- ჩემს დაბადების დღეზე საშინლად წვიმდა და ციოდა.
- მეტროდან ბარამდე სანამ მივედი, ჩემი დიდის ამბით დასწორებული თმა დამისველდა და ფაქტიურად, ცუდად მქონდა ძალიან.
- ჩემი ძმაკაცი მთელი დღე იყო სკაიპში და არც მომილოცა :D Come on, bro, სკაიპის რიმაინდერი მაინც არ ვიცოდე, რას ნიშნავს... ვის აბოლებთ, მლიაჰ?! :D
- მეორე ძმაკაცმა facebook-ზე დაბ.დღის სურათების ალბომი დაალაიქა და ასე მოიხადა ვალი. :D მაგრამ ამ ოთხშაბათს აქვს დაბ.დღე და ის კი არ იცის, რომ იგივეს ვიზამ.
- ერთმა სტუმარმა, რომელმაც 1 კვირით ადრე იცოდა, რომ დაბ.დღეზე უნდა მოსულიყო, თავის სტუმარს, რომელმაც 5 საათით დაიგვიანა, არც კი უხსენა, რომ მამენტ, მეგობრის დაბ.დღე იყო და ამბავი... well, setting the right priorities, u know ;) ...
- მეორე სტუმარმა, საერთოდ, "ს კაკოვატა ხრენა" გადაწყვიტა, დაეგვიანებინა ბარემ 2 საათი :D
- (აქვე დიდი კითხვა ბლოგერებს: როცა ადამიანებმა იციან, რომ ყველაზე მეტად დაგვიანებაზე ღიზიანდები და შენს საკუთარ დაბ.დღეზე 2 საათი აგვიანებენ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ " ვი იმ პოხუი?" :D ჩემი პასუხი ქვეტექსტში სჩანს).
- საშინელი დამწვრობა მივიღე გუშინ, 4 საათის განმავლობაში თაკარა მზის ქვეშ ჯდომისას. ცოტნე დადიანის მესმოდა, იმჰო. :D განსხვავება იმაში იყო, რომ მე P!nk-ის special Guest-ებს ვუსმენდი.
მაინც:
- ყველაზე მაგარი საჩუქარი მივიღე და P!nk-ის შოუზე ვიყავი და ეს სიტყვა გადაჭარბებული არაა: 1,5 საათის განმავლობაში, ხან საიდან გადმოხტა, ხან რომელ თოკზე ეკიდა თავდაყირა სიმღერისას... დაუვიწყარი იყო. ჰყავს უუუმაგრესი Crew, დაწყებული ჯასტინით და ევათი და დამთვარებული ბექვოქალებით. საერთოდ არაა ცხვირაწეული, ან აგრესიული. პატივისცემით და ხუმრობით და შიგადაშიგ ბავშვური "გაპრანჭვით" ელაპარაკება მსმენელს და მეორე წამს, როგორც კი სიმღერა დაიწყება, ისეთი Power-Woman ხდება.... მმმ... ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ. ამის გარდა ერთადერთი შოუ, რომელზე დასწრებაც, ალბათ, გონებას დამაკარგვინებს და სერიოზულად ცუდად გამხდის არის გილმორის, ან ვოთერსის, ან ორივესი ერთად. :D დანარჩენი ჩემი უსაყვარლესები ან აღარ არიან ცოცხლები და ან, შოუს ელემენტებზე ნაკლებად ხდება ზრუნვა მათი კონცერტებისას.
- ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე, ხომ ღირს, რომ დავიკიდო ზემოთხსენებული bad news?! კი, ღირს! p.s. მომავლ წელს, just, არ დავპატიჟებ არაპუნქტუალურებს დაბ.დღეზე. მნე ტოჟე პოხუი :D
ბონუსად, ფოტოები კონცერტიდან, რომლებიც ხარისხით ვერ დაიკვეხნიან:
ამ რაღაციდან გადოეშვა თოკით. :D
აქ Dear Mr. President-ს მღერის.
Bad news ალბათ უნდა დავიკიდოთ ხოლმე :შ
AntwortenLöschenრაც მთავარია მერე ისიამოვნე ^_^
კი აუცილებლად უნდა დაიკიდო :>
AntwortenLöschenმაინც შენი დღე იყო და ასე რომ დაიკიდე :>
მაგრამ კითხვას რაც შეეხება არ მიონდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ მემგონი რომ მართლაც ეგრეა ...
მითუმეტეს თუ იციან რაზეც ღიზიანდები, მაგრამ მე ერთი მარტივი ლოგიკით ვმოქმედებ ხოლმე, ვისაც ვხედავ რო "ვკიდივარ" ძალიან წყნარად ვაპაშოლებ ეგეთებს :)
ესე იგი
AntwortenLöschenის რომ ვიღაც 2 საათით აგვიანებს მეგობრის დაბადების დღეზე იმას არ ნიშნავს რომ მეგობარი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. არანაერად! როგორც შენ გძულს დაგვიანებები, ისე აქვს იმას სისხლში გამჯდარი ეგ ამბავი,
შოუ კი ყოფილა კარგი, ვოტერსის ამბავში გეთანხმები, მაგრამ ბიორკის კონცერტზე წავიდოდი დიიიდი სიამოვნებით.
კიდე ერთხელ გილოცავ, მშვენიერი დაბადების დღე გქონია, მცირე ხარვეზები ყოვერთვის ხდება :))
დაგვიანებაზე მეტად არაფერი მძულს და მეც ზუსტად ასე მგონია: როცა ადამიანები იგვიანებენ (შენი დაბადების დღე იქნება თუ უბრალო შეხვედრა) ნიშნავს, რომ კიდიხარ და დიდად არ გცემენ პატივს. თუმცა არის კიდევ მეორე მომენტი: რომ თვითონ არიან უპასუხისმგებლოები და შენ კი არა, საკუთარი თავი ჰკიდიათ. მეორე ვარიანტი მომწონს მე ;)
AntwortenLöschenჰო, აი პინკის შოუს მერე, ბუნებრივია, უკვე შენ უნდა გეკიდოს ყველა :ლოლ: აუ, ტვიტერზე რომ დაწერე, მაშინ ვნახე და უცებ გამახსენდა, როგორ მიყვარდა ბავშვობაში, "Most girls"-ს რომ მღეროდა და ვარდისფერი თმა ჰქონდა. You are lucky, remember that! :)
@ clown, ჰო, სიამოვნებაც არის და სიამოვნებაც :)
AntwortenLöschen@ Kiwi,
ზუსტად მაგ პრინციპით ვეცადე, არ ამეშალა ნერვები, მაგრამ ხომ გავიდა ის დღე და ახლა ვაფრქვევ :D
@ ნან,
ვერ დაგეთანხმები. ამ შემთხვევაში ისე იყო, რომ ხელს არაფერი უშლიდა. ასეთ შემთხვევაში, გავკარი ეგეთ დაგვიანებულ მოსვლას. საერთოდ, 1 კვირის წინ რომ შეგითანხმდება ადამიანი და იცი და მაინც აგვიანებ, სულ ნუღა მოხვალ :D
მეორე მაგალითი ხომ საერთოდ, რომელ პლანეტას მივაწერო, არ ვიცი: რომ არც ახსენებ, რომ დაბ.დღეზე ხარ წასასვლელი... ეს ჩემთვის არის ღრმა დაკიდება და ჰა :D
რაც შეეხება ბიორკს: არ მომწონს. არაა ჩემი მუსიკა საერთოდ. რამდენჯერმე ვეცადე მომესმინდა, მაგრამ მაღიზიანებს. შოუც არასოდეს მინახავს მაგისი, მაგრამ რამე გიჟურს გააკეთებს ალბათ :D
@ Sophie, U get it! :D
თან როგორი რაღაცაა იცი? აბსოლუტურად პუნქტუალური ვარ. თითზე ჩამოთვლი შემთხვევებს, როცა მნიშვნელოვან ადგილას მაგვიანდება (სამსახურში და უნიში, გინდა მიხვალ, გინდა არა და არ ვდარდობ). დარწმუნებული ვარ ორივე სერიოზულ ისტერიკას ატეხდა მასე რომ მოქცეულიყო სხვა და გამოდის, რომ მე რაღაც მეორეხარისხოვანი ვარ... რაღას მოდიხარ მაშინ საერთოდ, ბლიად. :|
მაგრამ, შენი არ იყოს, პინკის შოუს მერე დავიკიდე :D ანუ, მახსოვს და ზომებსაც მივიღებ, მაგრამ არ მტკივა :)
სხვათა შორის, პინკი ბერლინშია დღეს :)
რათქმაუნდა კონკრეტულ შემთხვევაზე თავის გამოდება ძნელია, მაგრამ დაგვიანება არის ჩვევა, კი ბატონო, ძალიან ცუდი ჩვევა, მაგრამ ამით ადამიანები ვიღაცის მიმართ უპატივცემულობას არ გამოხატავენ როგორც წესი. მოუწესრიგებლობის გამო ხდება ეგ. მე ვაგვიანებ ხშირად და ეგ ვინმეს რომ პატივს არ ვცემ იმის გამო არ ხდება.
AntwortenLöschenრა ვიცი, ცუდი ჩვევებიც ახასიათებთ ადამიანებს, ეს საამაყო არ არის, მაგრამ ამის გამო ვერც შეაჩვენებ ადამიანს. ან თუ ასე გაღიზიანებს, უბრალოდ არ უნდა იმეგობრო ასეთ ადამიანთან ალბათ :))
აუუუუ, კიდევ კარგი შემოვედი აქ.
AntwortenLöschenგამახსენდა ჩემ ძმას დაბადების დრე აქვს და დავირეკავ და მივულოცავ ახლა.
არადა არ გამახსენდებოდა :(
@ ნან, კი, ცუდი ჩვევაა ძალიან. მითუმეტეს, თუკი გკიდია, იგვიანებ თუ არა.
AntwortenLöschenის, რომ ადამიანი აგვიანებს, გასაგებია და რაღაცნაირად აიტან 2-3 ან 4-ჯერ, მაგრამ ის, რომ ადამიანი ელის, რომ ყველა ჯერზე დააგვიანებს, მაგრამ მერე რა, ყველა უნდა ელოდოს, არის წმინდა სახის თავხედობა. მე ასე მესმის. ალბათ, მართალი ხარ: არ უნდა ვიმეგობრო ასეთებთან, რამეთუ თუ მათი გასამართლებელი საბუთი "მოუწესრიგებლობაა", ჩემი- "ნერვული აშლილობა და დღის კარგ განწყობაში ჩაფურთხება და ჩემი დროის დახარჯვაა" და რატომ დავთმო სხვისი მოუწესრიგებლობის გამო? :D
რთული საკითხია, მოკლედ.
@ Tomushka, გოგო, ერთი რიმაინდერი რა გახდა, დააყენე მობილურზე და აწრიპინდება. :D მე არ მჭირდება, ყველასი მახსოვს, მაგრამ თუკი ადამიანს თარიღები ავიწყდება, ამ პრობლემის გადაჭრაზე იოლი არაფერია. :*
Chaotic@ აი, სწორი გამოსავალი, არ უნდა იმეგობრო, იმიტომ რომ ასე დგები საკითხს. შესაბამისად არც გაღიზიანდები და არც თავხედად მონათლავ ვიღაცას.
AntwortenLöschenმე უარი ვთქვი ისეთ ადამინებთან ურთიერთობაზე, რომლეთა ჩვევებიც მაღიზიანებს. შესაძლოა ჩემთან ურთიერთობაც აღარ უნდა ვინმეს, არ ვიცი მართალი გითხრა. :))
ე.ი.არ იქნა შენი მოსვენება რა.. მუდმივად დაჭიმული ხარ, ”პრუჟინასავით”, პერიოდულად გავარდები ხოლმე, მიასკდები-მოასკდები და ბრუნდები მერე ისევ უკან, ”პრუჟინის” პოზიციაში...
AntwortenLöschenდაბადების დღე რატომღაც მტკივნეული თემაა, მეც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა დაუკმაყოფილებლობის განცდა, მერე მივხვდი რატომ - რაღაც დიდს და განსაკუთრებულს ველოდი ამ დღეს,რას არ ვიცი... ხანდახან რაღაცას ვგეგმავდი და არ გამომდიოდა და ა.შ.
მერე მივხვდი, რომ 31 ოქტომბერი ერთი ჩვეულებრივი დღეა დანარჩენი სამყაროსთვის და კაცმა რომ თქვას, არც მე არ ვარ განსაკუთრებული პერსონა, განსაკუთრებული დამსახურებებით, რომ დედამიწამ უკუღმა და ყურებზე დაიწყოს ტრიალი ამ დღეს.
ჩემი მწირი ”ნამდვილი” მეგობრებიდან ზუსტად ვიცი, რომ ყველას ვუყვარვარ და იმ ”friend"-ებიდან, ვინც FB-ზე მყავს, ზუსტად ვიცი, ვისთვის რას ვნიშნავ. დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ დაბადების დღეს მომილოცავს თუ არა რომელიმე, იმიტომ რომ ამით არაფერი იცვლება, არც ჩემს დამოკიდებულებებში მათ მიმართ და არც პირიქით..
აი, დაუსრულებელ კეთილ სურვილებზე და კრუნჩხვაში ჩავარდნამდე მილოცვებზე კი უბრალოდ უხერხულად ვიღიმები, ამას უბრალოდ ”გილოცავ :*” მირჩევნია wall-ზე, უფრო გულწრფელია და იმიტომ.
მოდი, დაიკიდე ეს ”იმან მომილოცა, ამან - ისე-რა, მეც ასე მივულოცავ”.. იძაბები უბრალოდ. ხო იცი ვისთვის რას წარმოადგენ, დაბადების დღის მილოცვის ფორმა თუ ადამიანზე წარმოდგენას გიქმნის, იმაზე უნდა დაფიქრდე, რამდენად სწორად აფასებ ადამიანებს და მათ დამოკიდებულებას შენს მიმართ, რამდენად სწორი მოლოდინები გაქვს..
აი, ხო წერდი სადღაც, დახმარება მჭირდებაო.. მოვედი და იძულებით ”გეხმარები” :D
ps.
AntwortenLöschenშემდეგ დაბადების დღეზე რაღაც გრანდიოზული უნდა გაჩუქო :D
@ Doloress, მე FB-ს მეგობრებზე არ მითქვამს, ჩემს real მეგობარზე ვთქვი, რომელმაც Fb-თი ვალი მოიხადა ზუსტადაც :D
AntwortenLöschenმეორე მომენტს რაც შეეხება: არ განვსაზღვრავ ადამიანებს იმით, დაბ.დღეს მომილოცავენ თუ არა, მაგრამ იმით უეჭველი განვსაზღვრავ, რომ 2 კვირით ადრე ვიხვეწებოდი, დროზე მოდით, არ დაიგვიანოთ, იმიტომ რომ ამით ნახევარ განწყობას წყალში ჩამიყრით-მეთქი და რეალურად ფეზე დაიკიდეს.
და იმითაც უეჭველი განვსაზღვრავ, რომ მეტყვი, რომ ვიღაცას ელოდები, რომელიც აგვიანებს, მაგრამ არ გითქვამს იმისთვის, რომ დაბ.დღეზე ხარ წასასვლელი....
რეალურად, მე თუ შემიძლია გადავდო შენი დაბ.დღის (ან სხვა რამის)გამო ჩემი საქმეები 1 დღით, FUCKIN' ველი და კაკ მინიმუმ მიტყდება, რომ შენც იგივეს არ აკეთებ.
ტიპა, ვარ "ჯანსაღად ვიგოდნიცა" ურთიერთობებში და რა დონეზეც გავცემ, იმ დონეზე თუ არა, იმის ნახევარი მაინც მინდა დავინახო. :D
ჰოდა, რადგან მძაბავს ეს სიტუაცია, ზუსტად მაგიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება ბოლოში :D