09.03.10

ძალადობა ოჯახში

ძალიან დიდი ხანია მინდა, ამ თემაზე დავწერო, მაგრამ ყოველთვის მიჭირს დაწყება.
ეს პრობლემა მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც დგას, ყველანაირად ცდება სოციალურ ასპექტს: თუ თქვენ მდიდარი და კარგი ოჯახისშვილი ხართ, ისევე შეიძლება გახდეთ ძალადობის მსხვერპლი, როგორც ნაკლები ფინანსური სახსრების მქონე ქალი.
არ ვაპირებ ამ პოსტს ლექციის სახე მივცე, უფრო ჩემს სუბიექტურ შეხედულებაზე მინდა დავწერო.

ყოველთვის საშინელი უმწეობის შეგრძნება მიჩნდება ხოლმე, მსგავს ისტორიებს რომ ვიგებ ან ვუყურებ. რატომ ითვლება ყველაზე მხდალი საქციელი კაცის ღირსეულ ნაბიჯად?! ვინ არის თუნდაც ქმარი, ან მამა, ან ძმა, რომ გადაწყვიტოს, ქალმა დაიმსახურა წიხლები და მუშტები თუ არა?!




დეტალურად რომ განვიხილოთ:

  • აუცილებელი არაა ვინმემ მუშტები გირტყას დღე და ღამე. ბევრი კაცი გამცირებს სიტყვიერად, გაიძულებს თვითშეფასება დაისამარო, აღიარო, რომ არაფერი გაგეგება, სულელი ხარ, მახინჯი ხარ. ყოველთვის მგონია, რომ ასეთ მამრებს იმდენად დაბალი თვითშეფასება აქვთ, რომ აუცილებლად უნდა დაამცირონ მის გვერდით მყოფი ქალი, რათა ამით საკუთარ თავს მეტი აღიარება მიანიჭონ. ან მათ ჰკლავთ იმის შიში, რომ ქალი ბოლოს და ბოლოს აიკრავს გუდა-ნაბადს და იპოვნის კაცს, რომელიც მისი ღირსია. მთელი ცხოვრება ისეთ სიტუაციებში ვსწავლობ, ვმუშაობ, სადაც პროცენტულად მეტი მამრობითი სქესის ადამიანია, ვიდრე მდედრობითის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან ბევრ მამაკაცს ძალიან ბევრი ქალი სჯობნის და თუ ვერ სჯობნის, არ ჩამოუვარდება გონებრივი შესაძლებლობებით.
  • ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ქალი უშვებს, არის თავის დადებილება. ანუ, ბევრს მოგისმენიათ ალბათ ფრაზები: "ეგონოს, რომ თავად წყვეტს ყველაფერს და მე შტერი გოგო ვარ. ამით მეტს მივაღწევ "... ბლა ბლა ბლა ... რატომ უნდა დაიმდაბლოს და დაიშტეროს ქალმა თავი?! რეალურად, რას ელიან ქალები ურთიერთობისგან, რომელშიც პარტნიორი არ ამაყობს მათი შესაძლებლობებით?
  • ხშირ შემთხვევაში პრობელმა, როგორც ყოველთვის, უნდა ვეძებოთ ოჯახებში, სადაც აღიზარდნენ ეს ადამიანები. საქვეყნოდ ცნობილია, რომ ბავშვი, რომელიც მოწმეა ოჯახში ძალადობის, ისეთივე მსხვერპლია და მას ისევე უმახინჯდება ფსიქიკა, როგორც დედას. ხშირ შემთხვევაში ისინი თავად ზუსტად ისევე იქცევიან საკუთარ ოჯახებში. იმიტომ, რომ მათ სხვაგვარად არ იციან... ქალების შემთხვევაში: ხშირად ისინი ბავშვობაშივე იზრდებოდნენ მკაცრად და მამის/დედის როზგების ქვეშ იყვნენ, ან უყურებდნენ, როგორ ითმენდა ჩუმად დედა ყველა დამცირებას და ჰგონიათ, რომ ასე უნდა იყოს, რომ მათ ჩუმად უნდა აიტანონ მუშტები, რადგან ისინი ამის ღირსები არიან. BULLSHIT!!! არცერთი ქალი არაა ძალადობის ღირსი !
  • ამ ყველაფრის ფონზე, ის ქალები, რომლებიც ძალადობას შვილების გამო იტანენ, არავითარ შემთხვევაში არ სჩადიან საგმირო საქციელს. ისინი გაცილებით ნაკლებ ტრავმას მიაყენებენ შვილებს, თუკი გაეყრებიან მოძალადე ქმარს. არ მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელი ადამიანი დაეთანხმოს იმ ფაქტს, რომ ბავშვისთვის სჯობს ოჯახი არ დაინგრეს და სამაგიეროდ, უყუროს დალურჯებულ და ნაცემ დედას, მერე რა?!
  • რამდენიმე ვიდეოს ვუყურე ამ თემასთან დაკავშირებით, დავლინკავ ბოლოშიც. ყველგან უმოქმედობის ძირითად მიზეზად სირცხვილის გრძნობა და შიში სახელდება: შიში იმის, რომ ყველაფერი უარესობისკენ შეტრიალდება, თუკი ისინი პოლიციას ან სპეციალურ დაწესებულებებს მიმართავენ. ამიტომ ისინი დღითიდღე ასოციალურდებიან, რაც მამრებს დამატებით საშუალებას აძლევს, ტერორში ამყოფონ ქალები.
არ მინდა, დემაგოგიასავით გამომივიდეს, მაგრამ სანამ თითეული ქალი არ დარწმუნდება საკუთარ თავში და იმაში, რომ არაფრით არაა მამაკაცზე ნაკლები, არავის არ აქვს უფლება, ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენოს და გადაწყვიტოს როგორ იცხოვრო მხოლოდ შენი სქესის გამო და რომ ასეთი ადამიანების ადგილი არაა ქალის გვერდით, ყოველთვის იარსებებს ვინმე კომპლექსიანი კაცი, რომელიც საკუთარ თვითშეფასებას მხოლოდ ქალის გატეხილი ცხვირის ყურებისას იმაღლებს.

ესეც ვიდეოები:



8 Kommentare:

  1. ასეთ ქალს გამართლება არ აქვს.
    რატომ იტანენ, ეს მაინტერესებს..
    ალბათ ისიც გექნებათ გაგონილი - "რა ვქნა, მიყვარს"..
    მმ..
    ეს ვნებაა და ასეთი ქალი მაზოხისტი, ოღონდ უხეში გაგებით.
    ქალი თავისი ეროტიკული ბუნებით დემონურია (კაცისგან განსხვავებით)
    მარა არა თავდამსხმელი.
    ესეცაა მიზეზი...
    მამაკაცის მხრიდან 'სტანდარტულ'ოჯახურ ძალადობას კი სარჩულად ვნება არ უდევს, ასე მგონია..
    ეს უფრო მტკიცებაა რაღაცის.
    რეავიც

    AntwortenLöschen
  2. moZalade qmarTan imis gamo ar rchebian rom shvilma mama ar dakargos, amas imitom aketeben rom kacis da finansuri uzrunvelobis dakargva ar undat. mere mteli cxovreba tvalze cremlmomdgari shvilebs eubnebian amas shens gamo viTmeo.

    AntwortenLöschen
  3. საშინელებაა :|

    AntwortenLöschen
  4. @ Agasfer, ეგ "რა ვქნა, მიყვარს" საერთოდ სხვა თემაა.
    სერიოზულად ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი, რომელიც გამცირებს, გირტყამს, არაფრად მიაჩნიხარ...


    @ ნან, ქმარი უყვართ და ეცოდებათ და საკუთარი თავი არა? მე უფრო მგონია, რომ ეს ერთგვარი "თვითშეწირვის გამოფენაა"... აღიარეთ, ეცოდება და უყვარს და ამიტომ იტანს... არ მესმის რა...
    სირცხვილის გრძნობა უფროა პრობლემა, მეც გეთანხმები. მითუმეტეს ჩვენნაირ საზოგადოებაში. რომც უთხრა ვინმეს, შეიძლება გითხრან, ქალი ხარ და უნდა მოითმინოო... იმედია, შეიცვლება ოდესმე ეს ხედვა.
    მაგრამ კიდევ რას ვფიქრობ იცი? თუ მე არ ამოვიღებ ხმას, რაღაც გზით მაინც და პირად მაგალითად არ ვეყოლები ჩემს შვილს,რომ აი, რადგან ქალია, მსვერპლი არაა, კარგა ხანს იქნება ეს თემა ტაბუდადებულად. ნუ, მე ჩემი წილი "სიამაყე" დედაჩემისგან გამომყვა, მგონი :D

    სიყვარული კი გავლადია. :) საკუთარი სისხლის და ხორცისაც კი :)

    რაც შეეხება ძლიერებას, ყველა ვერ იქნება ძლიერი, მართალი ხარ, მაგრამ ყველა უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რამდენადაც ეს მას შეუძლია.

    ჩემს შემთხვევაში, არის ერთი ადგილი, სადაც ვერ ვარ ისეთი ძლიერი, როგორიც მინდა ვიყო, მაგრამ რეალურად, მაინც ერთადერთი, ვინც ღიად აპროტესტებს. :)

    @ kusa, შვილისთვის ოჯახში ისტერიკების ყურება, მუდმივ შიშსა და სტრესში ყოფნა, არასწორი ოჯახური ცხოვრების გაცნობა გაცილებით დიდი დანაშაულია, ვიდრე უმამოდ გაზრდა.
    რაც შეეხება რჩენის პრობლემას, ეგ აღარ უნდა იყოს წესით დაბრკოლება, თუკი სათანადო განათლების ბაზა მოეპოვება მანდილოსანს. :) აღარაა ის ხანა, კაცი რომ ითვლებოდა ოჯახში ერთადერთ ფულის შემომტანად. :)

    AntwortenLöschen
  5. cota sxvanairad unda damewera komentari, magram zrss mainc mivxvdi.
    mTeli Tema eZRvneba imas Tu rogori sacodavia qali romelsac amcireben fizikurad da moralurad magram, es ase ar aris, yvelas aqvs Tavis wili pasuxismgebloba am sakiTxSi da qals pasuxismgebloba Tavis Svilebis winaSe ekisreba.
    arc erti adamiani ar aitans damcirebas tu samagierod rames ar igebs ase romtavganwirve adamianisgan ise Sors aris rogorcSemi saxlidan himalai. kusa

    AntwortenLöschen
  6. ხომ ვერ მიმასწავლით რაიმე ორგანიზაციას, სადაც შესაძლებელი იქნება რომ ოჯახურ პრობლემებზე გავესაუბრო კომპეტენტურ პირს და მან მირჩიოს რა ვქნა? მსურს რომ მშობლების უფლებამოსილებიდან გავთავისუფლდე. უკვე სრულწლოვანი ვარ 19 წლის, მაგრამ დისკრიმინაცია და ძალადობა მაინც გრძელდება მშობლების მხრიდან... :|

    AntwortenLöschen
  7. გამარჯობა,

    წინასწარვე მინდა გითხრა, რომ მე ამჟამად საქართველოში არ ვარ. ამიტომ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდი, მაგრამ აი, ეს ლინკი ვიპოვნე ინტერნეტში, იქნებ გამოგადგეს.

    1. http://www.epfound.ge/index.php?article_id=159&clang=1

    2. ან ქალთა საინფორმაციო ცენტრი ნახე, ესეც საინტერესო ჩანს.
    http://www.wicge.org/about.php?lang=ge

    3. თუკი რეალური ფიზიკური ძალადობის ფაქტთან გვაქვს საქმე, ალბათ, უკიდურეს შემთხვევაში მიმართავ ამ გეგმას, მაგრამ პოლიციაში დარეკე.


    იმედი მაქვს, დაგეხმარება ეს ლინკები რამეში. :)

    take care :*

    AntwortenLöschen
  8. როგორც ვხვდები, გადაუდებელი ჩარევა არ არის საჭირო. თუკი ასეთი რამ იქნა საჭირო, შეგიძლიათ მიმართოთ საპატრულო ან საუბნო პოლიციას.

    ოჯახში ძალადობის მსხვერპლის პირველადი იდენტიფიცირებისა და სავარაუდო მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის საკითხს იხილავს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოც. ასევე არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კანონით უფლებამოსილია, დაგეხმაროთ.

    ამჟამად მხოლოდ ეს საკონტაქტო ინფორმაცია მაქვს: სახალხო დამცველის ოფისი, ქნ ბაია რომელაშვილი, ტელ. 92-24-77.

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates