- უნდა დამეწერა წერილი, ბანკში ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებით.
- უნდა დამეწერა მეორე წერილი, მობილურ კომპანიასთან ხელშეკრულების დასრულებასთან დაკავშირებით.
- უნდა დამელაგებინა სახლი... მთლიანად! ტანსაცმლის თავის ადგილას დადება არ ითვლება!
- უნდა წამეკითხა paper, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რომლის გარეშეც ვერ გავაკეთებ ვერაფერს პროექტისთვის. რომელიც უკვე კარგა ხანია, წაკითხული უნდა მქონდეს, რადგან პროექტი დავიწყე 18 აპრილს და სულ 3 თვიანი ვადა მაქვს.
- უნდა გადამეხედა ჯავას კლასებისთვის, რომლებიც ზემოთხსენებული პროექტისთვის მჭირდება.
- უნდა განმეახლებინა ჩემი CV.
- ასევე მენახა, რამე საინტერესო განცხადება ხომ არ დაიდო job-საიტზე. (დედი, 8 ივნისს კონტრაქტი ვის ეწურება?! ჰა?! ვისა?! არ მესმის კარგად, ცოტა ხმამაღლა! :| )
მე კიდევ უნამუსოდ ვუყურე ფეხბურთს (და კინაღამ სარეცხი დამრჩა მაგის გამო გასარეცხი. არ ვარ ოჯახში შესაშვები :D) და შემდეგ How I met your mother-ის, კაცმა არ იცის, რამდენ სერიას....
:|
ხვალ დილით სამსახურში ყოფნას ვაპირებდი...
p.s. ამაძრეთ სახე!!!
ასეთ პოსტებს როცა წერ, არ მჯერა. სულ მგონია, რომ ბევრს მუშაობ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მგონია და ამის გადარწმუნება ძნელია =)))
AntwortenLöschenP.S. დიდი მადლობა, ჩემთან რომ დატოვე კომენტარი და რჩევები საქართველოდან საბუთების გამოგზავნის შესახებ, მგონი, პასუხი ვერ გაგეცი მაშინ.
სოფი, ეს ყველაფერი სამსახურიდან რომ მოვედი საღამოს 8-ზე,მერე უნდა გამეკეთებინა :D
AntwortenLöschen