Posts mit dem Label სოციალური ქსელი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label სოციალური ქსელი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

23.02.17

ერთკვირიანი დღიურის მესამე დღე

ქეთის ვიცნობ წლებია.
ბლოგიდან, facebook-იდან, ტვიტერიდან...
ერთხელ თითქმის შევხვდით, მაგრამ მე ვერ მოვახერხე.
... და აი, დღეს რომ ვილაპარაკეთ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საუკუნეა ამ ადამიანს ვიცნობ.
რა საოცარია, არა?! ვირტუალურად ვიცით, ვინ სად მუშაობდა, ვის რა უჭირდა, ვის ვინ უყვარდა (დღემდე სიტყვებზე "ჩემი შეყვარებული" ქეთის პოსტების ეგ სერია მახსენდება და კიდევ, თუ არ ვცდები, კოშკას ლექსი, რომელიც უფრო მუქად გრძელდებოდა...), ვინ რამდენს მიაღწია და ამისთვის რამდენი იშრომა. გვიხარია ერთმანეთის წარმატება... არადა, ჩვეულებრივი ბლოგერები ვიყავით ყველანი. ოღონდ ისეთ დროს, როცა ბლოგერობა ახალი ხილი იყო... იმ ბლოგერებს დღემდე ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელებში, დღემდე მაინტერესებს მათი ყოველდღიურობა. თითქმის ისევე, როგორც ჩემი სხვა მეგობრების.

და ახლა, ამ ადამიანს საკუთარი ხმაც აქვს (მე ცოტა უფრო ბოხ ხმიანი წარმომედგინა :D) და საკუთარი მიმიკა, საკუთარი ხასიათის შტრიხები, რომლებსაც მხოლოდ საუბრისას ამჩნევ.

:)

საოცარი რამაა ინტერნეტი, ჭეშმარიტად.

28.02.12

Just some pending friend requests

მე და ჩემს ბრაზილიელ მეგობარს სუფთა "ქართული" მეზობლობა გვაქვს, თავისი ყავის დალევით, ერთმანეთის დაპურებით, გამოლეული შამპუნისა და ხახვის სესხება/ჩუქებით. მისი ბიჭიც ხშირად არის ხოლმე ჩვენთან ერთად. საკმაოდ თავაზიანი, მაგრამ უშუალო ურთიერთობა გვაქვს, - რეალური, ხელშესახები ურთიერთობა და მაინც ვერ წარმოიდგენთ, როგორ აღვშფოთდი, როდესაც ფბ-ზე არ დამამატა :D

OK, გამოცდები აქვს და იშვიათად არის კომპიუტერთან, მაგრამ ეს რა ჩაიდინა-მეთქი, ვქოთქოთებდი და უცებ მივხვდი, რა დარხეული გვაქვს, როდესაც მხოლოდ მაშინ ვარქმევთ მეგობარს მეგობარს, ნაცნობს- კარგ ნაცნობს, თუკი ის რომელიმე სოც. ქსელშიც საჯაროდ აფიქსირებს ამ ფაქტს.

იგივე დამოკიდებულებას ბლოგის და რეალური მეგობრების მიერ მისი (არ) კითხვის მიმართ უკვე კარგა ხანია მივეჩვიე და შევეგუე. იძულების წესით ხომ არ გამოაწერინებ ვინმეს... :D

ალბათ, იმდენად დიდი დატვირთვა გადაგვაქვს ვირტუალურ "მე"-ზე, რომ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ვიღაც "მართლა გიცნობდეს", სრულყოფილი ურთიერთობა ჰქონდეს შენთან, თუკი ფბ-ს სტატუსზე "ლოლ"-ო, არ დაგიკომენტა და შენი დაშეარებული სტატია არ გადააშეარა. :D

რა გვეშველება. :D

არადა, რა გაცილებით იოლია, იყო გულწრფელი, როცა ვინმეს პირისპირ არ დგახარ; დაწერო :hug: :* ♥ , ვიდრე რეალურად ვიღაცას ჩაეხუტო და უთხრა, რომ ძვირფასია შენთვის; დაალაიქო ფოტო, ვიდრე რეალურად გამონახო შესაფერისი კომპლიმენტი; დატოვო :( კომენტარში, ვიდრე იპოვნო საჭირო სიტყვები იმის სათქმელად, რომ სწუხხარ.....

და ჩვენც როგორ გავზარმაცდით ნაწილობრივ, მაგრამ, ამავე დროს, როგორ მოგვეხსნა დაძაბულობა (მე რომ რომელიმე მეგობარი, ან ნაცნობი წამდაუწუმ ჩამეხუტოს, სერიოზულად გავფრიკავ :D)....


ჰოდა, იყოს, ნუ დამამატებს ეს ჩემი მეგობრის ბიჭი ფბ-ზე, აუცილებელი ხომ არაა, ყველა ყველანაირს გიცნობდეს. :D

01.05.11

გეპატიჟებით ივენთზე! გვკიდია, რომ ვერ მოხვალთ!

გადასარევი რამეა ეს facebook (ვაღიარებ, ვერ ვიტან სიტყვას "პირწიგნაკი").
ინსტრუქციაც კი მოჰყვება, მაგრამ ეს მითიური თემაა.

ზოგს შექმნილი აქვს ექაუნთი და არავის ამატებს, არც არაფერს სწერს საკუთარ კედელზე (უნდა ვაღიარო, wall-ის დაწერა მირჩევნია).

ზოგი თამაშების გამოა დარეგისტრირებული, რაც ნაწილობრივ, მინიმალურად, მაგრამ მაინც ამართლებს მათ ექაუნთს საერთოდ.

ზოგის სნობიზმი ზენიტს აღწევს და ყოველთვის, ყოველთვის მიხვდები, ვინ არის ახალი სოც. მედიის სივრცეში (ვაღიარებ, მეც ვიყავი ოდესღაც დამწყები).

ზოგი ძალიან ხელოვნურია და იყენებს სიტყვებსა თუ ჟარგონებს, რომლებსაც ვერასოდეს გაიგებთ რეალში იგივე ადამიანისგან, ან ლინკავს თემებს, რომლებიც აბსოლუტურად ჰკიდია, მაგრამ მისი მეგობრების სიის რომელიღაც ნაწილთან მსგავსებების დამტკიცებას ცდილობს.

ზოგი გულწრფელია. არ ადარდებს, რა პოპულარობით ისარგებლებს მისი ქონთენთი და ამიტომ ასეთ wall-ზე ნაკლებად ნახავთ ძალით სკანდალურ, თითიდან გამოწოვილ, "უუ, პრადვინუტები გაგვატარეთ!" ინფორმაციას. (ვაღიარებ, მყავს რამდენიმე secret fb-wall-crush, მათ ნებისმიერ სტატუსსა და დაშეარებულ ლინკზე თვალებში გულები მიჩნდება... :D)

ზოგი ყველაფერს ალაიქებს.... ყველაფერს.

ზოგს ისე ძალიან უნდა გაიგოს, ვინ ნახა მისი ესოდენ მნიშვნელოვანი პროფილი, რომ დიდ Worm-ს ჩაუვარდა კლანჭებში (Thanks again, assholes!).

და ზოგმა ვერ გაიგო, რომ არ უნდა გაუგზავნო თბილისში/ქუთაისში/ბათუმში/რუსთავში გამართული ივენთის მოსაწვევი ადამიანს, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში.
და ის, რომ მოწვევისას ყველას მონიშნავ, იმიტომ, რომ ტრაკის განძრევა და სასურველი ადამიანების მონიშვნა გეზარება sucks. იმიტომ, რომ მე მაქვს გადატენილი მეილი მოსაწვევებით, რომლების გამოც, 2 დღეში არ ჩამოვფრინდები თბილისში.

lighten up, people, fuckin' lighten up!

14.12.09

ჩვენ, სოციოფობები საქართველოსი

გრძელი პოსტია და მორალურად მოემზადეთ. :D

გუშინწინ სტუმრები მყავდა. საუბარი ჩამოვარდა Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე. ჩემთვის ფაქტიურად წარმოუდგენელია ადამიანმა არ იცოდეს ბლოგის, ტვიტერის და ფორუმების არსებობის შესახებ. მესმის, როდესაც არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ პირადი ცხოვრების აფიშირება არ უნდათ. თუმცა, დოზას ყველა თავად წყვეტს ამ შემთხვევაში და ეს არ მგონია პრობლემა იყოს. თუკი რომელიმე ორგანიზაცია არ ეკიდება სერიზოულად ინტერნეტ-აქტივობას, მე უბრალოდ ვურჩევდი, სასწრაფოდ შეცვალოს PR-მენეჯერი და გადახედოს მარკეტინგის განყოფილებას. დღეს ინტერნეტზე უარის თქმა არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ამა თუ იმ ორგანიზაციას მოუვიდეს თავში.

თუმცა, როცა საქმე ჩვეულებრივ ადამიანებზე მიდის, ეს ცნება ალბათ არ უნდა განვაზოგადოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდი სისულელეა, WWW-ს თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობები მხოლოდ მაილით შემოფარგლო.

აი, ამ თემებზე ვსაუბრობდით და ერთ-ერთმა ასეთი რამე თქვა:"სოციალური ქსელებით იმდენ რამეს ეკარგება მნიშვნელობა და ფასი ცხოვრებაში, რომ მე მირჩევნია ის ფასეულობები შევინარჩუნო და მქონდეს. მირჩევნია, პირადად შევხვდე რომელიმე მეგობარს და სულაც რაიმე სისულელეზე ვიჭორავო, ვიდრე online-მქონდეს ვინმესთან კონტაქტიო."

ჰმმ... სიმართლე რომ ვთქვა, ვერ გავიგე, რატომ უნდა შემილახოს რაიმე ფასეულობა ნეტმა. რატომ სჯობს სადღაც უნივერსიტეტში გაცნობილი მეგობარი ნეტში გაცნობილს. რატომ სჯობს, საშუალო სტატისტიკურ ადამიანთან საშუალო სტატისტიკურად გავატარო დრო აუცილებლად რეალში, როცა ამ დროს ნეტში შეიძლება ბევრად უკეთესი საქმე ვაკეთო, ან ბევრად უფრო გავერთო ვინმესთან კონტაქტით და თუნდაც, სისულელეებზე ჭორაობით.

როგორ შევიძინე მეგობრები?
ბავშვობის მეგობრები გავიცანი უბანში, სადაც მომიწია აფხაზეთის ომის შემდეგ გადასახლება. მათ გარდა ირგვლივ არავინ იყო, ერთად ვთამაშობდით, ერთმანეთს შევეჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი არაფერი გვაქვს საერთო, ისევე მიყვარს, როგორც შეიძლება ბიძაშვილი ან მამიდაშვილი გიყვარდეს, რომელსაც მთელი ცხოვრებაა იცნობ.

სკოლის მეგობრებიც ასე გავიცანი. გადავედი კომაროვში და იქ დამხვდნენ სხვა ბავშვებიც, რომელთანაც შეიძლება ბევრი საერთო არაფერი მქონდა, მათემატიკის ცოდნის გარდა(ესეც სადავოა), მაგრამ მივეჩვიეთ ერთმანეთს. მერე ერთად ჩავაბარეთ. უნივერსიტეტშიც დაგვემატა რამდენიმე ჯგუფელი.

წამოვედი გერმანიაში და აქ დამეგობრება ხდებოდა ძირითადად იმ სქემის მიხედვით, რომ ქართველები ვიყავით, ერთნაირად გვენატრებოდა სახლი, ერთნაირი პრობლემები გვქონდა უცხოეთში. მაშინ მეგონა, რომ ბევრი საერთოც გვქონდა. წესით ისევე უნდა შევჩვეოდი მათ, როგორც ბავშვობის და სკოლის მეგობრებს, მაგრამ არა.

ამ ასაკში უკვე მინდა, თავად ვირჩევდე პირობებს, მყავდეს ისეთი მეგობრები, რომლებთანაც მართლა მაქვს საერთო, არ მიწევდეს მოვერგო სიტუაციებს და სხვის შეხედულებებს, არ მიწევდეს ახსნა, რატომ მიყვარს Mando Diao, Pink Floyd და 30 Seconds to Mars და არა მერაბ სეფაშვილი, რატომ ვკითხულობ კერუაკს, ბეგბედერს და პალანიკს და არა გოეთეს, მხოლოდ იმიტომ რომ ეს კლასიკაა, რატომ ვპოსტავ ფორუმზე, რატომ მაცვია V-გულიანი მაისურები (OMG), რატომ მიყვარს მატრიცა, რატომ ვატარებ ბევრ დროს ნეტში, რატომ მაქვს ბლოგი და ტვიტერი. რეალურად, ასეთ Conditional მეგობრობას მისი არარსებობა სჯობს, იმჰო. რაც ფაქტიურად გავატარე პრაქტიკაში.
მეორეს მხრივ, გავიცანი რამდენიმე ადამიანი ნეტით, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა და ბევრი საერთო მაქვს. გავიგე უამრავი საინტერესო პროექტის შესახებ. რამდენიმეში მონაწილეობაც მივიღე. ბოლოს და ბოლოს, განვიტვირთე დღის ბოლოს, ნეტში რამდენიმე საათით. მე ასე ვისვენებ, ვინმეს პრეტენზია აქვს?!
ჩემი ძლიერი წერტილი არასოდეს ყოფილა თვალთმაქცობა და არ მინდა... არ მინდა, ვიჯდე და სერიოზული სახით ვუსმინო რაიმე დემაგოგიას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ვიღაც ისეთის თვალში დავიმსახურებ პატივისცემას, რომლის აზრიც მეასეხარისხოვანია ჩემთვის. არ მინდა ვიყო იმ მორალის მსხვერპლი, რომელიც მხოლოდ "სხვებზე" ვრცელდება და არასოდეს მის ჩამომყალიბებელზე. არ მინდა სხვამ აარჩიოს, როგორი ვიყო.
მე ზუსტად ასეთი ვარ: ქაოსური, არეულ-დარეული, საშინლად ცნობისმოყვარე და სიახლეებისთვის ყოველთვის მზადმყოფნაში, ბლოგის, Twitter-ისა და facebook-ზე უაზრო სტატუსების, ფეთების და ფერმების პატრონი, online-მეგობრებით... AND I FUCKIN' LOVE IT!

ჰოდა, ვარ სოციოფობი?! so, what?! I fuckin' love it too!

სულ ეს იყო.
:)

09.09.09

ამბავი იმაზე, თუ როგორ მოიპარა სოც. მედიამ კონცენტრაციის უნარი

მაგარი რამეა ეს სოც. მედია...
ათასი Facebook, mayspace...
ათასი ფორუმი...
ათასი მესინჯერი...
ათასი ბლოგი...
ათასი დასატოვებელი კომენტარი, ან პასუხგასაცემი კომენტარი...
დაფლუდული ნიკსერჩი ...

ელაპარაკები ვიღაცას. უცებ ეკრანზე მეორე ფანჯარა ამოტივტივდება, ვიღაცას გაახსენდი... გადაერთვები წუთით, გასცემ პასუხს, მოიკითხავ, მოუყვები, როგორ იყავი გუშინ კბილის ექიმთან და როგორ დაგაძრო ლამის ღრძილებიც კი გაწმენდისას.

იგივე დროში შენს მეგობარ დენტისტს სწერ PM-ს და ეკითხები, შეიძლება თუ არა ყავის დალევა, როდესაც 8 საათის წინ ექიმთან იყავი და მანდ გარკვევით გითხრა, რომ 4 საათი უნდა დაგეცადა... მაინც ეკითხები, რომ დამშვიდდე და გადაამოწმო. სანამ პასუხს ელოდები, ისევ პირველ მოსაუბრეს უბრუნდები, გადაავლებ უცებ თვალს, რა მოგწერა და აგრძელებ კომუნიკაციას.

თან მუსიკას უსმენ, თან ფილმს უყურებ ცალი თვალით,თან ბლოგს ანახლებ, თან სხვის ბლოგებს კიტხულობ, თან დალინკულ საიტებს ამოწმებ და ხარ ასე ბედნიერად. მშვენიერია, შენ თავად შეგიძლია აირჩიო, ამ წუთას რისი კეთება გინდა.


ჰოპლა, ასე დასამარდა კონცენტრაცია. რეალში ადამიანებს ვერ ვუსმენ გადაბმულად 2 წუთითაც კი. ვიჭერ თავს იმაში, რომ სხვადასხვა ფაქტებზე გადავერთვები ხოლმე. ვერ ვაანალიზებ, რომ ეს ნეტი არაა და აზრზე მოსვლის შემდეგ, უბრალოდ ვერ გადავხედავ, აქამდე რა ილაპარაკა მოსაუბრემ.

თქვენ არ გაქვთ ეს პრობლემა?

ძალიან უხერხულ მდგომარეობაში კი ვვარდები, მაგრამ ტვინი გადასულია online-რეჟიმში და multi-tasking სისტემაში და ვერაფერს ვშველი :(

რეალური სოციალური ქსელი ხომ არ აღმედგინა, რა ვქნა?! რიავიც, რიავიც...

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates