19.12.09

Stasi ინ და ჰაუს :D

ნამეტანი ბევრი "ცხვირი" მოხვდება ამ ბლოგს, გული მიგრძნობს.... უადგილო ცხვირი :D

საკუთარ თავს ვაკვირდები, რამდენად შევძლებ გულახდილი ვიყო... ძველებურად ვიყო...

კიდევ მაინტერესებს, მე რომ გადავყროდი ბლოგს, სადაც ძააალიან ბევრი ეწერებოდა ჩემზე, რას ვიზამდი, რას ვიფიქრებდი... :)

OMG :D

ხზ!


ჰოდა, სანამ მივაგენი ასეთ ბლოგს და სანამ მოაგნეს ჩემს ბლოგს, დღეს Hula-Hoop-ზე დავწერ.
:D

მგონი, სრული 1 წელია, რაც შევიძინე. ჩემამდე დოდკამ იყიდა, მაგრამ მერე იყო "პრე- და პოსტვილი" პერიოდი და მგონი, არ ატრიალებს ჯერ.
დღეში 10 წუთი ვატრიალებ. თან სხვა ზომებსაც ვიღებ წონის დასაგდებად. ამაზე ადრე უკვე დავწერე პოსტი.
ყველაზე დიდი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი კვების სისტემა დავაყენე ყირაზე, მაგრამ შიმშილის გრძნობა არ მაწუხებს. უბრალოდ, ამოვიღე რაციონიდან პური და ცომეული, შაქარი, სპაგეტი და პიცა, ტკბილეულიც გარკვეულწილად. თუმცა, თუ ათასში ერთხელ რომელიმე ძალიან მომინდა, უარს არ ვეუბნები საკუთარ თავს.
ტკბილეულის გარეშე ჩემი არსებობა წარმოუდგენელია. ოდნავი ნერვიულობა და მზად ვარ მთელი მარაგი გამოვცალო, ამიტომ აღარ ვყიდულობ ბევრს. რაც არ მაქვს, როგორ შევჭამ?! :D
ადრე უშაქრო ჩაისა და ყავის დალევა მეჩვენებოდა სასჯელად, ახლა შაქარი რომ ჩამიყარონ რომელიმეში, შეიძლება ცუდად გავხდე. ასე რომ, მართლა მიჩვევაა ბევრი რამ.

თუმცა ჰულა-ჰუპს სხვა რამეს ვუმადლი. კერძოდ, შეიძლება გახდეს ქალი, მაგრამ წელი მაინც არ ჰქონდეს გამოყვანილი. იყო დრო, ერთ-ერთ პლიუსად ვთვლიდი საკუთარ გამოყვანილ წელს.... მერე იყო დროც, როდესაც არ მახსოვდა, თუ ოდესმე წელი,როგორც ასეთი, მქონდა. :D
ჰოდა, "ქებაი და დიდებაი" ჰულა-ჰუპს....
ან "ვიყიდე ჰულა-ჰუპი და მოვიგე კიარადა, დავიბრუნე გამოყვანილი წელი". :D
ან, უბრალოდ, თითქმის ისეთივე წელი მაქვს, როგორიც მქონდა.... თითქმის. ეს შრამი რომ არ მიგდებდეს მთელს ჯაფას წყალში.... რა თქმა უნდა, კიდევ უნდა ვატრიალო ბეჯითად ზემოთხსენებული რგოლი, მაგრამ შედეგი სახეზეა, თან დროში განგრძობითი მოვლენა აღმოჩნდა ასე მიღწეული შედეგი. ქრეშ-დიეტების და yo-yo ეფექტის არსებობა მიეცა ღრმა წარსულს. :D


რაც შეეხება თავად ჰულა-ჰუპს და მის გამოყენებას:
1. აუცილებლად შეიძინეთ რკინის ბურთულებიანი რგოლი. პლასტმასის ბურთულებიანს თითქმის არანაირი ეფექტი არ აქვს.
2. ეცადეთ მართლა ყოველდღე ატრიალოთ. მე მაგალითად, ფილმის ყურებისას ვატრიალებ, ან კიდევ youtube-ზე რომელიმე ვიდეოს ვრთავ და 10 წუთი ისე გადის ხოლმე, ვერც ვხვდები.
3. საკუთარი თავის მტრები თუ არ ხართ, ნუ ატრიალებთ რგოლს ციკლის პირველ და მეორე დღეს. ისედაც არაა მთლად უმტკივნეულო პროცესი და მითუმეტეს ციკლის ისეთ დღეებში, როდესაც ზოგი ქალი სუნებზეც კი რეაგირებს, ზედმეტი გამაღიზიანებლის დამატება, უგუნურობა იქნება. მე მსგავსი რამე აზრადაც არ მომსვლია. Na, Gott sei Dank. :D
4. თავიდან აუცილებლად ჩაიცვით სქელი ტანსაცმელი. მე საკმაოდ დიდი სისხლჩაქცევები მქონდა, კარგად მიბეგვილს ვგავდი. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე და ახლა მაისურის გარეშეც რომ ვატრიალო, არ მილურჯდება გვერდები. :D თუმცა თეძოებზე მაინც ვერ ვატრიალებ, სქელ ზედაშიც კი, მენჯის ძვლებთან საკმაოდ მტკივნეულია.




ჰოდა, ამ გახსენებაზე, წავალ დავატრიალებ ცოტა ხანს.
:D


See ya soon :)

12 Kommentare:

  1. ვაი, არ გეზარება :შ ?

    AntwortenLöschen
  2. :D ხანდახან ძალიანაც მეზარება, მაგრამ მერ წარმოვიდგენ ჩემს თავს 1 წლის წინ და... :D

    AntwortenLöschen
  3. au da mtkivneuli araa? sul mgonia ro dalurjebebs iwvevs
    kiara
    mucels ar shvelis eg xo?
    kai
    :|

    AntwortenLöschen
  4. @ babisa,

    მუცელსაც შველის.

    ახლა დაგიწერ ჩემს შედეგებს:

    წელი: წინა წელს ნოემბერში-81,5, 3 დღის წინ მქონდა- 74,5.

    ჭიპთან მუცლის გარშემოწერილობა(ეს ჩემთვის ყველაზე განიერი ადგილია და მაგიტომ ვიზომავ მანდ. თან მე მუცელზე დიდი შრამი მაქვს და საგრძნობლად მირთულებს დაპატარავებას :D ): წინა წლის ნოემბერში- 92 სმ, ახლა მაქვს 81,9 (juhuuuu).

    და თეძო: მქონდა 91,5 და ახლა მაქვს 87,7. ნუ, აქ ძვლებს ვერ ვუყამ ვერაფერს. :D


    როგორც ხედავ, მუცელზე ყველაზე კარგი შედეგი მომცა, მაგრამ წელზე სხვა მხრივ იმოქმედა, ლამაზად გამოიყვანა.


    მტკივნეული არის თავიდან, მაგრამ მაქსიმუმ 1 კვირა. თუ სქლად ჩაიცვამ, აირიდებ უმეტეს ჩალურჯებას.

    :)

    AntwortenLöschen
  5. მე სახლში მაქვს რკინის ^_^ ვვარჯიშობ ხოლმე, ზამთარში მეზარება პროსტა, არადა ყველაზე ძაან ამ პერიოდშია საჭირო :დ
    ამ ზაფხულს კიდე მივასკდი და 2 საათი გადაბმულად ვატრიალე, აი მართლა 2 საათი და ერთი კვირა დიიდი სილურჯე მქონდა წელზე :დ

    ისე მაგრად ვერთობი ხოლმე, მუსიკა როცა მაქვს ჩართული ,ან ვიდეოებს და ფილმებს რომ ვუყურებ.. მაგიტომაც მომივიდა ის დიდი სილურჯე, 2 საათი შევყევი რაღცას ტელევიზორში და.. :დ

    AntwortenLöschen
  6. mec maqvs hula, rac mtavaria medium size 80 masajorit.tavidan mtkivneuli iko, axal ver vgrdznob verafers. dgeshi min 20 cuti vatrialeb. 10 tedzoebze, 10 celze.

    AntwortenLöschen
  7. @ თინი, ხო შეჩვევა იცის. თავიდან ძლივს გავიხსენე :D


    @ Tomushka, აუ, თეძოებზე როგორ ატრიალებ? მე მაგრად მტკივა ძვლები. :S

    AntwortenLöschen
  8. კიდევ უნდა ვატრიალო ბეჯითად ზემოთხსენებული რგოლი, მაგრამ შედეგი სახეზეა, თან დროში განგრძობითი მოვლენა აღმოჩნდა ასე მიღწეული შედეგი. ქრეშ-დიეტების და yo-yo ეფექტის არსებობა მიეცა ღრმა წარსულს. :D

    magaaar ")
    magram ai cxvirebze ver gavige postis dasawyisshi :)

    AntwortenLöschen
  9. @ taa,

    რავი, რაც მეტ სოციალურ ქსელზე შეარდება პოსტები, მეტი საშიშროებაა ნაცნობებმა შემოიჭყიტონ

    :D

    ზოგზე დაჟე ვწერ ხოლმე და რიავიც :D

    AntwortenLöschen
  10. სად ვიყიდო ახლა ბათმში რკინის ბურთებიანი ჰულა–ჰუპი? :( არადა როგორ შემეხარბა :D :D

    AntwortenLöschen
  11. დიეტაზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
    საერთოდ.
    მაშინაც კი, როდესაც აბიტურიენტობის დროს (რაც ჩემს პირადობაზეა აღბეჭდილი) მომატებული მქონდა და მჭირდება ლოყების ჩაფუშვა. არ შემიძლია.
    მეტიც..
    ჭამაც მკიდია.

    AntwortenLöschen
  12. ♥ ♥ ♥ I Wish You A Merry♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ Christmas♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♥ ♥ ♥ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪...And A Happy New Year!♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪♥ ♥ ♥

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates