08.05.11

Back off, it's not about you!

ეგოისტი ვარ.
ისევე როგორც ძალიან ბევრი ჩვენგანი.
მგონია, რომ დასაშვებ ფარგლებში ხდება ეს ყველაფერი, თუმცა, არის დღეები, როდესაც სერიოზულად ვფიქრობ, რომ დედამიწა ჩემს ირგვლივ უნდა ტრიალებდეს (მაგალითად, დაბადების დღეზე). :D
მაგრამ დღეს მივხვდი, რომ უფრო რთული შემთხვევებიც დადიან დედამიწაზე.
როცა ვინმე ამბის თხრობას იწყებს ასე: "არ მომწონს, რომ X იმ ჯგუფს უსმენს და სულ ვეჩხუბები მაგაზე",- გულწრფელად მინდება, ყელში წავუჭირო და ავაფართხალო.
ბრრრრ....

შეიძლება რაღაც/ვიღაც არ მოგწონდეს და შენი აზრი გამოხატო (რაც უდავოდ მეხერხება), მაგრამ ვიღაცას რამე აუკრძალო? who the fuck are you?!

და ის, რომ ადამიანებს სერიოზულად სჯერათ საკუთარი ავტორიტეტის, ძალიან სამწუხარო ფაქტია...

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates