14.12.09

ჩვენ, სოციოფობები საქართველოსი

გრძელი პოსტია და მორალურად მოემზადეთ. :D

გუშინწინ სტუმრები მყავდა. საუბარი ჩამოვარდა Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე. ჩემთვის ფაქტიურად წარმოუდგენელია ადამიანმა არ იცოდეს ბლოგის, ტვიტერის და ფორუმების არსებობის შესახებ. მესმის, როდესაც არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ პირადი ცხოვრების აფიშირება არ უნდათ. თუმცა, დოზას ყველა თავად წყვეტს ამ შემთხვევაში და ეს არ მგონია პრობლემა იყოს. თუკი რომელიმე ორგანიზაცია არ ეკიდება სერიზოულად ინტერნეტ-აქტივობას, მე უბრალოდ ვურჩევდი, სასწრაფოდ შეცვალოს PR-მენეჯერი და გადახედოს მარკეტინგის განყოფილებას. დღეს ინტერნეტზე უარის თქმა არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ამა თუ იმ ორგანიზაციას მოუვიდეს თავში.

თუმცა, როცა საქმე ჩვეულებრივ ადამიანებზე მიდის, ეს ცნება ალბათ არ უნდა განვაზოგადოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდი სისულელეა, WWW-ს თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობები მხოლოდ მაილით შემოფარგლო.

აი, ამ თემებზე ვსაუბრობდით და ერთ-ერთმა ასეთი რამე თქვა:"სოციალური ქსელებით იმდენ რამეს ეკარგება მნიშვნელობა და ფასი ცხოვრებაში, რომ მე მირჩევნია ის ფასეულობები შევინარჩუნო და მქონდეს. მირჩევნია, პირადად შევხვდე რომელიმე მეგობარს და სულაც რაიმე სისულელეზე ვიჭორავო, ვიდრე online-მქონდეს ვინმესთან კონტაქტიო."

ჰმმ... სიმართლე რომ ვთქვა, ვერ გავიგე, რატომ უნდა შემილახოს რაიმე ფასეულობა ნეტმა. რატომ სჯობს სადღაც უნივერსიტეტში გაცნობილი მეგობარი ნეტში გაცნობილს. რატომ სჯობს, საშუალო სტატისტიკურ ადამიანთან საშუალო სტატისტიკურად გავატარო დრო აუცილებლად რეალში, როცა ამ დროს ნეტში შეიძლება ბევრად უკეთესი საქმე ვაკეთო, ან ბევრად უფრო გავერთო ვინმესთან კონტაქტით და თუნდაც, სისულელეებზე ჭორაობით.

როგორ შევიძინე მეგობრები?
ბავშვობის მეგობრები გავიცანი უბანში, სადაც მომიწია აფხაზეთის ომის შემდეგ გადასახლება. მათ გარდა ირგვლივ არავინ იყო, ერთად ვთამაშობდით, ერთმანეთს შევეჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი არაფერი გვაქვს საერთო, ისევე მიყვარს, როგორც შეიძლება ბიძაშვილი ან მამიდაშვილი გიყვარდეს, რომელსაც მთელი ცხოვრებაა იცნობ.

სკოლის მეგობრებიც ასე გავიცანი. გადავედი კომაროვში და იქ დამხვდნენ სხვა ბავშვებიც, რომელთანაც შეიძლება ბევრი საერთო არაფერი მქონდა, მათემატიკის ცოდნის გარდა(ესეც სადავოა), მაგრამ მივეჩვიეთ ერთმანეთს. მერე ერთად ჩავაბარეთ. უნივერსიტეტშიც დაგვემატა რამდენიმე ჯგუფელი.

წამოვედი გერმანიაში და აქ დამეგობრება ხდებოდა ძირითადად იმ სქემის მიხედვით, რომ ქართველები ვიყავით, ერთნაირად გვენატრებოდა სახლი, ერთნაირი პრობლემები გვქონდა უცხოეთში. მაშინ მეგონა, რომ ბევრი საერთოც გვქონდა. წესით ისევე უნდა შევჩვეოდი მათ, როგორც ბავშვობის და სკოლის მეგობრებს, მაგრამ არა.

ამ ასაკში უკვე მინდა, თავად ვირჩევდე პირობებს, მყავდეს ისეთი მეგობრები, რომლებთანაც მართლა მაქვს საერთო, არ მიწევდეს მოვერგო სიტუაციებს და სხვის შეხედულებებს, არ მიწევდეს ახსნა, რატომ მიყვარს Mando Diao, Pink Floyd და 30 Seconds to Mars და არა მერაბ სეფაშვილი, რატომ ვკითხულობ კერუაკს, ბეგბედერს და პალანიკს და არა გოეთეს, მხოლოდ იმიტომ რომ ეს კლასიკაა, რატომ ვპოსტავ ფორუმზე, რატომ მაცვია V-გულიანი მაისურები (OMG), რატომ მიყვარს მატრიცა, რატომ ვატარებ ბევრ დროს ნეტში, რატომ მაქვს ბლოგი და ტვიტერი. რეალურად, ასეთ Conditional მეგობრობას მისი არარსებობა სჯობს, იმჰო. რაც ფაქტიურად გავატარე პრაქტიკაში.
მეორეს მხრივ, გავიცანი რამდენიმე ადამიანი ნეტით, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა და ბევრი საერთო მაქვს. გავიგე უამრავი საინტერესო პროექტის შესახებ. რამდენიმეში მონაწილეობაც მივიღე. ბოლოს და ბოლოს, განვიტვირთე დღის ბოლოს, ნეტში რამდენიმე საათით. მე ასე ვისვენებ, ვინმეს პრეტენზია აქვს?!
ჩემი ძლიერი წერტილი არასოდეს ყოფილა თვალთმაქცობა და არ მინდა... არ მინდა, ვიჯდე და სერიოზული სახით ვუსმინო რაიმე დემაგოგიას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ვიღაც ისეთის თვალში დავიმსახურებ პატივისცემას, რომლის აზრიც მეასეხარისხოვანია ჩემთვის. არ მინდა ვიყო იმ მორალის მსხვერპლი, რომელიც მხოლოდ "სხვებზე" ვრცელდება და არასოდეს მის ჩამომყალიბებელზე. არ მინდა სხვამ აარჩიოს, როგორი ვიყო.
მე ზუსტად ასეთი ვარ: ქაოსური, არეულ-დარეული, საშინლად ცნობისმოყვარე და სიახლეებისთვის ყოველთვის მზადმყოფნაში, ბლოგის, Twitter-ისა და facebook-ზე უაზრო სტატუსების, ფეთების და ფერმების პატრონი, online-მეგობრებით... AND I FUCKIN' LOVE IT!

ჰოდა, ვარ სოციოფობი?! so, what?! I fuckin' love it too!

სულ ეს იყო.
:)

11 Kommentare:

  1. რა ცუდია აქ რომ არ ხარ. ხვალ სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ვიკრიბებით ბლოგერები. პოდკასტი გვინდა რომ ჩავწეროთ. საინტერესო იყო . მომწონს რომ ამზე შენც დაწერე. მეც ასე ვთვლი. პრინციპში ეხლა გამახსენდა რომ ამ კითხვაზე 2 წლის წინ სულ სხვა პასუხი გავეცი და მიუღებლად მიმაჩნია მსგავსი ურთიერთობებითქო მაგრამ მას შემდეგ რაც გემო გავუგე ამ ყველაფერს ნამდვილად ასე აღარ ვთვლი. და რეალშიც როცა ვიცნობ აქ გაცნობილ ადამიანებს ისეთი შეგრძნება მაქვს რომ დიდი ხნის მეგობარს ვესაუბრებოდე. არ ვიცი მე მიყვარს ჩემი თვითერის სტატუსები და ბლოგის პოსტები და ეს ჩემი ურთიერთობის ფორმაა გარესამყაროსთან. არ ვიცი ზოგს მოსწონს ალბათ ზოგს არა. მე ასე ვამჯობინებ.

    AntwortenLöschen
  2. @ mr.picasso, ჰაჰ, გეუბნები რა, რაღაც არსებობს :D
    მიმიხსენიეთ ხვალ :D

    AntwortenLöschen
  3. ვაიმე რა კაი პოსტია...

    რაღაცნაირად დავიცალე რომ წავიკითხე ^^

    AntwortenLöschen
  4. rogor miyvars sheni aseti mshfotvare postebi. . .
    unikalurad kargad gamogdis :)

    xoooda,dagvanebon ra tavi,asetebi avrt d agviyvars chveni tavi da ertmaneti,gaxdnen sainteresoebi da magatac sheviyvarebt,tundac ekranis agreshe...
    magram ras mivxvdi ici,chveni sazogadoeba da magati sazogadoeba imdenad sxvadasxvaa,rom ertmanetse cucuns azri ar aqvs.. .ubralod,shen sicrces ro girgveven,eg aris cudi da ragaceebis damtkicebas ro cdiloben...

    AntwortenLöschen
  5. აი, არც ვიცი რა ვთქვა, მხოლოდ ის ვიცი, რომ პოსტი მომეწონა :D

    AntwortenLöschen
  6. @ nastasia, ხოო, ეგ მეც დავამუღამე, ბლოგოსფეროს "ცოფების ყრა" ვარ :D


    ნუ, მე უფრო ის მაღიზიანებს, ადამიანებს ყველგან რომ მტრის ხატი სჭირდებათ. თუ ასეთი არ მოიპოვება, მერე რა?! შევქმნით და ეგაა :D

    AntwortenLöschen
  7. ამ პოსტის მერე ძალიან დამევასებოდი, უკვე რომ არ მევასებოდე :)

    AntwortenLöschen
  8. ho mec xshirad msayveduroben ase, mara- me ase momwons da minda da var
    hoda egre :D

    AntwortenLöschen
  9. საინტერესო პოსტი იყო და შენებური :)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates