუთითებს ჯერ კიდევ სანახავ ადგილებს, მწვანეები- უკვე ნანახს. საქართველოში ყველაზე ბევრი მწვანე ნიშნულია და რაც დარჩა, ერთ დიდ წითელ ნიშნულად მოვიაზრებ, რადგან აქ ყველა კუთხე-კუნჭულის, ქალაქის, რაიონის და სოფლის, დასახლებული თუ დაუსახლებელი წერტილის მოვლა მინდა.
ეს ცოტა ნაადრევად შედგენილი სიაა, შეიძლება დროის განმავლობაში რომელიმე ქალაქმა სხვას დაუთმოს ადგილი, შეიძლება ისეთ ადგილებშიც მოვხვდე, დაგეგმილი რომ არ მქონდა. მომავალში ყველა წითელი ნიშნული მოგზაურობის სურვილის მიზეზებს აღწერს და ყველა მწვანე- რომელიმე ამ ბლოგის პოსტზე გადაგიყვანთ. დასაწყისისთვის კი, ეს ახალი გვერდი იყოს.
11 წელში ბლოგერები, როგორც ასეთი, თუ ვიარსებებთ, შედეგს გადავხედავ თქვენთან ერთად, თუ არადა, სახლის ერთ კედელზე უზარმაზარი რუკის გაკვრას ვაპირებ, სადაც ყველა ამ წერტილს დავიტან და იმედია, ხშირად შევცვლი წითლებს მწვანეთი.
update: 31 more to go!
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen