ყველაფერი თავიდანვე ვთქვი სათაურში.
(თავიდანვე აღვნიშნავ, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს სიტყვებთან: "დაქალი" და "ძმაკაცი" :D )
იყო დრო, ეწუწუნებოდი დაქალს იმაზე, რომ ვიღაც ძალიან სიმპატიურმა ბიჭმა აღარ დაგირეკა... ან, რომ ტონალური იყიდე და შენს ბუნებრივ კანის ფერს არ მოუხდა. ის გეწუწუნებოდა იმაზე, რომ შეყვარებული სულ იგვიანებს, ან უყურადღებოა... რომ მეორე დაქალი ისე გადაყვა სამსახურს, რომ ბოლოს როდის ნახა, არც ახსოვს... რომ დიეტა არ შველის და ვერაფრით ჩაეტია ქვედაბოლოში, რომელიც წინა წელს იყიდა, იმ იმედით და შემართებით, რომ დიეტის შემდეგ ჩაეტეოდა....
იყო დრო, ეწუწუნებოდი შენს ძმაკაცს, რომ What the fuck, ასე შორს ხარ და გენატრება ყველა... რომ აი, იმ ტიპმა ასე და ასე გითხრა და ითხოვდი მისგან "ბიჭის აზრს", იმიტომ რომ შენ, როგორც გოგო, ვერ იგებ, რა fuck უტრიალებს იმ ტიპს თავში... დრო, როცა ჩადიოდი თბილისში და პირველი მანდ რეკავდი, რომ ეგრევე გენახა ყველანი ერთად... ის გიყვებოდა, როგორ მოსწონდა ერთი გოგო და მის ცოლად მოყვანას აპირებდა და შენ მთელი გულით გიხაროდა მისი ბედნიერება და მხოლოდ ის გაწუხებდა, რომ იქ არ იქნებოდი მაგ დროს...
ახლა არის დრო, როდესაც შენი დაქალი აბსოლუტურად "სრულყოფილი" დედაა, თავისი "დღეს მთელი დღე ამას დავდევ, ახლა დავჯექი ძლივს"-ებით... არის დრო, როდესაც ვეღარ ეწუწუნები დაქალს, რომ ტამ, ვიღაც ახალი ტიპი მოგწონს, რადგან ის ამ დროს დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე ფიქრობს: ბავშვის აშლილ კუჭზე, ამოსულ 6 კბილზე, ამოსაჭრელად გამზადებულ დანარჩენ 2 კბილზე, რომლის გამოც შეიძლება ღამეების თევამ მოუწიოს. (საოცარია, მაგრამ ქმრებზე ჭორაობის პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს. ალბათ, იმიტომ, რომ შენ არ გყავს ქმარი :D )
არც უნდა უსაყვედურო: ვეღარ გაიგებს, როგორ შეიძლება ინერვიულო იმაზე, რომ შენი შეყვარებული სულ იგვიანებს, ან უყურადღებოა... რომ შენი დაქალი ისე გადაყვა სამსახურს, საუკუნეა არ გინახავს... ის ფიქრობს, რომ შენ არ დაგაინტერესებს მთელი დღე იმის მოსმენა, რომ "აი, დღეს გავიარეთ და ხელის დაქნევა ვისწავლეთ"...
და უნდა ვაღიარო: დღეში 20 წუთი მაინტერესებს და მიხარია, მითუმეტეს, რომ ვგიჟდები ბავშვებზე, მაგრამ მთელი დღე მაგას ჩემმა მტერმა უსმინა... ვერ გავიგებ, იმიტომ, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე ვფიქრობ: როგორ დააგვიანა დღეს მეასედ ჩემმა შეყვარებულმა...
ახლა არის დრო, რომ შენი ცოლიანი ძმაკაცი, რომელიც შენგან 20 წუთი სავალ გზაზე ცხოვრობს, ნახევარი წელია არ გინახავს... რომ შენი მეორე ძმაკაცის ცოლს (და მგონი, ყველა შენი ძმაკაცის ცოლს) სასტიკად არ უყვარხარ და ყოველთვის, როცა გინდა, რამე თბილი მისწერო, თავს იკავებ, რომ ტამ, უცებ ცოლმა არ ნახოს და პანიკები არ აუწიოს...
არც უნდა უსაყვედურო: ვეღარ მოისმენს ღამის სამ საათზე შენს წუწუნს და ვეღარ დაგამშვიდებს, რომ "არა უშავს. აი ნახავ, ყველაფერი როგორ კარგად იქნება და როგორ ტრაკში აქვთ ამ კაცებს თვალები". იმიტომ რომ, არ გიცნობს ის ცოლი და არ იცის, რომ აბსოლუტურად "არასაშიში" ხარ და მთლიანად თავისთვის უნდა თავისი ქმარი...
და იქნებ, ესაა მეგობრობა?! როცა არ უნდა უსაყვედურო... როცა რაც შეიძლება დისტანციურად უნდა მოიკითხო... როცა უნდა მოისმინო ისტორიები პამპერსებზე და ამოსულ კბილებზე... როცა უნდა გადადო ვიღაც ტიპის და ტონალურის ისტორიები გვერდზე?!
Fuckin' no idea...
14.03.10
დაქალების შვილების პამპერსები და ძმაკაცების ცოლები
Labels:
მეგობარი,
მეგობრობა,
ოჯახი,
ურთიერთობა,
წუწუნი
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
კი, ეგ არის.
AntwortenLöschenმაგრამ უფრო ცუდი ისაა, როცა შენც გაძალებენ ასეთი გახდე და რაც შეიძლება სწრაფად, "stop being picky..." ეჰ, ყველას თავისი დარდი რომ გვაქვს :ლოლ:
ჰოდა, ყველაფერი კარგად იქნება, თვალები კაცებს სად აქვთ, მეც არ ვიცი, ალბათ იქ, სადაც გეუბნებოდნენ. ესეც გაივლის... მე, იცი, რა მაინტერესებს: აი, პამპერსები რომ მექნება საყიდელი, მეც ასე შევიცვლები? Rhetoric question.
ძალიან ბევრი დაქალი აღარ არის დაქალი სწორედაც რომ მათი გათხოვებისდა გამო. ახლა კიდევ ერთი გათხოვდება, მე ვიქნები მეჯვარე და უკვე ვუთხარი, რომ გათხოვდები დამივიწყებმეთქი. არა, ესაო, ისაო, დამიწყო მტკიცება, მაგრამ აი მილიონი %-ით ვიცი, რომ ეგრე იქნება.
AntwortenLöschenმე არ მინდა ეგეთი ვიყო. ჯერ ხო საერთოდ არ მინდა გათხოვება, მაგრამ თუ მაინც უნდა გავთხოვდე, არ მინდა ასეთი გავხდე. მაშინ გამოვა, რომ პრინციპებს ვღალატობ. ეს კი სასტიკად არ მინდა. ისევე როგორც, არ მინდა, რომ დაქალებმა დამიკიდონ. ისედაც საკმარისად დამიკიდეს.
გათხოვების შემდეგ მინდა ვიყო ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა ვარ. მინდა მეგობრები მოდიოდნენ, მათი შვილები მოჰყავდეთ, იყოს სულ შეხვედრები და ერთმანეთის გაგება, თუნდაც ისეთ ამბებში, როგორიცაა "შეყვარებულმა დაიგვიანა", ან სულაც "ნახე რა მაგარი ტონალური ვიყიდე".
ამ საკითხზე არაერთხელ მიფიქრია და ძალიან დიდი ხანია, პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ სულ რაღაც ფეხს ვითრევსავით.
მმ..
AntwortenLöschenერთ რაღაცას მივხვდი..
ეს 'ძალიან მნიშვნელოვანი' მარტო ცოლი ან სვილი კი არა, სხვა რაღაცაც შეიძება იყოს, თუნდაც სამსახური, მარა ის არა, 9-ზე რომ მიდიხარ და 6-ზე ბრუნდები, არა, უბრალოდ, შენი საყვარელი საქმე, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ახლა ვხვდები რატომ მეჩხუბება ყოველთვის ყველა
ბოლო დროს..
ნუ, ბოლო წლებში
არა, დღეს აშკარად აქ არ უნდა შემოვსულიყავი :))
AntwortenLöscheneh megobroba mtkivneuli temaa :S
AntwortenLöschen@ Sophie, კი, ეგ არის, ალბათ. უბრალოდ, ხანდახან ჯანმრთელი სურვილი გიჩნდება, 20 წუთით მათაც გადადონ პამპერსები და ცოლები და "შენი რაღაც" იყოს მნიშვნელოვანი თემა. Is it too much to ask for? :)
AntwortenLöschenრიტორიკულ კითხვას რაც შეეხება: არ ვიცი, ალბათ ჩვენს ეგრე ვიქნებით...
+1 reason not to get married ;)
@ Kate, ეჰ... მგონი, მაგათაც უნდოდათ გათხოვების შემდეგ და ცოლების მოყვანის შემდეგ არაფერი შეცვლილოყო, მაგრამ იცვლება.
დაკარგვა კი, რავიცი, უფრო გაუცხოვებაა. :( ან, უნდა გათხოვდე მაშინ შენც და ეგაა :D
@ აღასპერ, კი, აბსოლუტურად გეთანხმები. ყველას აქვს თავისი "ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც" და სწორედ მაგიტომ ვიკითხე, იქნებ, არ უნდა გავაპროტესტო-მეთქი.
@ Zuriuss, ე, ბიჭო, ისიც მიაყოლე ბარემ, რატომ არ უნდა შემოსულიყავი. :D
"Is it too much to ask for? :)"
AntwortenLöschenარა, არანაირად.
უნდა აპროტესტებდე, რადგან ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური პრეტენზია, რომელიც უნდა გააჩნდეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს.
როგორ შეიძლება ქმრის გამო მეგობარი დაივიწყო, არ მესმის რა.
qristiii
AntwortenLöschenai yvelaze guliani posti iyo (rac me maxsovs), ragacnairad gulze momxvda
avchuydi
kide bevrs vityodi, magram chemsaze ar ganvavrcob-ubralod zalian zalian getanxmebi :)
da bolo kitxvaze - ar vici es aris tu ara megobroba.. an saertod ra aris
es shen, distanciurad :* :)
ბაბისასი არ იყოს, მართლა გულიანი პოსტი იყო. აქამდე მეგონა, რომ ყველა ვინც თხოვდებოდა, იცვლებოდა. მაგრამ ჩემს გარშემო რამდენიმე გათხოვების შემდეგ არ შეცვლილა, შეიძლება მიზეზი ის არის, რომ ჯერ შვილი არ ყავს. აი მერე კი ეჭვი არ მეპარება, რომ პამპერსების მეტი სალაპარაკო არაფერი ექნებათ :D
AntwortenLöschenროგორ არ მინდა, მეც ასე ვიყო :|
ქმრები და შვილები ჯერ შორსაა, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებსაც გვქონდა (გვაქვს) მსგავსი პრობლემა. 3 წლის წინ ჩემმა საუკეთესო დაქალმა შეყვარებული რომ გაიჩინა, მაშინ მქონდა საშინელი გაუცხოვების შეგრძნება. ასე მეგონა, საერთოდ აღარ აინტერესებდა ჩემი ამბები და სალაპარაკო თემაც აღარ გვქონდა თითქოს: სადღა ეცალა ზოგადსაკაცობრიო თემებზე სასაუბროდ და ზოგადად მამაკაცების ფსიქოლოგიაში წიაღსვლებისთვის :) მერე მეორე დაქალიც "გამიჩნდა" ერთნაირ მდგომარეობაში ვიყავით - "კაცების გარეშე" და შესაბამისად 24 საათი რომ გველაპარაკა, თემებს ვერ გამოვლევდით. ახლა კი, მე შეყვარებული მყავს და ჩემს მეგობარს გონია, რომ შევიცვალე. მე კიდე ვფიქრობ, რომ "შეცვლა" შემდეგში მდგომარეობს: უბრალოდ აღარც მე აღარ ვარ ზოგადფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური წიაღსვლების ხასითზე (მამაკაცებთან დაკავშირებით) და ისიც ახლა უკვე სხვა, თავისივე მდგომარეობაში მყოფ მეგობარს უფრო ხშირად ხვდება. :( ბევრჯერ დავფიქრებულვარ ამაზე და შემშინებია: აბა, რომ დავთხოვდებით, მერე რაღა გვეშველება-მეთქი, მაგრამ იმედია მერე უფრო ადვილად გამოვნახავთ ისევ საერთო ენას :(
AntwortenLöschenქმრები და შვილები ჯერ შორსაა, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებსაც გვქონდა (გვაქვს) მსგავსი პრობლემა. 3 წლის წინ ჩემმა საუკეთესო დაქალმა შეყვარებული რომ გაიჩინა, მაშინ მქონდა საშინელი გაუცხოვების შეგრძნება. ასე მეგონა, საერთოდ აღარ აინტერესებდა ჩემი ამბები და სალაპარაკო თემაც აღარ გვქონდა თითქოს: სადღა ეცალა ზოგადსაკაცობრიო თემებზე სასაუბროდ და ზოგადად მამაკაცების ფსიქოლოგიაში წიაღსვლებისთვის :) მერე მეორე დაქალიც "გამიჩნდა" ერთნაირ მდგომარეობაში ვიყავით - "კაცების გარეშე" და შესაბამისად 24 საათი რომ გველაპარაკა, თემებს ვერ გამოვლევდით. ახლა კი, მე შეყვარებული მყავს და ჩემს მეგობარს გონია, რომ შევიცვალე. მე კიდე ვფიქრობ, რომ "შეცვლა" შემდეგში მდგომარეობს: უბრალოდ აღარც მე აღარ ვარ ზოგადფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური წიაღსვლების ხასითზე (მამაკაცებთან დაკავშირებით) და ისიც ახლა უკვე სხვა, თავისივე მდგომარეობაში მყოფ მეგობარს უფრო ხშირად ხვდება. :( ბევრჯერ დავფიქრებულვარ ამაზე და შემშინებია: აბა, რომ დავთხოვდებით, მერე რაღა გვეშველება-მეთქი, მაგრამ იმედია მერე უფრო ადვილად გამოვნახავთ ისევ საერთო ენას :(
AntwortenLöschenხოდა დამებადა კითხვა რა არის მეგობრობა?
AntwortenLöschenან არსებობს რო? :შ
აუ მეცცცცცცც... :(((((((
AntwortenLöschenსასტიკად არ მინდა :(((((
@ babisa & Natalia,
AntwortenLöschen:*
მადლობა თქვენ.
@ nini, აი, ზუსტად მანდ ვუყავი, იქნებ, არ უნდა ვუსაყვედურო-მეთქი, რომ ვკითხულობდი.
მაგრამ მასე, ცხოვრების ყველა ეტაპზე ახალი ადამიანები უნდა გაიჩინო და ძველები დაიკიდო... არადა, რამდენიმე მეგობარი ჩემზე ადრე მახსოვს, მგონი :D
ალბათ, პრობლემა სწორედ იმაშია, რომ შენ აღარ გინდა რაღაცის განხილვა... იმას არ უნდა შენზე ბოლომდე გადმორთვა.
პრობლემა იმაშია, რომ საკუთარი ცხოვრება ყოველთვის სხვისაზე აღმატებული და მნიშვნელოვანი გვგონია...
ან, რავი... ხზ...
მე მყავს გათხოვილი მეგობრები და ცოლიანი მეგობრები.
AntwortenLöschenარაფერი შეცვლილა.
ისიც მეწუწუნება პამპერსებზე, რომ ბავშვი გაველურდა, რომ სულ ახლოს უნდა ჰყავდეს.
სამაგიეროდ იმასაც ვახერხებეთ ერთად ვიაროთ ახალი ტანსაცმლის სანახავად.
მე მგონია რომ მთავარი მონდომებაა
და დათმობა კიდევ საკუთარი რაღაცების. ხანდახან :)
sheizleba zalian zalian gviania mara agvadgine srulad yvela foto da gilinkav :D
AntwortenLöschenhttp://busuna.blogspot.com/2009/03/male-nude-9999.html
ამ პოსტზეც საკმაოდ ვიხალისე და კმაყოფილი ვაგრძელებ გზას შემდეგ პოსტზე :)
AntwortenLöschen@ ket_eva_n,
AntwortenLöschenმადლობა :)