თბილისობა გახსოვთ?
მათთვის, ვინც ჩამოდის თბილისში, ეს დიდი დღესასწაულია. მათთვისაც, ვინც ახალი გადმოსახლებულია, მაგრამ აი, თავად თბილისელებისთვის, ან უკვე წლების განმავლობაში თბილისში მცხოვრებთათვის ერთი მომაბეზრებელი მოვლენაა, რომელიც გვერდზე ჩაგივლის და თან ისე, რომ შენი ყოველღიურობიდან ვერ გგლეჯს. პირიქით, იმ დღეებში გეგმები უნდა შეცვალო, რომ დროულად გადაადგილდე ერთი ადგილიდან მეორემდე.
ზუსტად ასე ვარ ახლა მიუნხენში, რომელიც გამოტენილია მთვრალი ტურისტებით... მეტროშi, ქუჩაში, ყველგან ლუდით მთვრალი ხალხის სუნი დგას. მარტო ეგ რომ იყოს, რა გვიჭირდა, რასაც კუჭში ვეღარ ინახავენ, იმის სუნიც დგას :D
7 წლის წინ რომ ჩამოვედი, ჩემი პირველი Oktoberfest რაღაც ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო, თითქმის ყოველდღე იქ ვიყავი. მომდევნო წელსაც გავერთე, მაგრამ ნელ-ნელა მომბეზრდა. ახლა 2-ჯერ თუ გავედი, გმირი მგონია თავი. წელს საერთოდ არ მინდა, მაგრამ სამსახურში 2 თვით ადრე დაგეგმეს და უხერხულია ბოლო დღეს უარის თქმა.... არადა, როგორ მომბეზრდა.... და როგორ მესმის ძირძველი მოსახლეობის... :|
დავჯდებოდი აგერ სახლში და 9 ევროს ნაცვლად 2 ევროდ დავლევდი იგივე ლუდს, უკეთესს თუ არა :D
"ცუდად ხომ არ გავხდე" ხუთშაბათს?! :D
20.09.10
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
მაგარი პოსტი იყო.
AntwortenLöschenაქ იმდენად დიდი სიგოიმეა ეს თბილისობა, რომ მე რომ ვარ აქ რა ხეირი???
ხოდა შენ რამდენი ხნით ხარ მანდ???
7 წელი მანდ ხარ და კიდევ???
@ Kate,
AntwortenLöschenყველაფერი თუ კარგად წავიდა, იქით წელს ამ დროს უკვე დიპლომი უნდა ავიღო და თუ ფინანსურად ძალიან უიმედოდ არ ვიქენი, ეგრევე დავახვევ :D თუ არადა, 1 წელი დავრჩები და ვიმუშავებ.
:)
და საით წახვალ???
AntwortenLöschenშენ ვაფშე რა პროგრამით ხარ მანდ???
(თუ გინდა არ მიპასუხო ან პმ-ში მითხარი)
@ Kate,
AntwortenLöschenარანაირი პროგრამით:
2003-ში ჩამოვედი ოპერად.
მერე 1 წელი ენის სტუდენტი ვიყავი.
2005-ში ჩავაბარე ერთ უნიში და 2006დან ვარ ჩემს უნიში.
საით წავალ, ზუსტად არ ვიცი: ბათუმი მინდა, მაგრამ თუ მანდ ვერ ვიშოვნე ვერაფერი, დაგადგებით თბილისში :D
უი ეგ მაინტერესებდა და მერე მოგწერ რა ფბ-ზე. რაღაც კითხვები მაქვს.
AntwortenLöschenუი შენ ბათუმელი ხარ??? ჩამო ჩვენთან თბ-ში, აქაც გვეყვარები :ლავ:
@ Kate,
AntwortenLöschenმომწერე, რაც გენდომება :D
არ ვარ ბათუმელი :D
წარმოშობით ვარ მესხი. დავიბადე-გავიზარდე აფხაზეთში. 8 წლიდან ვცხოვრობ თბილისში და 19 წლიდან მიუნხენში :D
ბათუმი მიყვარს ძალიან :D
Oktoberfest-ზე ისე სასტიკად მინდა წასვლა... :შ
AntwortenLöschenმაგრამ აქედანვე ძვირია :შ
@ clown,
AntwortenLöschenმოვა ეგ დროც :*
@Chaotisch, Ich hoffe :S
AntwortenLöschen:**
ფაქტიურად ავტობიოგრაფია იყო. :D
AntwortenLöschenაი ვეძებ მე რაღაცეებს, ხოდა თუ არაფერი გამომივიდა, ბოლო-ბოლო მეც ოპერად წამოვალ და მერე მაქედან ვიჩალიჩებ. ძალიან მინდა საქართველოდან გაღწევა.
ისე წახვალ წამოხვა– გგონია განსხვავებული კულტურა და ხალხი იპოვე და მაინც ყველა ერთნაერი რომაა საბოლოო ჯამში რა უცნაურია :)
AntwortenLöschen@ უბრალოდ, ინსტიქტების დონეზე ყველა ერთნაირი ვართ...
AntwortenLöschenმე ჩემს მშობლიურ გოეთეს მივაშურებ და იქ ვიქნები ოქტობერ ფესტზე. ყოველ წელს იმართება ხოლმე.
AntwortenLöschen