
დიდი მადლობა ქრისტის ბლოგზე მოწვევისთვის და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ბლოგის ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მეც შევმატებოდი "ქართველი ბლოგერების" სიას.
მოდი ბევრს აღარ ვილაპარაკებ და პირდაპირ ჩემს ჭრელ სამყაროში გადავფრინდები......
ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ სუსტი და გამჭირვალე არსება ვიყავი, სანამ არ მივხვდებოდი, რომ შემეძლო მეთვითონ შემექმნა ჩემი სამყარო, რომელსაც საკუთარი ხელებით მოვხატავდი....
ვისწავლე გრძნობების კონტროლი, ფრენა და გამიჩნდა იმედი, რომ შევძლებდი ვყოფილიყავი "მე" და არა სხვაზე დამოკიდებული ციკლოპი. რათქმაუნდა ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ მაინც მივაღწიე მიზანს და იმითაც ბედნიერი ვარ, რომ სამყაროს ჭრელ ფერებში ვხედავ....
ეხლა უკვე შემიძლია ღრუბლებში ვიფრინო და სახე ვიცვალო.... ამის გამო ბევრს ჩემი არ ესმის და მაკრიტიკებს, მაგრამ ღმერთმა ორი ყური იმისთვის მომცა რომ ერთში შევუშვა და მეორედან გამოვუშვა :D :D :D
ხოდა ვისაც საკუთარი "მე" ჯერ არ გიპოვიათ, გირჩევთ, რომ ჯერ საკუთარი თავი შეიყვაროთ და მერე იფიქროთ სხვებზე ^^ ....
P.S ბედნიერი ვარ რომ კლოუნი ვარ და არა მარიონეტი.... ^^