20.09.09

My top 4 female actresses

1. Meryl Streep
ქალი, რომელიც ყველა როლში მომწონს. ძალიან დასანანია, რომ თეატრის სცენაზე ვერ მოვახერხებ ნახვას. რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო მოხდენილი და როლში ჩამჯდარია. აქვს თავისი შტრიხები, რომლებსაც ყველა ფილმში მოკრავთ თვალს. მაგ.: ხელების და ტუჩების უცნაური მოძრაობა. :D




2. Julia Roberts
ჩემი ბავშვობის ფავორიტი. დღემდე მიყვარს. ყველა ფილმი მაქვს ნანახი მისი მონაწილეობით. მასაც აქვს ხელების უცნაური ჟესტიკულაცია გადატანილი როლებში. აქვე აღვნიშნავ, რომ ვგიიიჟდები მის დიდ პირზე :D




3. Kate Blanchett
ქალი, მისთვის დამახასიათებელი ძლიერი ხმით. ვთვლი, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია. როლებიც, ძირითადად, უფრო ძლიერი ქალისთვის დამახასიათებელი აქვს. უზომოდ მიყვარს მისი როლები, სადაც დედოფალ ელისაბედს განასახიერებს.




ამ სამივე ქალს აქვს მსგავსება, რამაც ისინი ჩემს სიაში მოახვედრა:
  • სამივე წარმატებული და ნიჭიერია

  • სამივემ მშვენივრად მოახერხა პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები იყვნენ და ამასთან, საყვარელი საქმე აკეთონ

  • სამივე ძალიან კარგი და მოსიყვარულე დედაა, რამდენადაც ვიცი და ცნობილია

  • და ფიზიკურად სამივე რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. მგონი, პირით :D




4. Abigail Breslin
ეს პატარა ქალბატონი ჩემი ბოლო დროის ფავორიტია. ხანდახან უზომოდ მიკვირს, საიდან მოაქვს ამხელა პოზიტივი. მიხარია, რომ როგორც სხვა ბავშვობიდან ცნობილი მსახიობები, ტინგიცურ როლებში არ გადაერთო და ის, რომ უკვე დიეტებზე არ ზის, სხვებისგან განსხვავებით :D





კიდევ სხვა მსახიობი ქალებიც მომწონს, მაგრამ ამჟამად, ეს 4 ინაწილებს საუკეთესო ადგილებს :D

8 Kommentare:

  1. zeda sami chemi favoriticaa <3 mec yvela filmshi miyvars 3ve da julias shublis zargvi ro ekveteba xolme eg shenishne? :love:

    AntwortenLöschen
  2. Meryl Streep-ი მართლაც მაგარი ქალია ^^

    AntwortenLöschen
  3. ლოლ მე რომ დამეწერა იგივეს დავწერდი და სუზან სარანდონს მივუსკუპებდი გვერდით : )))

    AntwortenLöschen
  4. ადრე მომწონდა მერილ სტრიპი და ახლა აღარ. რაღაცნაირად მაღიზიანებს მაგის სახე, ხმა, სიარული - მგონი'Devil wears Prada' -ის შემდეგ დატოვა ასეთი შთაბეჭდილება, თან ვერ ვხვდები, რა არის ამ ქალში განსაკუთრებული და რატომ გიჟდება ჰოლივუდი მასზე :| აი, ბეტ მიდლერი მესმის, ბარბრა სტრეიზანდი - საერთოდ, ყველანაირად მაგარი ტიპია.
    გემოვნების საკითხია u know.

    დანარჩენ ქალებში - გიერთდები :)
    ჯულია ბავშვობიდან მიყვარს და ალბათ ისეთივე ლეგენდად დარჩება ჰოლივუდში, როგორც დიდი ძველი მსახიობები, არავის ჰგავს - ძალიან ბუნებრივი და განსხვავებულია.
    აბიგეილ ბრესლინი 'Little miss sunshine' -ში ვნახე და მაშინვე შემიყვარდა, she's adorable!

    AntwortenLöschen
  5. ესს ბავშვი მეც ძალიან მიყვარს.. :):) უსაყვარლესია...

    AntwortenLöschen
  6. სტრიპი და ბლანშეტი ჩემს სიაშიც მოხვდებოდნენ. აი რობერტსი პირიქით ფსკერზე იქნებოდა. აბიგაელი ჯერ ბავშვია და თუ სწორად წარმართეს მენეჯერებმა მისი კარიერა იქნებ კარგი მსახიობიც დადგეს :დ

    AntwortenLöschen
  7. @ ბაბისა, ჰო :D კარგია ხომ იცი? ესე იგი, ჯერ არ გაწყვეტია :D

    @ Sophie, :)
    მე კიდევ ბარბარას ვერ ვუმუღამებ საერთოდ.
    მერილი პრადაში ძალიან მაგარი იყო, ჩემის ჰაზრით. აი, ძაააალიან მაგარი :D
    ვგიჟდები ეგეთ ქალებზე. მხოლოდ კარგი იქნება, მე თუ არ გადავეყრები :D

    @ Leonard,

    ჰო, ვნახოთ. აქამდე ნორმალური როლები ჰქონდა აბიგაილს და იმედია, რომ კარგად გააგრძელებს და განვითარდება :)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates