Posts mit dem Label guest post werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label guest post werden angezeigt. Alle Posts anzeigen

08.09.11

აქაურ ამბებზე


მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რაც Chaotic Reality-ის ბლოგისთვის პოსტი უნდა დამეწერა. გახსენებით ხშირად მახსენდებოდა, მაგრამ სისრულეში ახლაღა მოვიყვანე.



ვფიქრობ, პოსტი თუ წერილის ფორმით იქნება და ამ წერილს თავად ავტორს მივწერ, არაფერი დაშავდება. მინდა ცოტა რამ იმაზე ვთქვა, რასაც ბოლო პერიოდში ვფიქრობ და არ მომწონს..



***


ქრისტი,



შენ დიდი ხანია მანდ ხარ. აქ კი რაღაცები თანდათან შეიცვალა.
არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოხდა ეს ცვლილება საზოგადოებაში, რაც უკვე ასე მკაფიოდ ჩანს, მაგრამ მთავარია, მოხდა და თუ მალევე არ ეშველა, უფრო და უფრო ბევრნი ვიქნებით სამშობლოდან გაქცეულები და სადმე თავშეფარებულები.



საქმე ისაა, რომ დროთა განმავლობაში, ადამიანთა განწყობები გარდაიქმნა, სოციუმი დაიყო და ერთიანობის წევრ სუბიექტად აქ თავს თითქმის აღარავინ გრძნობს. ისინი ძირითადად უკმაყოფილოები დაიარებიან, ეს სახეზეც აწერიათ და ღიადაც გამოხატავე - სუფრასთან, ტრანსპორტში, სამსახურებსა თუ თავშეყრის სხვა ადგილებში. უკმაყოფილება კი ეხება ყველაფერს, ხელისუფლებიდან- კარის კაცამდე:



ყველა მძღოლს ჰგონია - რომ მანქანას ყველაზე კარგად თვითონ მართავს, სხვა ყველა კი უვიცია და წესს არღვევს.



ქალაქის ყველა მცხოვრებს ჰგონია - რომ მისი მეზობელი არ გვის კარის წინ და ამიტომ არის სადარბაზოში სიბინძურე.



ყველა მოქალაქეს ჰგონია -რომ იცავს სისუფთავეს და ”სხვები” ანაგვიანებენ ქუჩას.



ყველა ოფიციანტს, გამყიდველს, მანქანების მესადგომეს ჰგონია - რომ ძალიან ნიჭიერია და იჩაგრება, როცა ასეთ სამუშაოს ასრულებს, შენზე ”მაგარია”, ამიტომ ზემოდან გიყურებს და მომსახურებას აუცილებლად დაგამადლის.



ყველა ოჯახს ჰგონია - ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახი აქვს, საუკეთესო შვილი ჰყავს, არსებული სიტუაცია კი იმიტომ დამძიმდა, რომ ”ეს ახალი თაობა გადაგვარდა”.



ასე თუ მივყვებით, ჩამოთვლა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.



მთავარი საკითხი კი ყველა ასეთ დეტალში ის არის, რომ ადამიანები საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ და თავს სხვაზე უკეთესად მოიაზრებენ, უკლებლივ ყველას სჯერა - არაფერს აფუჭებს, წესრიგეს იცავს, ზრდილობიანია, კეთილია, ინტელექტით გამოირჩევა, ნასწავლია, მაგრამ ”სხვა”, რომელიც ნებისმიერი შეიძლება იყოს, მისი ნათესავით დაწყებული მეეზოვით დამთავრებული, უქნარა, უვარგისი , ქვეყნის დამაქცევარია და ”სწორედ ასეთების გამოა, როგორც ვართ”.



ყველანი ერთმანეთს ვაძაგებთ, კარგს არაფერს მოველით, სრულიად ერს ვლანძღავთ და განვიკითხავთ - ”ჩვენ ხო არც სპორტში გვიმართლებს”, ”ქალაქები უშნოვდება”, ”არაფერი კეთდება”, ”ახალგაზრდებმა არაფერი იციან” ( მაგრამ ფრაზის ავტორის შვილმა იცის!)..



ჰოდა აი, ვერ გამიგია, რა არის ეს - სხვაზე გადაბრალების, განდიდების სურვილის, საღად ვერ აზროვნების, ამპარტავნების სენი?! რომელიც ვფიქრობთ, რომ ყველას აქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ”მე”.


იქნებ მეც ასე ვფიქრობ, რომ ”ერი”,” ხალხი”, ”საზოგადოება” გახდა ასეთი და საკუთარ თავს ვერ ვამჩნევ.. მაგრამ იმას კი ვამჩნევ, რომ სხვაგან წასვლაზე ფიქრი გააქტიურდა და ეს სულაც არ მომწონს.


ასეთი განწყობაა ქალაქში, ქვეყანაში, რაც ყველგან იგრძნობა - ქუჩაში, კაფეში, უბანში, მეგობრებში..


არ ვიცი, რა აღადგენს ერთიანობის გრძნობას, საზოგადოების და მისი წევრებისადმი შემწყნარებლობას - რომ ჩვენ კარგები ვართ, ჩვენც რაღაც შეგვიძლია (და არა მხოლოდ ”მე”), ჩვენ ვვითარდებით- ისევე როგორც სხვა ერებს, გვაქვს ლაფსუსები, მაგრამ ვიზრდებით და ვსწავლობთ და ამ პროცესში ეს სიძულვილი სრულიად უადგილოა.


აქ ხალხი ერთმანეთს პატივს არ სცემს, არ უყვარს.
ან აღარ უყვარს.


ცოტა ხანს კიდევ იყავი მანდ, ქრისტი

და შენს ბლოგს ეს აღშფოთებული პოსტი რამენაირად მოარგე.


P.S. ალბათ, რამე დამტკბარი და ფერადოვანი პოსტი აჯობებდა, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ შენ- ასე შორს მყოფს, მე გწერ წერილს მელნით და თაბახის ფურცლით და გიყვები აქაურ აბებს პუბლიცისტურ ჟანრში.
მერე შენ მანდ გახსნი დიდხასნ გზაზე მყოფ და ძლივსჩამოღწეულ კონვერტს, წაიკითხავ და წერილების ყუთში სამშობლოდან გამოგზავნილ ბარათებს შორის ამასაც შეინახავ.


2011.09.08


ბაბისა

20.04.11

Late Latte Post

პრესკრიპტუმი Chaotic-ისგან: ეს არის დოდკას guest post. მე კომენტარებში დავკონკრეტდები.


გუშინ მობილურიდან ვკითხულობდი ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ბლოგს, lifehacker-ს. სტატია იყო იმის შესახებ, რომ coffee shop-ებიდან მუშაობა ხანდახან უფრო პროდუქტიულია, ვიდრე სახლიდან.

ძირითადი მიზეზები ისაა, რომ ადამიანებს აქვთ სხვის თვალში “უქმად ყოფნის” შიში, კაფეში დიდხანს უსაქმოდ ვერ იჯდები, თან მარტო, ამიტომ იწყებ რაღაცეების კეთებას. იუთუბს ვერ უყურებ, ნუ ფეისბუქზე შეიხედავ, მაგრამ საქმეს მაინც აკეთებ.

ამიტომ ავიღე დღეს ლეპტოპი და ჩემს საყვარელ ყავის წერტილში წამოვედი - არის ასეთი, downtown ჰქვია [ეს პოსტი არანაირად არაა დასპონსორებული, თუ იმ ბენეფიტს არ ჩავთვლით, რომ ამ კაფეს wifi-ს გამოყენებით ვწერ ახლა].

ერთ FB-მეგობართან ჭორაობის შემდეგ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, დავრჩით მარტო მე და ჩემი ლეპტოპი და ჩავუჯექი 4 დღის წინ გასაკეთებელ საქმეს, ჰენდაუთებს ტრენინგისთვის. “ცხოვრების ჰაკერის” რჩევები გამომადგა - აქ ვერც წავუძინებდი, არც ტელევიზორია, არც ვილიამია, რომელიც მუდამ მაცდენს თავისი “მუთინიიი”-ს მოთხოვნით ან უბრალოდ, არსებობით, იმიტომ, რომ თუ არ მაწუხებს, მულტფილმი ჩამირთეო, და თავისთვის თამაშობს, მაშინ იმდენად საყვარელია, რომ თავს ვერ ვიკავებ, მივდივარ, ვეხუტები და ვკოცნი, რის შემდეგაც ის მომყვება კომპიუტერთან და ახლიდან იწყება: “დართე მუთინიიი!”

საათნახევარში მოვრჩი ჰენდაუთებს და ფეისბუქზე დრეიფისას ქრისტინას მოვკარი თვალი, თავისი ახალი ვარცხნილობითურთ. და მაშინვე გამახსენდა რამდენიმე თვის წინ მისთვის შეპირებული guest post. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს პირველი “სტუმარი პოსტია”, რაც კი ოდესმე სადმე, ვინმეს ბლოგზე დამიწერია. ქრისტინას ალბათ აღარც კი ახსოვს, მე კიდევ ძალიან, ძალიან გვიან ვასრულებ დაპირებას და ახლა ვწერ, იმიტომ, რომ ბედნიერი ვარ - საქმეს მოვრჩი! ჭიქაში კი ბანანის გემოს მქონე ლატე ჯერ კიდევ ასხია, სიგარეტიც საკმარისი მაქვს, ინტერნეტსაც არაუშავს და მუსიკასაც.

ძალიან გრძელი შესავალია იმისთვის, რის დაწერაზეც ვფიქრობდი, მაგრამ დაე, ამ ბლოგს უხდება ალბათ ქაოსურობა : )

ამასწინათ აქ ასეთი პოსტი იყო, “ჩემი სასწაულმოქმედი ბლოგი”, სადაც უწერია, რომ ბლოგზე დაწერილი 2 სურვილიდან ერთი აუხდა და მეორე შესრულების გზაზეა.

მერე სვითიც გამახსენდა, ისიც ადგენდა ხოლმე wishlist-ებს და მერე იქიდან ბევრ რამეს ყიდულობდა ან ჩუქნიდნენ.

და ზოგადად დავასკვენი, რომ wishlist-ების შედგენა და სურვილების ჩამოწერა მაგრად ამართლებს. ალბათ იმიტომ, რომ როცა ჩამოაყალიბებ, რა გინდა, უკვე ნახევარი გზა განვლილია და მეორე ნახევარი - მხოლოდ იმ სასურველის მიღებაა. რაც ბევრად უფრო ადვილია მაშინ, როცა იცი, რა გინდა. სიების შედგენა კიდევ კარგი მეთოდია აზრების დასალაგებლად.

სურვილების ასრულებაზე კიდევ ერთი რამ გამახსენდა. დღემდე გამომყვა ჩვევა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არაცრუმორწმუნე ვარ - ყოველთვის, როცა საათს დავხედავ და იქ 18:18 ან 09:09 ან ნებისმიერი წყვილი რიცხვია, აუცილებლად ჩავიფიქრებ ხოლმე სურვილს. ასევე, როცა რაიმე ხილს პირველად ვჭამ იმ წელს. ტვინით ვიცი, რომ ეს ჩემს სურვილს არ აახდენს, მაგრამ მაინც, ავტომატურად ვაკეთებ. მე მგონი, საკუთარი თავის პროგრამირების ერთგვარი ხერხია.

ახლა დავფიქრდი, მას შემდეგ, რაც დავფეხმძიმდი, ერთადერთი სურვილია ხოლმე ყველა წყვილ რიცხვზე და ყოველი ახალი ხილის გასინჯვისას - “ვილი იყოს ჯანმრთელი”.

ლატეს ბოლო ყლუპი და ბოლო წინადადება ბლოგზე: Chaotic, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შევხვედრილვართ, ძალიან მიყვარხარ შენც და შენი ქაოსური რეალობაც, რომელსაც მუდმივად ვკითხულობ აგერ უკვე 3 წელია.

27.09.10

Guest-post ჩორვენისგან

”როგორი უბედური ვარ ვერ წარმოიდგენთ, ვერავინ მიგებს, არაფერი გამომდის და მე მგონი ისიც კი არ ვიცი რა მინდა.
რასაც არ ვკიდებ ხელს ყველა გეგმა მეფუშება. პირადი ცხოვრება კიდევ უფრო უარესად მაქვს, უკვე ფაქტიურად აღარაფრის მჯერა, არადა რა ვქნა თავს ვერ მოვიკლავ. მზად ვარ, მაგრამ ალბათ ეგეც არ გამომივა. შეიძლება ითქვას დეპრესია მაქვს და ისიც არ ვიცი ვის შეიძლება შევჩივლო...”

ცუდი დასაწყისია არა? დამთრგუნველი და უიმედო.
აი ასეა, ადამიანები ყოველთვის მზად არიან იწუწუნონ, თავი შეაცოდონ სხვებს და საკუთარი თავივე შეიცოდონ თვითონ.

კი, მეც ვიცი რომ წუწუნი ზოგჯერ საუკეთესო ხერხია განტვირთვისათვის და სასიამოვნო გრძნობაც კი გვეუფლება ამ დროს, მაგრამ წარმოიდგინეთ რას გრძნობენ სხვები თუ ჩვენ გამუდმებით ვწუწუნებთ? ვართ სულ უკმაყოფილო და უბედური?
ასეთი მდგომარეობის დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში ვამჩნევთ რომ მეგობრები და ახლობელბი გაგვირბიან, ოჯახის წევრები ხმას აღარ გვცემენ ნორმალურად და ეს კიდევ ერთი მიზეზი ხდება იმისათვის, რომ თავი კიდევ უფრო უბედურებად ვიგრძნოთ.


მეგობრებო არ ვარგა!! ასეთი ქცევა დამღუპველია!

იცით რა ყოველთვის როდესაც სასოწარკვეთა მეუფლება (იშვიათად მაგრამ მძაფრად მაქვს ხოლმე) იმ წუთასვე ვცდილობ რამე დავგეგმო, მაშინვე ვიწყებ ფიქრს რა გავაკეთო და რაზე გადავერთო.

ყოველთვის ვცდილობ , რომ თავი მაღლა ავწიო და ისევ თამამად ვიმოქმედო, ისევ გავიღიმო და გავიხსენო ის, რომ ყველა ზებრაზე შავს თეთრი მოყვება და ყველა ეს ზოლი სხვადასხვა ზომისა და სიხშირისაა.

ვიცი რაც გაიფიქრეთ - ”ეგ ეგეთ ადვილი არააო ”- მაგრამ დაფიქრდით, თქვენს გარდა თქვენზე ისეთივე სიმძაფრით არავინ იზრუნებს, არავინ ეცდება ყველთვის გამოგიკეთოთ ხასიათი და ფეხი აუწყოს თქვენს კაპრიზებს. ერთადერთი და ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი სკუთარი გონება და ”მე” გყავთ, გვყავს.

ასე რომ დაფიქრდით ღირს კი გაუთავებელი წუწუნი და დეპრესიობა ? ამ დროს ხომ უკანმოუხედავად ვკარგავთ გართობის და სიამოვნებისათვის მოსახმარ დროს? ამ დროს ხომ ნერვულ უჯრედებს ელვისებურად ჩვენ თვითონვე ვხოცავთ?
რისთვის თორემ კი? ამით არაფერი გვემატება...

ასე რომ იქნება გავიღიმოთ ყველამ და ვთქვათ რომ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, შეიძლება სირთულეების გადალახვის შემდეგ, მაგრამ მაინც - ყველა შევძლებთ იმას რასაც გულით მოვინდომებთ და რისკენაც გააზრებულად , გაღიმებულები ვივლით.
საუკეთესო სურვილებით კუბოკრულ კაბიანი და მუდამ მომღიმარი ჩორვენი.

23.03.10

მე და ჩემი კბილის ჯაგრისი

გამარჯობა, ქრისტი!
მოვედი, უჯაგრისოდ.
მე და ქრისტი მეგობრები ვართ.

რატომ ჯაგრისი?
არა, იმიტომ არა, რომ სტომატოლოგი ვარ.
უბრალოდ, ჩემი და ქრისტის ძველი, ძალიან გულახდილი ღამის საუბრები გამახსენდა.
ცოტა სენტიმენტალურობა შემეპარა და, ვინაიდან, ჩემი პროფესიით მოწამლული ვარ, აი, ვიწყებ..
მაშ, ასე:

ამერიკაში გამოკითხულთა 90 პროცენტმა აჩვენა, რომ ადამიანის საუკეთესო გამოგონება, ბორბლის, კომპიუტერის და მობილური ტელეფონის შემდეგ, სწორედ ჩვენი მეგობარი კბილის ჯაგრისი ყოფილა.
აბაა..

ცნობისთვის, ყველაზე ძველი, 250 წლის ჯაგრისი ცხოველის ძვლისგან იყო დამზადებული და 10 სანტიმეტრი სიგრძისაა..
ის კი, რასაც თქვენ დღეში კაკ მინიმუმ ორიჯერ უყურებთ (ფხუკ), მხოლოდ 1937 წლიდან იწარმოება

ჯაგრისები არსებობს ხელოვნური და ბუნებრივი (ისე, მეგობრულად გირჩევთ, ბუნებრივს ნუ ეცემით, სხვა დანარჩენისთვის სალხინო არსებობს)

ბარემ ჭკუისდამრიგებელი მეტაკა და აქვე დავსძენ, რომ ჯაგრისის ზომის სწორი შერჩევა, ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თავი არაუმეტეს სამ კბილს უნდა ფარავდეს.
(აქ თავისთავად იგულისხმება "არაფრის")


ჩემნაირი სიზარმაცის ეტალონებისთვის არსებობს ელექტრო ჯაგრისები (არც ამას გირჩევთ) და სუპერმეგა მიღწევა - bis.gif სპეციალური მცირე ზომის კბილთაშორისი ჯაგრისები, bis.gifმაგრამ მათ ძირითადად იყენებენ პაროდონტიტის დროს ან ბრეკეტის ხმარებისას, ასე რომ, ჩემი აღფრთოვანება და ხოტბსხმა spy.gif სავსებით უადგილო იყო.

მოკლედ, ამაზე გვეყოფა..
სულ სხვა საკითხე მინდოდა მესაუბრა...
არა, ჯაგრისზე, მაგრამ ...
ნუ, იმაზე, რამხელა სოციალური დატვირთვა აქვს კბილის ჯაგრისს.
აი, მაგალითად მე, ვხელმძღვანელობ შემდეგი ძირძველი სიბრძნით - "მითხარი როგორი ჯაგრისი გაქვს და გეტყვი ვინა ხარ შენ!"
ანუ, თუ ჩემსავით სამჯერმოსაკეც და ნათურებიან ჯაგრისს ეძგერეთ და უკანასკნელი ლარები მიახარჯეთ, შემდეგ კი შიმშილით კუჭი ისე გაგიხმათ, რომ ლამის ცხოველურად დაკვნიტეთ ეს უპატარავესთავიანი საცოდაობა, ე.ი. თქვენ ღორი ხართ! უფრო მეტიც - მეშჩანიც და, რა ვიცი, ალბათ გაიძვერაც :D

ნუ, არც ამაზე მსურდა საუბარი..
სად წავედი..
აი..
შენ ხარ შენ
ცხოვრობ..
ოცნებობ, მუშაობ, უკვე წარმატებული კარიერა გაქვს. პროფესიულ წრეებში ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობ..
ელიტური წვეულებები თქვენ გარეშე არ იმართება.. ვერ..
შენი მიღწევები მუდამ დასაწყისს ჰგავს..
კარგ სამსახურთან ერთად, კარგი სახლი, მანქანა..
ყოველდღე სახლში გვიან ბუნდები, მძიმე სამუშაო დღიდან..
და სახლში ვინ გელოდება?

დედ-მამა არა, რა თქმა უნდა..
არც დედმამიშვილები..
არც შვილები, ცოლი/ქმარი არ მიხსენებია..
არც მეგობარი გოგონა/ბიჭი
მხოლოდ შენი ჯაგრისი.


ერთხელაც ამ ელიტურ წვეულებას შენი სახლი მასპინძლობს..
ყველას აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება..
ვისთან ცხოვრობ, რას აკეთებ და ვისთან გძინავს ბოლოსდაბოლოს!
ვინ იტყვის ამის შესახებ?
ვერც დედა, ვერ მამა, ვერ შენი მეორე ნახევარი და მასთანშობილი ნაშიერები.
ისევ შენი ჯაგრისი...


წლები გადის და შენი სახლი მხოლოდ ერთ სიახლეს ელოდება...
რას?
ჯაგრისს!
ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ჯაგრისს ძალიან, ძალიან დიდი სოციალური დატვირთვა აქვს.
ჩემთვის ესაა რომანტიზმის უმაღლესი გამოვნილება.
როცა ჩემს აბაზანაში ჯაგრისი წყვილდება :) ე.ი... ეს ხომ ბევრს ნიშნავს...
არ ვიცი, შეიძლება ცოტა დებილი ვარ, მაგრამ..
მოკლედ, ჩემი ერთი დიდი ინტიმური საიდუმლო გაგანდეთ :D

27.12.09

Ach so...

ბეჭედს ისე ვიტრიალებ, რომ მისგან ამოცვენილი პატარა თვლებისგან შექმნილი ღრმულები არ გამოჩნდეს. არადა ვერცხლის ბეჭედია. საერთოდ მიყვარს ვერცხლი. შევეჩვიე ჯერ კიდევ ადრინდელი ბავშვობიდან და იმიტომ...
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ რაღაცას რომ შეეჩვევა და შეუყვარდება, მერე გადაჩვევა უჭირს.

თუმცა ეს რა შუაშია, არვიცი.

საახალწლოდ განათებული ქუჩებში ბოდიალის შემდეგ მაინც იმედი მაქვს, რომ ტრანსპორტი გამოივლის. და იმედი მაქვს,რომ ეს ტრანსპორტი ავტობუსი იქნება. ის, რომელიც დაუზარელად ამიყვანს ჩემს ქუჩაზე. ასეც ხდება. მე მუდამ მძღოლის გვერდით მიყვარს ჯდომა. არადა დედაჩემი სულ მაფრთხილებდა ტრანსპორტში წინ და უკან არ ჩაჯდე. ნუ დედაჩემი რათქმაუნდა იმ შემთხვევას განიხილავდა, რომ ავარიის დროს მე უნდა გადავრჩენილიყავი. მაგრამ არ მიყვარს შუაში ჯდომა. ან წინ ან უკან. შუაში ყოველთვის ყველაზე მეტი ადამიანია და ეს მე არ მსიამოვნებს. უფრო სწორად ის არ მსიამოვნებს, როდესაც ვიღაც მეხება. შეიძლება ეს არის ახლობელი, ამაზე არ ვამბობ. მე ვამბობ იმაზე, რომ სრულიად უცხო ადამიანი როდესაც მეხება, თავს საშინლად არაკომფორტულად ვგრძნობ.

თუმცა ესეც რა შუაშია, არვიცი.

ვიყურები ფანჯრიდან, ვუყურებ გაჩახჩახებულ ქუჩას და მაინც რაღაც ისე არ არის. მე ჯერ კიდევ პოსტ–კომუნისტური ქვეყნის შვილი ვარ და მშურს იმ ქვეყნების, რომლებიც მაშინაც გაჩახჩახებულია, როდესაც ახალი წელი არ ახლოვდება.


მე თბილისში ვარ.
ოცნებებს დავემშვიდობე.
იყო დრო, როდესაც გერმანიის გარდა ოცნება არ მქონდა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ გერმანიაში წავსულიყავი და კარგი განათლება მიმეღო იქ.
მენახა ჩემი ერთ–ერთი საოცნებო ქალაქი მიუნჰენი.
როდესაც სიტყვა "მიუნჰენი" უნდა წარმოთქვათ, "ჰ" სივრცეში უნდა გაჭედოთ. გაკვანძოთ. ენა უნდა მოკლაკნოთ. ისე, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას ეს ბგერა "ჰ"–სა და "ხ"–ს შორის მოახვედროთ.
ხოდა იმას ვამბობდი, რომ მაშინ არც სამსახური მქონდა და არც იმაზე ვფიქრობდი, თუ გერმანულის სწავლას ოდესმე თავს დავანებებდი.
Die deutsche Sprache machte mir Spass...
aber jetzt bin ich wieder hier..
in meiner Hauptstadt...
ეს ფრაზები თუ ვერ გაიგეთ,არაუშავს.
ქრისტინე გაიგებს რაც მთავარია. და თუ ქრისტინე გაიგებს, მაშინ ამ ბლოგში მუდმივად შემომსვლელიც გაიგებს. მთავარია ამ ბლოგში შემოსვლისას ქრისტინესი გესმოდეთ და ენას მნიშვნელობა არ აქვს. ისევე, როგორც ტერიტორიულ საზღვარს.

რომ დამპატიჟა, ვფიქრობდი რაზე დამეწერა. მინდოდა რაღაც საერთო, ოქროს შუალედური ხაზი გამევლო, მაგრამ ისე, რომ არც ჩემი სტილისთვის მეღალატა და არც კიტოს ბლოგისთვის ყოფილიყო რაიმე მიუღებელი.

კიტო ვინაა???
მე ყველა "ქრისტინე"–ს "კიტო"–ს ვეძახი.
რატომ??
იმიტომ, რომ ეგრეა.
და მორჩა.


მაგრამ ესეც არ ვიცი რა შუაშია.

ამ ბლოგში რაღაც ხდება ხოლმე მუდამ.
ხან უკმაყოფილოა, ან გამოცდებს აბარებს და უხარია.
საბოლოო ჯამში "ჩვენთან" არის.


ამას წინათ სამსახურში პირსინგ–სვირინგიანი და თმებგადაპარსული გოგო შემოვიდა და ხალხმა ისე შეხედა, თითქოს საგიჟეთიდან გამოქცეული იყო.
შემდეგ 1 ჰომოსექსუალისტთა წყვილი, რომელთაგან ერთ–ერთი თურმე ცნობილი ჰომოსექსუალისტი ყოფილა და ჩემთან ურთიერთობის შემდეგ როდესაც გავიდა, დაცვამ ისეთი რეპლიკების სროლა დაიწყო ამ ადამიანის წინააღმდეგ, რომ ამ დაცვის ბიჭზე გული ამიცრუვდა.
მერე რამდენიმე დღის განმავლობაში ხმამაღლა ვუმტკიცებდი, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. რომ ვერ გაიგო, ჩემი ტონი ხმამაღალიდან აგრესიულში გადაიზარდა. შედეგი – მგონი ნული. at least ის მაინც ვიცი, რომ მინუს უსასრულობიდან ნულამდე ამოვიდა.
ხო ჩვენ აშკარად ისევ საბჭოთა აზროვნების ტრადიციების მიმდევარი ერი ვართ. მუდმივად სტაგნაციას განვიცდით და არასოდეს დამთავრდება ასეთი მდგომარეობა.

რა შუაში იყო.


იმ დღეს ისევ მომინდა უცხო ადამიანს ჩავხუტებოდი. ამჯერად ეს უცხო ადამიანი ქუჩაში მოსიარულე საკმაოდ მოხუცებული მამაკაცი იყო, რომელმაც მკითხა რომელი საათიაო.
მერე ისევ მომერიდა და გზას გავუყევი. ჩუმად ვფიქრობდი ჩემთვის, რა აზრი აქვს დროის ცოდნას, თუ მაინც არავინ გელოდება და არც სადმე გეჩქარება?!

მინდა ბევრი დავწერო ამ ბლოგში. მაგრამ ვნერვიულობმეთქი. კიტოსაც ვუთხარი მეშინია შენს ბლოგში დაწერისმეთქი. ეს ისეთი გრძნობაა 6 წლის ბავშვი წერას რომ სწავლობს და პირველი მონახაზის გაკეთების რომ ეშინია.


ვირტუალურად მენატრები.
რეალურად კი მინდა, რომ თბილისში იყო.
და მართლა რომ ჩამოსვლას რომ დააპირებ, ეს სიმღერა მიუძღვენი გერმანიას.



ეს კი ჩემი პოსტი იყო...
თუ მიხვდება ვინმე ვინ დავწერე და ვინ ვიყავი შენი სტუმარი...

09.12.09



მიყვარს ხოლმე პირველი რამეები,ახლა ვზივარ და პირველ თოვლს ველოდები. . .
შენი წერილის მიღებამდე ვიჯექი და პირველად დასაწერ სტუმარ პოსტს ველოდებოდი.. .
და კიდე უფრო მანამდე შენ ხარ პირველი ბლოგერი,ვინც გაგიცანი. . .
და როცა თემაზე ვფიქრობდი,რაღაცეები მარტო იმიტო გამოვრიცხე,რო იმ თემებზე უკვე ვიცით ერთმანეთის აზრი...

კიდე რა მიყვარს,იცი,ეიფორია. . .
პირველად რო გნახე,მაშინაც ეიფორიული ვიყავი. . .
და ეს ბოლო დღეებიც კატასტროფულად ეიფორიული ვარ,სავსე და არაყოველდღიური მე. . .

კიდე იცი რა მიყვარს,ადამიანებს რომ ბევრი რამე არ უნდა აუხსნა და მალე რო შეგიძლია გადაწყვიტო, ,,შენია'' თუ არა...
კიდე,მიყვარს როცა ბევრი ისეთი რამე არსებობს,რაც გიყვარს და როცა შეგიძლია ამაზე მოყვე . ..

ხოო,კიდე ის მიყვარს,როცა შენ თავში რესურსს გრძნობს,როცა იცი რომ რამე შეგიძლია და როცა შენი თავი შენი რესურსების გამო პატივისცემას იმსახურებს. . .
ვიცი,რომ შიგადაშიგ ყველას ,,გვიჭედავს''თვითშეფასება,მაგრამ ისიც ვიცი,რომ შენ ერთერთი ბევრრესურსიანი ადამიანი ხარ. . .
ამიტომაც შენ უნდა გქონდეს კიდევ უფრო ბევრი ისეთი რამე,რაც ეიფორიას,სიყვარულს და თვითშეფასების ამაღლებას შენთან დაასახლებს. . .
როდესმე მალე მოვ თოვლი. . .
როდესმე ალბათ ისევ შევწვავთ ერთად კვერცხს და ვიჭორავებთ ზღვის გოჭებზე. . .
როდესმე გავიცნობთ სხვა ბლოგერებსაც. ..
და მე როდესმეც მიყვარს,იმიტო რო ადვილად შესაძლებელია,როდესმე სხვა რამეები მოხდეს პირველად. . .

მოულოდნელად გაალკოჰოლიკებული და ძლივს პოსტის დაწერისთვის თავის მომბმელი
ნასტასია




19.09.09

მზე, ჭრელია როგორც სამყარო ჩვენი ^^


დიდი მადლობა ქრისტის ბლოგზე მოწვევისთვის და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ბლოგის ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მეც შევმატებოდი "ქართველი ბლოგერების" სიას.

მოდი ბევრს აღარ ვილაპარაკებ და პირდაპირ ჩემს ჭრელ სამყაროში გადავფრინდები......

ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ სუსტი და გამჭირვალე არსება ვიყავი, სანამ არ მივხვდებოდი, რომ შემეძლო მეთვითონ შემექმნა ჩემი სამყარო, რომელსაც საკუთარი ხელებით მოვხატავდი....

ვისწავლე გრძნობების კონტროლი, ფრენა და გამიჩნდა იმედი, რომ შევძლებდი ვყოფილიყავი "მე" და არა სხვაზე დამოკიდებული ციკლოპი. რათქმაუნდა ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ მაინც მივაღწიე მიზანს და იმითაც ბედნიერი ვარ, რომ სამყაროს ჭრელ ფერებში ვხედავ....

ეხლა უკვე შემიძლია ღრუბლებში ვიფრინო და სახე ვიცვალო.... ამის გამო ბევრს ჩემი არ ესმის და მაკრიტიკებს, მაგრამ ღმერთმა ორი ყური იმისთვის მომცა რომ ერთში შევუშვა და მეორედან გამოვუშვა :D :D :D 

ხოდა ვისაც საკუთარი "მე" ჯერ არ გიპოვიათ, გირჩევთ, რომ ჯერ საკუთარი თავი შეიყვაროთ და მერე იფიქროთ სხვებზე ^^ ....


P.S ბედნიერი ვარ რომ კლოუნი ვარ და არა მარიონეტი.... ^^

16.08.09

When He's Just Not That Into You

უამრავზე უამრავი იდეა მომივიდა თავში, როცა ქრისტინამ გესთ ბლოგერობა მთხოვა. Chaotic Reality, მგონი, ერთერთი პირველი ბლოგი იყო, რომლის კითხვაც დავიწყე და მიმიზიდა თავისი მრავალფეროვანი, გახსნილი და პმს-ური პოსტებით.
მე რაზე მინდა დავწერო? ჰეჰ. კაკ რაზ, იუთუბზე შემომხვდა ერთი ფილმის ტრეილერი, რომელშიც იმდენნაირი სიტუაციაა განვითარებული, ყველა მათგანზე შეიძლება პოსტის წერა და მერე დისკუსია.

"He's Just Not That Into You"
- ქართულად თარგმნას ნუ მომთხოვთ, წარმოდგენა არ მაქვს, ზუსტად როგორ იქნება, ასეთი ცოდვები ისევ ვარეზნიკებმა ჩაიდინონ. გარდა იმისა, რომ ფილმის პროდიუსერი ჩემი დრიუ ბერიმორია, მთავარ როლს ასევე ჩემიანი სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს, რომ უსმენ ფილმის გმირებს, ლამის თავში შემორტყა, hell, მეც ხომ ასე ვიყავიო. თუმცა, ვიცი, რომ ბევრი გოგო არც შეიმჩნევს ამას:
  • ყოფილა შემთხვევა, როცა დაგვირეკავს, რადგან ის აღარ რეკავს (კაკ მინიმუმ sms-ს მაინც მივწერდით)
  • შეიძლება არც დაგვირეკავს, მაგრამ გულში გვჯეროდა - ისე მოვეწონე ტიპს, ვეღარ ბედავს დარეკვასო.
  • "ძალიან ჭკვიანი ვარ... არა, ზედმეტად ჭკვიანი და ჩემი შეეშინდა."
  • ამ დროს - HE'S JUST NOT INTO YOU AT ALL!
მე მქონია მსგავსი შემთხვევა. პირიქითაც მქონია, რომ he's so into me და მე - არა. ორივე შემთხვევა "ტეხავდა".
ქრისტინას უყვარს ხოლმე საინტერესო ლიტერატურის მოშველიება, მე მარტო ფროიდის და მეირ ლევინის მიმდევარი ვარ, ამიტომ ასეთები ნაკლებად გამომდის :ლოლ:
ჰოდა, თავს ვიმშვიდებ - სანამ სამყარო არსებობს, სანამ ადამიანები ვართ და მზეც ყველას თანაბრად მოგვეფინება - არაფერია საგანგაშო; I mean, არ მოსწონხარ? გაიარე. მოსწონხარ და შენ - არა, ისევ გაიარე.
თუმცა, როგორც დრიუ ბერიმორის გმირი ამბობს - თუ გინდა ადამიანი, იბრძოლე მისთვის, იქნებ, მართლა შენი მეორე ნახევარია. არის კიდევ მეორე მხარე - რა ბრძოლა, man, რომელი ოლიმპიური მედალი ეგაა, იბრძოლო და მოიპოვო. ან არის შენკენ, ან - არა.
ცოტა ამერია, მაგრამ თვითონ წარმოიდგინეთ, როგორ იქცევით ასეთ სიტუაციებში, რას აკეთებთ, რეკავთ თუ არ რეკავთ? იკიდებთ, როცა გიკიდებენ და პირიქით? ცხოვრება უფრო არეული ხდება, რაც მეტს ფიქრობ და სიღრმეებში მიდიხარ, ain't it?

სოფი გოლდენის ვერდიქტი: ისე მოიქეცი, როგორც გექცევინება. დარეკვა გინდა, დარეკე! გული გერევა, აირიე! ამოთქვი რა! მზე დაიჭირეთ და იარეთ, არ თქვათ, ხელები დაგვეწვებაო და კიდევ სხვა სარკასტული რაღაცები. Плевать мне на сарказм! ;)

მადლობა, ქრისტინა!

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates