გამარჯობა, ქრისტი!
მოვედი, უჯაგრისოდ.
მე და ქრისტი მეგობრები ვართ.
რატომ ჯაგრისი?
არა, იმიტომ არა, რომ სტომატოლოგი ვარ.
უბრალოდ, ჩემი და ქრისტის ძველი, ძალიან გულახდილი ღამის საუბრები გამახსენდა.
ცოტა სენტიმენტალურობა შემეპარა და, ვინაიდან, ჩემი პროფესიით მოწამლული ვარ, აი, ვიწყებ..
მაშ, ასე:
ამერიკაში გამოკითხულთა 90 პროცენტმა აჩვენა, რომ ადამიანის საუკეთესო გამოგონება, ბორბლის, კომპიუტერის და მობილური ტელეფონის შემდეგ, სწორედ ჩვენი მეგობარი კბილის ჯაგრისი ყოფილა.
აბაა..
ცნობისთვის, ყველაზე ძველი, 250 წლის ჯაგრისი ცხოველის ძვლისგან იყო დამზადებული და 10 სანტიმეტრი სიგრძისაა..
ის კი, რასაც თქვენ დღეში კაკ მინიმუმ ორიჯერ უყურებთ (ფხუკ), მხოლოდ 1937 წლიდან იწარმოება
ჯაგრისები არსებობს ხელოვნური და ბუნებრივი (ისე, მეგობრულად გირჩევთ, ბუნებრივს ნუ ეცემით, სხვა დანარჩენისთვის სალხინო არსებობს)
ბარემ ჭკუისდამრიგებელი მეტაკა და აქვე დავსძენ, რომ ჯაგრისის ზომის სწორი შერჩევა, ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თავი არაუმეტეს სამ კბილს უნდა ფარავდეს.
(აქ თავისთავად იგულისხმება "არაფრის")
ჩემნაირი სიზარმაცის ეტალონებისთვის არსებობს ელექტრო ჯაგრისები (არც ამას გირჩევთ) და სუპერმეგა მიღწევა - სპეციალური მცირე ზომის კბილთაშორისი ჯაგრისები, მაგრამ მათ ძირითადად იყენებენ პაროდონტიტის დროს ან ბრეკეტის ხმარებისას, ასე რომ, ჩემი აღფრთოვანება და ხოტბსხმა სავსებით უადგილო იყო.
მოკლედ, ამაზე გვეყოფა..
სულ სხვა საკითხე მინდოდა მესაუბრა...
არა, ჯაგრისზე, მაგრამ ...
ნუ, იმაზე, რამხელა სოციალური დატვირთვა აქვს კბილის ჯაგრისს.
აი, მაგალითად მე, ვხელმძღვანელობ შემდეგი ძირძველი სიბრძნით - "მითხარი როგორი ჯაგრისი გაქვს და გეტყვი ვინა ხარ შენ!"
ანუ, თუ ჩემსავით სამჯერმოსაკეც და ნათურებიან ჯაგრისს ეძგერეთ და უკანასკნელი ლარები მიახარჯეთ, შემდეგ კი შიმშილით კუჭი ისე გაგიხმათ, რომ ლამის ცხოველურად დაკვნიტეთ ეს უპატარავესთავიანი საცოდაობა, ე.ი. თქვენ ღორი ხართ! უფრო მეტიც - მეშჩანიც და, რა ვიცი, ალბათ გაიძვერაც :D
ნუ, არც ამაზე მსურდა საუბარი..
სად წავედი..
აი..
შენ ხარ შენ
ცხოვრობ..
ოცნებობ, მუშაობ, უკვე წარმატებული კარიერა გაქვს. პროფესიულ წრეებში ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობ..
ელიტური წვეულებები თქვენ გარეშე არ იმართება.. ვერ..
შენი მიღწევები მუდამ დასაწყისს ჰგავს..
კარგ სამსახურთან ერთად, კარგი სახლი, მანქანა..
ყოველდღე სახლში გვიან ბუნდები, მძიმე სამუშაო დღიდან..
და სახლში ვინ გელოდება?
დედ-მამა არა, რა თქმა უნდა..
არც დედმამიშვილები..
არც შვილები, ცოლი/ქმარი არ მიხსენებია..
არც მეგობარი გოგონა/ბიჭი
მხოლოდ შენი ჯაგრისი.
ერთხელაც ამ ელიტურ წვეულებას შენი სახლი მასპინძლობს..
ყველას აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება..
ვისთან ცხოვრობ, რას აკეთებ და ვისთან გძინავს ბოლოსდაბოლოს!
ვინ იტყვის ამის შესახებ?
ვერც დედა, ვერ მამა, ვერ შენი მეორე ნახევარი და მასთანშობილი ნაშიერები.
ისევ შენი ჯაგრისი...
წლები გადის და შენი სახლი მხოლოდ ერთ სიახლეს ელოდება...
რას?
ჯაგრისს!
ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ჯაგრისს ძალიან, ძალიან დიდი სოციალური დატვირთვა აქვს.
ჩემთვის ესაა რომანტიზმის უმაღლესი გამოვნილება.
როცა ჩემს აბაზანაში ჯაგრისი წყვილდება :) ე.ი... ეს ხომ ბევრს ნიშნავს...
არ ვიცი, შეიძლება ცოტა დებილი ვარ, მაგრამ..
მოკლედ, ჩემი ერთი დიდი ინტიმური საიდუმლო გაგანდეთ :D
23.03.10
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ჰაჰაჰააააააა, ჩემნაირი გიჟი და ჩემი საზიზღარი ex-ი.:))))))))))
AntwortenLöschenაუ მე სულ მინდა მაგ ელექტროჯაგრისის ყიდვა, მაგრამ აი ისე ვარ შეჩვეული ამ მექანიკურს.
მექანიკური ანუ აი მანქანას როგორც აქვს ხოლმე. ავტომატიკა და მექანიკა, იმ ვარიანტში.
თან ძალიან ჩქარა ვიხეხავ ხოლმე. :ღიჭი-ღიჭი:
aris amashi ragac excentruli da mm sheizleba iqtvas zalian intimuric ki :D
AntwortenLöschennice
au ho, jagrisebis shecyvileba kai ramea!
AntwortenLöschen:$
AntwortenLöschenvah, ra saintereso postia... scored gushin viyide axali jagrisi... ufro scored, jagrisi igive maqvs, mxolod tavi gamovucvale. 1 celia rac eleqtro jagrisze gadavedi da dzalian kmayofili var. miyvars chemi jagrisi! :)
AntwortenLöschenხელფასი ავიღე დღეს და წავალ, ახალს ვიყიდი. :D
AntwortenLöschenელექტროჯაგრისის ყიდვის სურვილი ჯერ არ გამჩენია, რაღაც მოუხერხებელი მეჩვენება, ასეთი წყალწაყებული ზარმაციც არ ვარ თან
აააა :D
AntwortenLöschenსერიოზულად ხარ მოწამლული სპეციალობით, კი :D
ჩვენი საუბრები :mo:
განვაახლოთ, წინ რა გვიდგას :evil:
მადლობა პოსტისთვის :*
არც არაფერი :))
AntwortenLöschenრა მადლობა, პირიქით :))
საოცრად მომეწონა ეს პოსტი :) ვიხალისე და ხასიათზე მოვედი :) მოკლედ და გემრიელად წერ ;)
AntwortenLöschen