რასაც არ ვკიდებ ხელს ყველა გეგმა მეფუშება. პირადი ცხოვრება კიდევ უფრო უარესად მაქვს, უკვე ფაქტიურად აღარაფრის მჯერა, არადა რა ვქნა თავს ვერ მოვიკლავ. მზად ვარ, მაგრამ ალბათ ეგეც არ გამომივა. შეიძლება ითქვას დეპრესია მაქვს და ისიც არ ვიცი ვის შეიძლება შევჩივლო...”
ცუდი დასაწყისია არა? დამთრგუნველი და უიმედო.
აი ასეა, ადამიანები ყოველთვის მზად არიან იწუწუნონ, თავი შეაცოდონ სხვებს და საკუთარი თავივე შეიცოდონ თვითონ.
კი, მეც ვიცი რომ წუწუნი ზოგჯერ საუკეთესო ხერხია განტვირთვისათვის და სასიამოვნო გრძნობაც კი გვეუფლება ამ დროს, მაგრამ წარმოიდგინეთ რას გრძნობენ სხვები თუ ჩვენ გამუდმებით ვწუწუნებთ? ვართ სულ უკმაყოფილო და უბედური?
ასეთი მდგომარეობის დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში ვამჩნევთ რომ მეგობრები და ახლობელბი გაგვირბიან, ოჯახის წევრები ხმას აღარ გვცემენ ნორმალურად და ეს კიდევ ერთი მიზეზი ხდება იმისათვის, რომ თავი კიდევ უფრო უბედურებად ვიგრძნოთ.
მეგობრებო არ ვარგა!! ასეთი ქცევა დამღუპველია!
იცით რა ყოველთვის როდესაც სასოწარკვეთა მეუფლება (იშვიათად მაგრამ მძაფრად მაქვს ხოლმე) იმ წუთასვე ვცდილობ რამე დავგეგმო, მაშინვე ვიწყებ ფიქრს რა გავაკეთო და რაზე გადავერთო.
ყოველთვის ვცდილობ , რომ თავი მაღლა ავწიო და ისევ თამამად ვიმოქმედო, ისევ გავიღიმო და გავიხსენო ის, რომ ყველა ზებრაზე შავს თეთრი მოყვება და ყველა ეს ზოლი სხვადასხვა ზომისა და სიხშირისაა.
ვიცი რაც გაიფიქრეთ - ”ეგ ეგეთ ადვილი არააო ”- მაგრამ დაფიქრდით, თქვენს გარდა თქვენზე ისეთივე სიმძაფრით არავინ იზრუნებს, არავინ ეცდება ყველთვის გამოგიკეთოთ ხასიათი და ფეხი აუწყოს თქვენს კაპრიზებს. ერთადერთი და ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი სკუთარი გონება და ”მე” გყავთ, გვყავს.
ასე რომ დაფიქრდით ღირს კი გაუთავებელი წუწუნი და დეპრესიობა ? ამ დროს ხომ უკანმოუხედავად ვკარგავთ გართობის და სიამოვნებისათვის მოსახმარ დროს? ამ დროს ხომ ნერვულ უჯრედებს ელვისებურად ჩვენ თვითონვე ვხოცავთ?
რისთვის თორემ კი? ამით არაფერი გვემატება...
ასე რომ იქნება გავიღიმოთ ყველამ და ვთქვათ რომ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, შეიძლება სირთულეების გადალახვის შემდეგ, მაგრამ მაინც - ყველა შევძლებთ იმას რასაც გულით მოვინდომებთ და რისკენაც გააზრებულად , გაღიმებულები ვივლით.
საუკეთესო სურვილებით კუბოკრულ კაბიანი და მუდამ მომღიმარი ჩორვენი.
ახალი გეგმის დასახვა მშვენიერი გადაწყვეტლებაა. მაგრამ აი მოდი მოიფიქრე რამე ახალი გეგმა, რომელიც შესაძლებელია ფინანსების გარეშე.
AntwortenLöschenKate mondomebaa mtavari da finansebi meore xarisxovania bevr shemtxvevashi : ) iseti rame moifiqre rom finansebi ganvitarebastan ertad movides: )
AntwortenLöschenკუბოკრულკაბიანი და მხნე :)
AntwortenLöschenკუბოკრულ კაბიანი და მუდამ მომღიმარი ჩორვენი.
AntwortenLöschen<3 <3 <3 <3
@ ჩორვენი,
AntwortenLöschen1. დიდი მადლობა პოსტისთვის.
2. მე ვფიქრობ, რომ არსებობენ პესიმისტი,ოპტიმისტი, რეალისტი და რომანტიკოსი ადამიანები. :D
და ვერ მოსთხოვ პესიმისტს, გაბედნიერდეს, აი, ერთი ხელის მოსმით. არ გამოდის :D
მე რომ პრობლემა მაქვს, რაღაც სხვაზე გადართვა ისეთი უტოპიაა ხოლმე :D
მაგრამ თუნდაც გამხნევების მიზნით რომ წაიკითხავ ასეთ ტექსტს, ან რომ გეტყვიან/შენს თავს ეტყვი: "თავს შემოუძახეო", იკრებ საიდანღაც იმ ძალას და აგრძელებ....
wellcome to დიდების სამყარო :D
კი, გეთანხმებით ორივეს. ჩორვენსაც და კიტოსაც.
AntwortenLöschenერთი ხელის მოსმით ძნელია, თუმცა თავს შემოძახება მართლა აუციელებელია.
didis samyaroa tu patarasi
AntwortenLöschenmotivacia yvelas schirdeba da tu shen shegnebuli da zlieri xar pesimisti tu optimisti gadamcyveti agaraa
azri tu zlieria da goneba musha mainc gamodis yvelaferi
kargi postoa :)
AntwortenLöschen