მაგარი რამეა ეს სოც. მედია...
ათასი Facebook, mayspace...
ათასი ფორუმი...
ათასი მესინჯერი...
ათასი ბლოგი...
ათასი დასატოვებელი კომენტარი, ან პასუხგასაცემი კომენტარი...
დაფლუდული ნიკსერჩი ...
ელაპარაკები ვიღაცას. უცებ ეკრანზე მეორე ფანჯარა ამოტივტივდება, ვიღაცას გაახსენდი... გადაერთვები წუთით, გასცემ პასუხს, მოიკითხავ, მოუყვები, როგორ იყავი გუშინ კბილის ექიმთან და როგორ დაგაძრო ლამის ღრძილებიც კი გაწმენდისას.
იგივე დროში შენს მეგობარ დენტისტს სწერ PM-ს და ეკითხები, შეიძლება თუ არა ყავის დალევა, როდესაც 8 საათის წინ ექიმთან იყავი და მანდ გარკვევით გითხრა, რომ 4 საათი უნდა დაგეცადა... მაინც ეკითხები, რომ დამშვიდდე და გადაამოწმო. სანამ პასუხს ელოდები, ისევ პირველ მოსაუბრეს უბრუნდები, გადაავლებ უცებ თვალს, რა მოგწერა და აგრძელებ კომუნიკაციას.
თან მუსიკას უსმენ, თან ფილმს უყურებ ცალი თვალით,თან ბლოგს ანახლებ, თან სხვის ბლოგებს კიტხულობ, თან დალინკულ საიტებს ამოწმებ და ხარ ასე ბედნიერად. მშვენიერია, შენ თავად შეგიძლია აირჩიო, ამ წუთას რისი კეთება გინდა.
ჰოპლა, ასე დასამარდა კონცენტრაცია. რეალში ადამიანებს ვერ ვუსმენ გადაბმულად 2 წუთითაც კი. ვიჭერ თავს იმაში, რომ სხვადასხვა ფაქტებზე გადავერთვები ხოლმე. ვერ ვაანალიზებ, რომ ეს ნეტი არაა და აზრზე მოსვლის შემდეგ, უბრალოდ ვერ გადავხედავ, აქამდე რა ილაპარაკა მოსაუბრემ.
თქვენ არ გაქვთ ეს პრობლემა?
ძალიან უხერხულ მდგომარეობაში კი ვვარდები, მაგრამ ტვინი გადასულია online-რეჟიმში და multi-tasking სისტემაში და ვერაფერს ვშველი :(
რეალური სოციალური ქსელი ხომ არ აღმედგინა, რა ვქნა?! რიავიც, რიავიც...
Posts mit dem Label მესინჯერი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label მესინჯერი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Abonnieren
Posts (Atom)