23.04.11

რატომ არ მეშინია?!

მე მეშინია გველების.
პანიკაში მაგდებს ძაღლის ყეფა, თუმცა ჯერ არცერთ ძაღლს არ უკბენია ჩემთვის.
ძალიან მეშინია დენის. ძველ ყავის მადუღარაში რკინის კოვზით არ უნდა მოურიო, ფობია იცის.
მეშინია მოტეხილობების. ცოცხალი თავით ვერ გამაკეთებინებ რამეს, რის შედეგადაც შეიძლება მოუხერხებლად დავეცე და ხელი, ან ფეხი მოვიტეხო. ყველაზე კოშმარული ფანტაზია მაინც სახით დაცემაა. 5 წლის რომ ხარ და შენი პატარა ძმა ჩამოვარდება ტახტიდან და სახით დაეცემა, ფობიას იწვევს.
მეშინია აბობოქრებული ზღვის და არ ვეხუმრები ტალღებს, მითუმეტეს, როცა ცურვა არ ვიცი.
მეშინია დახურულ სივრცეში ყოფნის. ლიფტი 1 წამითაც თუ გაჩერდა, ვგრძნობ, როგორ ვისუნთქავთ ყველანი ჰაერს და როგორ აღარ გვეყოფა... lame, i know... მაგრამ მეშინია.
მეშინია კიბოთი დაავადების.


ანუ, მეშინია ისეთი რამეების, რასაც ვერ გააკონტროლებ.

მაგრამ...

არ მეშინია ადამიანების.
მუქარების, იმიტომ, რომ სუსტები იმუქრებიან და სუსტები, ძირითადად, პატივისცემის დაკარგვის მეტს ვერაფერს აღწევენ ჩემთან.

არ მეშინია, მითიური "კუნთებიანი, ხელში ქამრიანი" კაცის. ამ სურათზე"სუსტი" რაღა უნდა წარმოიდგინო.

და ბოლო პუნქტი შეიძლება ვიღაცისთვის უადგილო იყოს, მაგრამ გეშლებათ და hurting people do hurt people, ამიტომ დავწერ:
არ მეშინია მამაჩემის.
იმიტომ, რომ მამაჩემს არასოდეს დასჭირვებია ქამარი, მუშტი, გინება, მუქარა, სახლში გამოკეტვა, დამცირება, შეურაცხყოფა იმისთვის, რომ კუთვნილი, თავისი წილი "სიყვარული" გამოეძალა შვილებისგან.

შეიძლება, ჩემს რომელიღაც მეზობელს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ მე დაბნელებისთანავე არ უნდა ვმჯდარიყავი სახლში, რომ მე გადავწყვიტე საზღვარგარეთ წავსულიყავი და მამაჩემს არ შემოუღრენია "იოცნებე"-ო.

შეიძლება, მათ თვალში საკუთარი შვილების ცემა, დასჯა ყველაზე სწორი აღზრდის მეთოდი იყო, რადგან, ასეთ შემთხვევაში, შვილებს თავისი ადგილი და მშობლების პატივისცემა ეცოდინებოდათ და არ გაბედავდნენ, არც იფიქრებდნენ შეცდომების დაშვებაზე, გადაწყვეტილების თავად მიღებაზე... ცხოვრების ბოლომდე სთხოვდნენ მათ მარშუტკის ფულს.

შეიძლება, მამაჩემმა ვერ გვიყიდა გუჩის და არმანის ბოლო სეზონის ზმანი, ვერ დაგვახვედრა ბანკეტის დღეს კართან მანქანა, ვერ გაგვიშვა დასასვენებლად ეგვიპტეში, მაგრამ, hey, მამაჩემმა მომცა ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება მშობელმა მოგცეს:
  • თავისუფლება საკუთარ არჩევანში.
  • სიყვარული, აბსოლუტურად უპირობო, უულტიმატუმო.
  • მასწავლა ის, რომ რაც მიყვარს, არ უნდა მაშინებდეს, სხვა შემთხვევაში something's really wrong.

შეიძლება, მამაჩემმა საკუთარ არჩევანში ბევრი შეცდომა დაუშვა, ან ბევრი რამე დაკარგა, მაგრამ დედამიწაზე დადის 4 ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად უპირობოდ, უულტიმატუმოდ უყვარს.

და ამის მერე არ მოხვიდეთ ჩემთან და არ დამემუქროთ, არ შეეცადოთ, შემაშინოთ, არ იოცნებოთ, რომ მე იოტისოდენა პატივისცემა, ან სიყვარული მაინც შემრჩება ამის შემდეგ და არ დამაჯეროთ, რომ ამას "სიყვარულით" აკეთებთ.
იმიტომ, რომ ეს სიყვარული არაა და ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე "უყვარდით", მაგრამ მე იგივეს უფლებას არ მოგცემთ!

Gosh, my dad rocks! <3

3 Kommentare:

  1. შიშებზე მეც მინდოდა დამეწერა ბლოგზე, მაგრამ ვერ ვრისკავ: მეშინია ვინმე მანიაკმა არ წაიკითხოს და ჩემს წინააღმდეგ არ გამოიყენოს :D lame, i know :D

    მამაზე ნაწილი ძალიან მომეწონა, უსაზღვროდ.

    AntwortenLöschen
  2. @Stranger, thanks :)

    @13th, მეც მიფიქრია მაგაზე. აი, წარმოიდგინე, უცებ სასწაული რომ მოხდეს და ძალიან ცნობილი ვიღაც გაიჩითო და მედიამ სასწრაფოდ გადაქექოს შენი ბლოგი, რა შარია... მაგრამ ჩემს პონტში ეგ არ მოხდება და ამიტომ დავიკიდე :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates