29.09.10

კონკურსი მდედრობითი სქესის ბლოგერებისთვის

მაშ ასე, 2,5 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დადგა ბლოგზე კონკურსის ჯერი.
არ ვიცი, რატომ მომივიდა თავში აზრად მისი ჩატარება, მაგრამ ნუ ჩავეძიებით.


რა უნდა გააკეთოთ:
  • გადახედეთ ჩემს ბლოგს. იპოვეთ მისი კონცეფცია (თუ არსებობს იგი საერთოდ :D) და დაწერეთ პოსტი, რომელიც თქვენი აზრით, ყველაზე მეტად შეეფერება ჩემს ბლოგს.
  • დაწერილი პოსტი უნდა გამომიგზავნოთ 15 ოქტომბრამდე ჩემს ბლოგზე მითითებულ მეილზე .
მე რა უნდა გავაკეთო:
  • 20 ოქტომბრამდე წავიკითხავ ყველა შემოსულ პოსტს და 20-ში დავასახელებ გამარჯვებულს.
  • გამარჯვებული პოსტი დაიდება ჩემს ბლოგზე, როგორც Guest-post.
  • ჟიურის წევრი, გამგებელი, ბოსი, დამლაგებელი და ყველაფერი მე ვარ ამ კონკურსში :D
წესები და მისთანანი:
  • ვინაიდან, პრიზი მხოლოდ მდედრობითი სქესისთვისაა საინტერესო, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.
  • მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს თავად ბლოგერი. (მეილში პოსტს უნდა მოაყოლოთ თქვენი ბლოგის ლინკი.)
  • 15 ოქტომბერს 23:59-ზე გვიან შემოსული პოსტი აღარ მიიღება.
  • პოსტი უნდა იყოს დაწერილი ქართულ ენაზე.
  • UPDATE: კონკურსში მონაწილე უნდა იმყოფებოდეს საქართველოში (ან გერმანიაში).
პრიზი:
  • The Body Shop- ის Body Butter
  • (გამარჯვებულთან შევათანხმებ, რომელ მათგანს აირჩევს). (დაწვრილებით იხილეთ აქ: http://www.thebodyshop.de/bath-body/koerperpflege.aspx)
  • როგორც იცით, მე საქართველოში არ ვარ, ამიტომ გამარჯვებული პრიზს სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს, ან დეკემბრის დასაწყისში მიიღებს.


სულ ეს იყო.

:)

13 Kommentare:

  1. vavaaaa!!ra sainteresoa !!
    sagol sagol!! ♥
    vifiqreb amaze :D

    AntwortenLöschen
  2. მართალია ვერ მივხვდი კონცეფცია და ეგეთები რეებია ( :( ) მარა პრიზმა მომხიბლა საშინლად :D

    AntwortenLöschen
  3. პერწკლი,
    ანუ, არჩევანის საშუალება დაგიტოვეთ.
    მაგ. რომ გადახედო, რაზე ვწერ, ან როგორ ვწერ, ან თუნდაც სათაურის, ან დიზაინის მიხედვით....

    AntwortenLöschen
  4. ვააა, რა მაგარი ჩანაფიქრია.
    მომეწონა.

    AntwortenLöschen
  5. @ Kate and Sal,

    კარგი იქნება, თუ მონაწილეობასაც მიიღებთ.
    :)

    AntwortenLöschen
  6. საკმაოდ ძნელია ვგონებ.
    მაგრამ დაახლოებით ვიცი შენ რა ტიპიც ხარ.

    AntwortenLöschen
  7. @ Kate, გოგო, ეს ლიტერატურული კონკურსი კი არაა :D

    აბსოლუტურად ჩარჩომოხსნილი რაღაცაა :D

    AntwortenLöschen
  8. ხო ვიცი :D :D
    მოკლედ კიდევ ერთხელ გადავხედავ შენს პოსტებს. :D

    AntwortenLöschen
  9. ანუ მაგ დროისთვის ჩამოდიხარ?

    AntwortenLöschen
  10. ბოდიში, მანდილოსანთა საზოგადოებაში დაუკაკუნებლად რომ შემოვედი.

    AntwortenLöschen
  11. ზურ, არა. მეგობარი მოდის და გამოვატან. :)

    მე ვერ ჩამოვალ კიდევ კარგა ხანს, ანუ მინიმუმ 1 წელი :|

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates