მაგარი რამეა ეს სოც. მედია...
ათასი Facebook, mayspace...
ათასი ფორუმი...
ათასი მესინჯერი...
ათასი ბლოგი...
ათასი დასატოვებელი კომენტარი, ან პასუხგასაცემი კომენტარი...
დაფლუდული ნიკსერჩი ...
ელაპარაკები ვიღაცას. უცებ ეკრანზე მეორე ფანჯარა ამოტივტივდება, ვიღაცას გაახსენდი... გადაერთვები წუთით, გასცემ პასუხს, მოიკითხავ, მოუყვები, როგორ იყავი გუშინ კბილის ექიმთან და როგორ დაგაძრო ლამის ღრძილებიც კი გაწმენდისას.
იგივე დროში შენს მეგობარ დენტისტს სწერ PM-ს და ეკითხები, შეიძლება თუ არა ყავის დალევა, როდესაც 8 საათის წინ ექიმთან იყავი და მანდ გარკვევით გითხრა, რომ 4 საათი უნდა დაგეცადა... მაინც ეკითხები, რომ დამშვიდდე და გადაამოწმო. სანამ პასუხს ელოდები, ისევ პირველ მოსაუბრეს უბრუნდები, გადაავლებ უცებ თვალს, რა მოგწერა და აგრძელებ კომუნიკაციას.
თან მუსიკას უსმენ, თან ფილმს უყურებ ცალი თვალით,თან ბლოგს ანახლებ, თან სხვის ბლოგებს კიტხულობ, თან დალინკულ საიტებს ამოწმებ და ხარ ასე ბედნიერად. მშვენიერია, შენ თავად შეგიძლია აირჩიო, ამ წუთას რისი კეთება გინდა.
ჰოპლა, ასე დასამარდა კონცენტრაცია. რეალში ადამიანებს ვერ ვუსმენ გადაბმულად 2 წუთითაც კი. ვიჭერ თავს იმაში, რომ სხვადასხვა ფაქტებზე გადავერთვები ხოლმე. ვერ ვაანალიზებ, რომ ეს ნეტი არაა და აზრზე მოსვლის შემდეგ, უბრალოდ ვერ გადავხედავ, აქამდე რა ილაპარაკა მოსაუბრემ.
თქვენ არ გაქვთ ეს პრობლემა?
ძალიან უხერხულ მდგომარეობაში კი ვვარდები, მაგრამ ტვინი გადასულია online-რეჟიმში და multi-tasking სისტემაში და ვერაფერს ვშველი :(
რეალური სოციალური ქსელი ხომ არ აღმედგინა, რა ვქნა?! რიავიც, რიავიც...
09.09.09
ამბავი იმაზე, თუ როგორ მოიპარა სოც. მედიამ კონცენტრაციის უნარი
Labels:
კონცენტრაცია,
მესინჯერი,
სოც. მედია,
სოციალური ქსელი,
ფორუმი
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
au kii memarteba egre, rac dro gadis ufro da ar momwons aserti chemi tavi, gamokompebuli, mara ra vqnaaaa, mtel dges ro marto saqme vaketo gavafren da ase vertobi shigadashig, rogor avikrzalo, rit vushvelo :D:D
AntwortenLöschenმე მაქვს ქრისტ ეს პრობლემა :|
AntwortenLöschenრაღაც დამეკარგა დავუშვათ და ვეძებ, გონებაში ვფიქობ მოდი რომ "დავსერჩო"უკეთესი არ იქნებათქო.. დასერჩვას რა კუთხით ვიძახი მიხვდები ალბათ :S
:ლოლ:
lol
AntwortenLöschen:D
ხო, მე კიდევ ყველაფერს ვგუგლავ :D
სულზე მომისწრო შენმა პოსტმა. ვერ ვხვდებოდი რომ კომპიუტერი მაწუხებდა. ვდგები და გარეთ გავდივარ!
AntwortenLöschenauu,mteli eri ert chirshi vart...
AntwortenLöschenme vigacas realurad ro vxvdebi da velaparakebi,mashinac ismis cinadadebi,ra ar naxe,blogse xo davde,cadi da flickrse naxe, an is simgera ro gamomigsane mishvela da mere vxvdebi xolme,rame ro meshvelos,unda avdge da jorj paikivit gavide,ogond didi xnit...
arada,ne magu da zed miyolebuli ne xachuc...
"ამბავი იმაზე, თუ როგორ მოიპარა სოც. მედიამ კონცენტრაციის უნარი"
AntwortenLöschenxoo xandaxan zaan paranoiaa net-i.
dgeshi ramdenime ateuli gigabaiti info tu ar mivige sheizleba lomkebi dameckos :D lol
ამ წუთას ვარ მასე :D
AntwortenLöschensame here, same here :)
AntwortenLöschenორი დღე კომpთან არ ვმჯდარვარ და ბედნიერი ვიყავი, ადამიანს დავემსგავსე.
AntwortenLöschenრომელი კონცენტრაცია, ხან ის მავიწყდება რამდენი წლის ვარ :( რამეს რომ მკითხავენ, ჩლუნგივით ვპასუხობ: "ჰა? ჰა?" :(
ეჰ, მეც ეგრე არ ვარ?! :|
AntwortenLöschenმულტიტესკურ რეჟიმში მუშაობა რომ მკითხო ძალიან კარგია. აი ჩემს სამუშოზე მულტი კი არა, პოლიმულტიტექსკურ რეჟიმში ვარ ხოლმე. :) (ქართულად იქნება ძალიანმრავალდავალებიანი რეჟიმი) რა ვიცი, პრობლემა არ მქონია.
AntwortenLöschenისე ერთხელ სკოლაში ისტორიამ გვითხრა, რომ ადამიანის ტვინი მაცივარივითაა, 5 წუთზე მეტს ვერ მოგისმენსო და მთვარი სათქმელი სწორედ ლაპარაკის პირველ 5 წუთში უნდა ჩატენოვო. :)