26.09.10

დეკემბრის და შემდეგ ივნისის მოლოდინში...

last.fm ხშირად მიხსენებია. კარგა ხანია, Kings of Leon-Radio-ს ვატრიალებ.

ამას წინათ სამსახურში მივდიოდი და აფიშას მოვკარი თვალი:

6 დეკემბერს ჩამოდიან მიუნხენში. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ უტოპიას უტოლდება ამჟამად კონცერტზე ოცნებაც კი, მაინც წავალ!!!!

აი, ამათ ვგულისხმობ:



თუმცა, ეს არაფერია 2011 წლის ივნისთან შედარებით. ჯერ ერთი, იმიტომ რომ, 2 ივნისს მორიგი ქაოსური დაბადების დღე მექნება და მეორეც იმიტომ, რომ.....

ვაიმე, პოსტში ხსენებაზეც კი გული მიჩქარდება....


"The Wall" 30 წლის ხდება და მისი უდიდებულესობა როჯერი გერმანიაში მართავს 7 კონცერტს!!!!!!



03. Juni 2011, Mannheim, SAP Arena
04. Juni 2011, Mannheim, SAP Arena
10. Juni 2011, Hamburg, o2 World
11.Juni 2011, Hamburg, 02 World (Zusatzkonzert)
15. Juni 2011, Berlin, o2 World
16. Juni 2011, Berlin, o2 World
18. Juni 2011, Düsseldorf, ESPRIT Arena
(http://www.tour-konzert.de/roger-waters-the-wall-tour-konzerte-2011-deutschland/)


წყალი მომაწოდეთ ვინმემ!!!!

2006 წელს, როდესაც ცალკე უოთერსი და ცალკე გილმორი იყვნენ მიუნხენში, ვერცერთზე მოვხვდი და თავს ვერ ვპატიობდი.
ახლაც, ბილეთები როდემდე იქნება, არც ვიცი, მაგრამ ზოგ შოუზე რომ 180 ევროდან და ზემოთ ღირს, შოკის მომგვრელია....

მაგრამ, აი, მაინც წავალ!!!!

თან რა მაგრად დაემთხვეოდა... 2-ში დაბადების დღე და თუნდაც, 3-ში მანჰაიმი და ყველაზე... ყველაზე.... კონცერტი, რომელსაც ოდესმე დავესწრები!!!


პ.ს. ანგარიში უნდა გავხსნა და შემოწირულობა მივიღო :D



8 Kommentare:

  1. ჩემი სოციალისტური სულისთვის 180 ევრო კონცერტისთვის ძალიან ძვირია :/ თან ადგილი იქნება სადღაც მიყრუებულ ადგილას და ბოლოს ნერვები უნდა მოგეშალოს. I am done with all those rock'n rollers.

    AntwortenLöschen
  2. სოფის ვეთანხმები ყველაფერში.


    მაგრამ ამასთანავე წარმომიდგენია როგორ ელოდები მაგ კონცერტს.
    შენთვის როჯერის კონცერტი იგივეა, რაც ჩემთვის მაკარტნის კონცერტი. ალბათ მეც შევიძენდი ბილეთს, თუმცა ცუდ ადგილას დგომას და ვერ-მოსმენას ისევ ტვ სჯობს ალბათ.
    აუ რავიცი რა. ამერია უკვე ტვინი :D

    AntwortenLöschen
  3. @ Sophie, არა, ნორმალური ადგილი იქნება, მაგრამ მე მიღირს. აი, როგორ გითხრა, მთელი ჩემი ცხოვრების ოცნებაა და თან ვარ რამდენიმე ეგეთ დიდ კონცერტზე ნამყოფი და სულ სხვა მუხტია.
    აი, პინკის კონცერტზე რომ ვიყავი, შორს ვიდექი საკმაოდ, მაგრამ სულ ერთია მაგ დროს. მარტო ის რომ იცი, რომ რაღაც შენთვის და იქ მყოფებისთვის ძალიან მაგარი რამის ნაწილი ხარ და ამდენ ხალხთან რაღაცას იზიარებ, მმმმ... გემრიელია... ეს იყო პინკზე და პინკ ფლოიდზე რა დამემართება, ხომ აზრზე ხარ :D


    (p.s. შემოვლენ ახლა ძაან დონე ტიპები და დამცინებენ, რომ ამ ორივეს ვუსმენ. ტიპა, ან ერთს უნდა უსმენდე და ან მეორეს :D )


    @ Kate, ძვირია, კი... ძალიან ძვირი თან... მაგრამ მიღირს :D მთავარია გადახდის თავი მქონდეს ასე დეკემბრისთვის, თორემ მერე არც შემხვდება ბილეთი :D

    AntwortenLöschen
  4. Kings of leon <3 <3 <3 უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი ამათ კონცერტზე რომ წავსულიყავი :)

    AntwortenLöschen
  5. Kings of leon <3 <3 <3 უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი ამათ კონცერტზე რომ წავსულიყავი :)

    AntwortenLöschen
  6. @ DreaMar,
    მეც დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებ. :)

    AntwortenLöschen
  7. vaime. sesxi aige, wadi,aucileblad wadi da mere momiyevi orives shtabechdileba!

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates