01.05.11

გეპატიჟებით ივენთზე! გვკიდია, რომ ვერ მოხვალთ!

გადასარევი რამეა ეს facebook (ვაღიარებ, ვერ ვიტან სიტყვას "პირწიგნაკი").
ინსტრუქციაც კი მოჰყვება, მაგრამ ეს მითიური თემაა.

ზოგს შექმნილი აქვს ექაუნთი და არავის ამატებს, არც არაფერს სწერს საკუთარ კედელზე (უნდა ვაღიარო, wall-ის დაწერა მირჩევნია).

ზოგი თამაშების გამოა დარეგისტრირებული, რაც ნაწილობრივ, მინიმალურად, მაგრამ მაინც ამართლებს მათ ექაუნთს საერთოდ.

ზოგის სნობიზმი ზენიტს აღწევს და ყოველთვის, ყოველთვის მიხვდები, ვინ არის ახალი სოც. მედიის სივრცეში (ვაღიარებ, მეც ვიყავი ოდესღაც დამწყები).

ზოგი ძალიან ხელოვნურია და იყენებს სიტყვებსა თუ ჟარგონებს, რომლებსაც ვერასოდეს გაიგებთ რეალში იგივე ადამიანისგან, ან ლინკავს თემებს, რომლებიც აბსოლუტურად ჰკიდია, მაგრამ მისი მეგობრების სიის რომელიღაც ნაწილთან მსგავსებების დამტკიცებას ცდილობს.

ზოგი გულწრფელია. არ ადარდებს, რა პოპულარობით ისარგებლებს მისი ქონთენთი და ამიტომ ასეთ wall-ზე ნაკლებად ნახავთ ძალით სკანდალურ, თითიდან გამოწოვილ, "უუ, პრადვინუტები გაგვატარეთ!" ინფორმაციას. (ვაღიარებ, მყავს რამდენიმე secret fb-wall-crush, მათ ნებისმიერ სტატუსსა და დაშეარებულ ლინკზე თვალებში გულები მიჩნდება... :D)

ზოგი ყველაფერს ალაიქებს.... ყველაფერს.

ზოგს ისე ძალიან უნდა გაიგოს, ვინ ნახა მისი ესოდენ მნიშვნელოვანი პროფილი, რომ დიდ Worm-ს ჩაუვარდა კლანჭებში (Thanks again, assholes!).

და ზოგმა ვერ გაიგო, რომ არ უნდა გაუგზავნო თბილისში/ქუთაისში/ბათუმში/რუსთავში გამართული ივენთის მოსაწვევი ადამიანს, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში.
და ის, რომ მოწვევისას ყველას მონიშნავ, იმიტომ, რომ ტრაკის განძრევა და სასურველი ადამიანების მონიშვნა გეზარება sucks. იმიტომ, რომ მე მაქვს გადატენილი მეილი მოსაწვევებით, რომლების გამოც, 2 დღეში არ ჩამოვფრინდები თბილისში.

lighten up, people, fuckin' lighten up!

4 Kommentare:

  1. მე დაგპატიჟე რამდენი დ\რის წინ ბათუმის ივენთზე :)) ცოტა დრო მქონდა და გადასარჩევად ვერ მოვიცალე :)

    AntwortenLöschen
  2. რას უშვრები ჩემს ნერვებს :D

    AntwortenLöschen
  3. ეგ მეც მაღიზიანებს, დღეს უკვე ხუთი მსგავსი მოწვევა წავშალე საქართველოს ივენთებზე.

    არადა, ძალიან ადვილი და სასარგებლოცაა გადარჩევა და იმის გარკვევა, სად ცხოვრობს ესა თუ ის ადამიანი ამ მომენტში, თუ მართლა სერიოზულად გინდა ღონისძიებაზე ვინმე მოვიდეს და სერიოზული გამოვიდეს.

    AntwortenLöschen
  4. აუუუუ ზუსტად!!!
    ეგრე მეპატიჟება ემანუელე გამუდმებით ყველაფერზე,რაც კი კალიარიში უნდა გაიმართოს.
    მინდა ბატონო,მინდა, მაგრამ სადღაა იტალია და კარგი ცხოვრება?!
    ვახ!

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates