19.09.09

მზე, ჭრელია როგორც სამყარო ჩვენი ^^


დიდი მადლობა ქრისტის ბლოგზე მოწვევისთვის და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ბლოგის ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მეც შევმატებოდი "ქართველი ბლოგერების" სიას.

მოდი ბევრს აღარ ვილაპარაკებ და პირდაპირ ჩემს ჭრელ სამყაროში გადავფრინდები......

ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ სუსტი და გამჭირვალე არსება ვიყავი, სანამ არ მივხვდებოდი, რომ შემეძლო მეთვითონ შემექმნა ჩემი სამყარო, რომელსაც საკუთარი ხელებით მოვხატავდი....

ვისწავლე გრძნობების კონტროლი, ფრენა და გამიჩნდა იმედი, რომ შევძლებდი ვყოფილიყავი "მე" და არა სხვაზე დამოკიდებული ციკლოპი. რათქმაუნდა ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ მაინც მივაღწიე მიზანს და იმითაც ბედნიერი ვარ, რომ სამყაროს ჭრელ ფერებში ვხედავ....

ეხლა უკვე შემიძლია ღრუბლებში ვიფრინო და სახე ვიცვალო.... ამის გამო ბევრს ჩემი არ ესმის და მაკრიტიკებს, მაგრამ ღმერთმა ორი ყური იმისთვის მომცა რომ ერთში შევუშვა და მეორედან გამოვუშვა :D :D :D 

ხოდა ვისაც საკუთარი "მე" ჯერ არ გიპოვიათ, გირჩევთ, რომ ჯერ საკუთარი თავი შეიყვაროთ და მერე იფიქროთ სხვებზე ^^ ....


P.S ბედნიერი ვარ რომ კლოუნი ვარ და არა მარიონეტი.... ^^

11 Kommentare:

  1. გილოცავ პირველ, სტუმრის სტატუსით დაწერილ პოსტს!საინტერესო იყო!საკუთარი თავის შეყვარებასთან დაკავშირებით ყოველთვის სახარებიდან მახსენდება ეს ფრაზა ''გიყვარდეს მოყვასი შენი,ვითარცა თავი თვისი''.

    AntwortenLöschen
  2. sxvebis azrebi marto mashin unda mousmino,roca xvdebi ro gchirdeba...chrel samyaroshi meti indvidualizmi jobia :)

    AntwortenLöschen
  3. :*


    ველოდი რაღაცას, კლოუნურს :D

    საკუთარი თავის პოვნა, იდეაში, მთელი ცხოვრება გრძელდება :yes:

    მადლობა, გიო
    :*

    AntwortenLöschen
  4. @chaotic
    მეც რაღაცა კლოუნური მინდოდა მაგრამ ვერა :S :S ისეთი არ გამომივიდა როგორიც მინდოდა :(

    ხოდა მადლობ მოწვევისთვის :* :*

    AntwortenLöschen
  5. @ clown,
    ძალიანაც კლოუნურია, რას უწუნებ?

    :P

    AntwortenLöschen
  6. @Chaotic
    ხო რავი, ისეთი არაა როგორიც მონდოდა :S




    :*

    AntwortenLöschen
  7. @ clown,
    მე მომწონს

    :bis:

    AntwortenLöschen
  8. მეც ვუერთდები მოლოცვებს :) clown ის ბლოგი პირველი იყო რაც ვნახე თავის დროზე, და იმის მერე გამიჩნდა სურვილი მეც გამეკეთებინა :) ჯერ ბევრ რამეში ვარ გასარკვევი დაბევრი მაქვს სასწავლი, მაგრამ თქვენნაირი გამოცდილი ბლოგორების მეშვეობით მეც დაგეწევით. წარმატებები ყველას. და გილოცავ ერთხელ კიდევ :)

    AntwortenLöschen
  9. @Sunny
    დიიიდიიი დიიდიი მადლობა :*

    AntwortenLöschen
  10. კლოუნ, პირველი გესთ პოსტი ყოველთვის რთულია, როგორც გამოცდილი გესთ ბლოგერი გეუბნები :) Congratulations - you made it!

    საკუთარი თავის ძებნა და პოვნა, იცი როგორაა? ხან იპოვი, ხან ისევ დაკარგავ და თავიდან უნდა იპოვო, მე ასე ვარ ხოლმე.

    AntwortenLöschen
  11. @Sophie Golden
    [quote] Congratulations - you made it! [/quote]

    მადლობ ^^
    :*

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates