20.04.11

Late Latte Post

პრესკრიპტუმი Chaotic-ისგან: ეს არის დოდკას guest post. მე კომენტარებში დავკონკრეტდები.


გუშინ მობილურიდან ვკითხულობდი ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ბლოგს, lifehacker-ს. სტატია იყო იმის შესახებ, რომ coffee shop-ებიდან მუშაობა ხანდახან უფრო პროდუქტიულია, ვიდრე სახლიდან.

ძირითადი მიზეზები ისაა, რომ ადამიანებს აქვთ სხვის თვალში “უქმად ყოფნის” შიში, კაფეში დიდხანს უსაქმოდ ვერ იჯდები, თან მარტო, ამიტომ იწყებ რაღაცეების კეთებას. იუთუბს ვერ უყურებ, ნუ ფეისბუქზე შეიხედავ, მაგრამ საქმეს მაინც აკეთებ.

ამიტომ ავიღე დღეს ლეპტოპი და ჩემს საყვარელ ყავის წერტილში წამოვედი - არის ასეთი, downtown ჰქვია [ეს პოსტი არანაირად არაა დასპონსორებული, თუ იმ ბენეფიტს არ ჩავთვლით, რომ ამ კაფეს wifi-ს გამოყენებით ვწერ ახლა].

ერთ FB-მეგობართან ჭორაობის შემდეგ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, დავრჩით მარტო მე და ჩემი ლეპტოპი და ჩავუჯექი 4 დღის წინ გასაკეთებელ საქმეს, ჰენდაუთებს ტრენინგისთვის. “ცხოვრების ჰაკერის” რჩევები გამომადგა - აქ ვერც წავუძინებდი, არც ტელევიზორია, არც ვილიამია, რომელიც მუდამ მაცდენს თავისი “მუთინიიი”-ს მოთხოვნით ან უბრალოდ, არსებობით, იმიტომ, რომ თუ არ მაწუხებს, მულტფილმი ჩამირთეო, და თავისთვის თამაშობს, მაშინ იმდენად საყვარელია, რომ თავს ვერ ვიკავებ, მივდივარ, ვეხუტები და ვკოცნი, რის შემდეგაც ის მომყვება კომპიუტერთან და ახლიდან იწყება: “დართე მუთინიიი!”

საათნახევარში მოვრჩი ჰენდაუთებს და ფეისბუქზე დრეიფისას ქრისტინას მოვკარი თვალი, თავისი ახალი ვარცხნილობითურთ. და მაშინვე გამახსენდა რამდენიმე თვის წინ მისთვის შეპირებული guest post. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს პირველი “სტუმარი პოსტია”, რაც კი ოდესმე სადმე, ვინმეს ბლოგზე დამიწერია. ქრისტინას ალბათ აღარც კი ახსოვს, მე კიდევ ძალიან, ძალიან გვიან ვასრულებ დაპირებას და ახლა ვწერ, იმიტომ, რომ ბედნიერი ვარ - საქმეს მოვრჩი! ჭიქაში კი ბანანის გემოს მქონე ლატე ჯერ კიდევ ასხია, სიგარეტიც საკმარისი მაქვს, ინტერნეტსაც არაუშავს და მუსიკასაც.

ძალიან გრძელი შესავალია იმისთვის, რის დაწერაზეც ვფიქრობდი, მაგრამ დაე, ამ ბლოგს უხდება ალბათ ქაოსურობა : )

ამასწინათ აქ ასეთი პოსტი იყო, “ჩემი სასწაულმოქმედი ბლოგი”, სადაც უწერია, რომ ბლოგზე დაწერილი 2 სურვილიდან ერთი აუხდა და მეორე შესრულების გზაზეა.

მერე სვითიც გამახსენდა, ისიც ადგენდა ხოლმე wishlist-ებს და მერე იქიდან ბევრ რამეს ყიდულობდა ან ჩუქნიდნენ.

და ზოგადად დავასკვენი, რომ wishlist-ების შედგენა და სურვილების ჩამოწერა მაგრად ამართლებს. ალბათ იმიტომ, რომ როცა ჩამოაყალიბებ, რა გინდა, უკვე ნახევარი გზა განვლილია და მეორე ნახევარი - მხოლოდ იმ სასურველის მიღებაა. რაც ბევრად უფრო ადვილია მაშინ, როცა იცი, რა გინდა. სიების შედგენა კიდევ კარგი მეთოდია აზრების დასალაგებლად.

სურვილების ასრულებაზე კიდევ ერთი რამ გამახსენდა. დღემდე გამომყვა ჩვევა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არაცრუმორწმუნე ვარ - ყოველთვის, როცა საათს დავხედავ და იქ 18:18 ან 09:09 ან ნებისმიერი წყვილი რიცხვია, აუცილებლად ჩავიფიქრებ ხოლმე სურვილს. ასევე, როცა რაიმე ხილს პირველად ვჭამ იმ წელს. ტვინით ვიცი, რომ ეს ჩემს სურვილს არ აახდენს, მაგრამ მაინც, ავტომატურად ვაკეთებ. მე მგონი, საკუთარი თავის პროგრამირების ერთგვარი ხერხია.

ახლა დავფიქრდი, მას შემდეგ, რაც დავფეხმძიმდი, ერთადერთი სურვილია ხოლმე ყველა წყვილ რიცხვზე და ყოველი ახალი ხილის გასინჯვისას - “ვილი იყოს ჯანმრთელი”.

ლატეს ბოლო ყლუპი და ბოლო წინადადება ბლოგზე: Chaotic, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შევხვედრილვართ, ძალიან მიყვარხარ შენც და შენი ქაოსური რეალობაც, რომელსაც მუდმივად ვკითხულობ აგერ უკვე 3 წელია.

4 Kommentare:

  1. :)))
    რა მოულოდნელი 'სურვილი' იყო ბოლოს :))

    AntwortenLöschen
  2. awww..
    დიდი მადლობა, პირველ რიგში.
    გრძელი კომენტარი იქნება, თან ძალიან მშიერ კუჭზე :S

    თავიდან რომ დავიწყო: ხომ ყველას გყავთ საყვარელი მწერალი, მომღერალი, მსახიობი და ა.შ.
    მეც მყავს, რა თქმა უნდა და სულ წინ რომ დამიყენოს ვინმემ 2 საათის განმავლობაში, ვერ ვთხოვ ავტოგრაფს.

    ჯერ ერთი, რომ აზრს ვერ ვხედავ და მერე მეორე, ის, რომ ეს ადამიანი ერთხელ მოაწერს რაღაც ქაღალდზე ხელს და შეიძლება, 2 წამის შემდეგ ჩემი სახეც არ ახსოვდეს, უფრო გამანადგურებს, ვიდრე ხელოწერის არქონა. :D
    ტვიტერმა გამომასწორა ცოტა. მაგრამ იქაც წლობით ვფიქრობ, მივწერო, თუ არა ვინმეს. :D


    ჰოდა, რატომ ვწერ ამას: ბლოგოსფეროშიც არიან ბლოგერები, რომ კითხულობ და გინდა, ამ ბლოგის ნახევარი მაინც იყოს შენი საკუთარი. ტიპა, ბლოგო-სელებრითები მყავს. ხანდახან, მიზანმიმართულად ვცდილობ, არანაირი კონტაქტი არ მქონდეს მათთან, იმიტომ რომ, სულ მეშინია, ან მე რომ ჩავიქაქო, ან მათ, როგორ ჩამეფუშება ამხელა სელებრითი საგა. :D

    ჰოდა, სანამ დოდკას მივწერე თხოვნით, მანამ გამიშრა სისხლი. თან მივწერე, თუ არ გცალია, ან არ წერ, ზოგადად, OK-ია-მეთქი.
    ტიპა, საკუთარი თავი შევამზადე, რომ უარი თუ თქვა, აგერ ზრდილობიანად ნახ. გაშვების 2 გზა თავად შევთავაზე. :D

    ჰოდა, ძალიან გამიხარდა ეს პოსტი და დიდი მადლობა.
    აქვე აღვნიშნავ: ადრე ძუძუებზე და G-spot-ზე დავწერე პოსტები და მაგდენი ნახვა და კომენტარი ამ ბლოგზე არ მქონია. ამ პოსტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა წუთში ნახვების რაოდენობით და სანამ ძუძუებს და დოდკებს არ დავდებ, მანამ არ შემოიხედოთ, იყოს ... :D

    რაც შეეხება პოსტის შინაარსს. ხილზე ახლა გამახსენდა, რომ ბავშვობაში ვაკეთებდი მეც ეგრე. რაც აქეთ ვარ, გადამავიწყდა, ეტყობა.

    სურვილების ჩამოწერას კი აქვს თავისი დადებითი მხარე. რაღაც პონტში, ბლოგზე რომ ვწერ, მერე თითქოს სინდისის ქენჯნას განვიცდი, რომ არ ვასრულებ დანაპირებს და ვაწბილებ ამდენ ხალხსა და საკუთარ თავს. :D

    თან ასე დაპოსტილი უფრო რეალურ სახეს იღებს, მართალი ხარ +სულ თვალში გეჩხირება.

    ახლა როკ-ფესტზე მინდა წასვლა და ვერ ვპოსტავ, იმიტომ რომ, არავინ წამომყვება, ვიცი და ბლოგის სახელის გატეხვაც არ მინდა, რომ არ ასრულდეს :D


    thanks for love, :*
    ქრისტი

    AntwortenLöschen
  3. ეჰ, ვერ მოვახერხე მაგ დღეს დაუნთაუნში მოხვედრა, არადა მეც რამდენი დაუმთავრებელი რამე მაქვს... ;/

    AntwortenLöschen
  4. ძალიან კარგი პოსტია,"მუთინი" დეიდა.
    ძალიან მომეწონა. სად მდებარეობს ეგ დაუნთაუნი???

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates