11.09.10

მე ამ ქვისგან გავაკეთებ...

საინტერესოა, გააკეთებდა ის მოსწავლე რამეს იმ დიდი თეთრი მარმარილოს ქვისგან?
მე გავაკეთებდი რამე ღირებულს, რომ ვიცოდე, რა მინდა საერთოდ?

ან სულაც, თანმიმდევრულად რომ მივუდგეთ:
ის, რომ თავისუფალ დროს არ ვზივარ და თავად არ ვსწავლობ იმ ენებს, რომლებსაც შხუილით გადაგვატარეს უნიში, ნიშნავს იმას, რომ ზარმაცი ვარ და ჩემგან არაფერი გამოვა, თუ იმას, რომ ეს არაა ის, რისი კეთებაც მინდა?

და რა მიშლის ხელს იმაში, რომ ვაკეთო ის რაც მინდა? ის, რომ სცენარის დაწერა და მერე გადაღება მინდა და საერთოდაც, რამდენიმე წელში რეჟისურაზე ჩაბარება (ამას თუ მოვრჩი ოდესმე და მექნა შარში მეორედ თავის გაყოფის სურვილი) - მართლა მინდა???
რაღაც ძალიან რომ გინდა, მითუმეტეს ამ საუკუნეში, არ გადადებ ხვალისთვის... ადგები დაგუგლავ: How to write a screenplay. წაიკითხავ, დაწერ, გადაიღებ, ისწავლი უფასო ტუტორიალით, როგორ დაჭრა ფილმი და ატვირთავ სადმე (მითმეტეს, თუკი საფუძველი გაქვს უკვე wmm-ს სახით ჩადებული).
და ამ ყველაფერს თუ არ აკეთებ, ესე იგი, არ გინდა ???
და მორიგი 5 წელი რომ ატალახო რომელიმე უნის კარი, აზრი არ აქვს?

ნელ-ნელა ვრწმუნდები იმაში, რომ თუკი არ ვარ კმაყოფილი იმ ადგილით, სადაც ამ წუთას ვდგავარ, ერთადერთი, ვისაც რამის შეცვლა შეუძლია,ისევ მე ვარ...

6 Kommentare:

  1. ხო, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, მართლა გინდა თუ არა ყველაფერი ის, რაც პოსტში გიწერია.
    მე, პირადად, ადრე მეგონა, რომ მინდოდა და დღემდე მინდა რაღაც–რაღაცები: ფილმის გადაღება (და მუსიკის დაწერაც კი), მაგრამ ხან მგონია, რომ არ მინდა და უბრალოდ წუწუნი მომწონს იმაზე, რატომ არ ვწერ სცენარს და რამეს არ ვაკეთებ ჩემი სურვილის ასასრულებლად. ჰოდა ამ პოსტმა ჩემი თავი ისე გამახსენა, რომ ვიფიქრე, იქნებ ქრისტინასაც ეს უნდა–მეთქი.
    მაგრამ ბოლოს ისეთი მიზანდასახული ტონით დაასრულე, რომ თუ გინდა, აუცილებლად შეცვლი, ეჭვიც არ მეპარება.

    AntwortenLöschen
  2. სოფის ვეთანხმები.

    მე მე-4 კლასში ვიყავი მამაჩემს რომ გამოვუცხადე სადაც მათემატიკა, ინგლისური და კომპიუტერი ისწავლება, იქ მინდა ჩაბარებამეთქი. ანუ ეკონომიურზეო. ხოდა მივყევი ამ გზას ბოლომდე. ახლა რომ ვუკვირდები, მსახიობობაც მინდა, მაგრამ ალბათ მონაცემები არ მაქვს. რომც მქონდეს, რაღა აზრი აქვს მითუმეტეს საქართველოში. ხოდა ახლა უკვე მივყვები ამ გზას და მე თვითონაც არვიცი რა მინდა.

    AntwortenLöschen
  3. საეროდ მეც აღარ ვიცი რა მინდა :|

    AntwortenLöschen
  4. @ Sophie, არა, საქმეც მაგაშია, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რა მინდა.
    უფრო სწორად, მგონი იმის შიშიც მაქვს, რომ
    1) იქნებ, არაფერი მაქვს სათქმელი, რასაც ფილმით ვიტყვი.
    2) იქნებ, მივიდე იქამდე და აღმოვაჩინო, რომ თურმე, არ მინდა არც ეგ...


    მშურს ადამიანების, რომლებსაც თავისი საქმე ნაპოვნი აქვთ...

    @ Kate, ჰოდა, მე კიდევ სულ რას ვფიქრობ ხოლმე იცი? იქნებ, აქვს აზრი?
    ახლა ზუსტად Anne Sexton-ის წერილებს ვკითხულობ და ქალმა 29 წლის ასაკში დაიწყო წერა.

    ჩვენი პრობლემა კიდევ დამატებით იმაშიცაა, რომ ვცხოვრობთ მედია-საუკუნეში, სადაც წარმატება იმით იზომება, რამდენი გაზეთი დაწერს შენს საქმეზე/შენზე....


    @ clown, ტოტალური გაუგებრობაა, ხომ? :D

    AntwortenLöschen
  5. არვიცი. აზრზე არ ვარ უკვე. თან საქართველოში მითუმეტეს არ აქვს აზრი სურვილების ქონას.

    AntwortenLöschen
  6. @chaotisch, ნამდვილად :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates