28.02.12

Just some pending friend requests

მე და ჩემს ბრაზილიელ მეგობარს სუფთა "ქართული" მეზობლობა გვაქვს, თავისი ყავის დალევით, ერთმანეთის დაპურებით, გამოლეული შამპუნისა და ხახვის სესხება/ჩუქებით. მისი ბიჭიც ხშირად არის ხოლმე ჩვენთან ერთად. საკმაოდ თავაზიანი, მაგრამ უშუალო ურთიერთობა გვაქვს, - რეალური, ხელშესახები ურთიერთობა და მაინც ვერ წარმოიდგენთ, როგორ აღვშფოთდი, როდესაც ფბ-ზე არ დამამატა :D

OK, გამოცდები აქვს და იშვიათად არის კომპიუტერთან, მაგრამ ეს რა ჩაიდინა-მეთქი, ვქოთქოთებდი და უცებ მივხვდი, რა დარხეული გვაქვს, როდესაც მხოლოდ მაშინ ვარქმევთ მეგობარს მეგობარს, ნაცნობს- კარგ ნაცნობს, თუკი ის რომელიმე სოც. ქსელშიც საჯაროდ აფიქსირებს ამ ფაქტს.

იგივე დამოკიდებულებას ბლოგის და რეალური მეგობრების მიერ მისი (არ) კითხვის მიმართ უკვე კარგა ხანია მივეჩვიე და შევეგუე. იძულების წესით ხომ არ გამოაწერინებ ვინმეს... :D

ალბათ, იმდენად დიდი დატვირთვა გადაგვაქვს ვირტუალურ "მე"-ზე, რომ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ვიღაც "მართლა გიცნობდეს", სრულყოფილი ურთიერთობა ჰქონდეს შენთან, თუკი ფბ-ს სტატუსზე "ლოლ"-ო, არ დაგიკომენტა და შენი დაშეარებული სტატია არ გადააშეარა. :D

რა გვეშველება. :D

არადა, რა გაცილებით იოლია, იყო გულწრფელი, როცა ვინმეს პირისპირ არ დგახარ; დაწერო :hug: :* ♥ , ვიდრე რეალურად ვიღაცას ჩაეხუტო და უთხრა, რომ ძვირფასია შენთვის; დაალაიქო ფოტო, ვიდრე რეალურად გამონახო შესაფერისი კომპლიმენტი; დატოვო :( კომენტარში, ვიდრე იპოვნო საჭირო სიტყვები იმის სათქმელად, რომ სწუხხარ.....

და ჩვენც როგორ გავზარმაცდით ნაწილობრივ, მაგრამ, ამავე დროს, როგორ მოგვეხსნა დაძაბულობა (მე რომ რომელიმე მეგობარი, ან ნაცნობი წამდაუწუმ ჩამეხუტოს, სერიოზულად გავფრიკავ :D)....


ჰოდა, იყოს, ნუ დამამატებს ეს ჩემი მეგობრის ბიჭი ფბ-ზე, აუცილებელი ხომ არაა, ყველა ყველანაირს გიცნობდეს. :D

6 Kommentare:

  1. yep, იგივეს ვფიქრობ მეც -არადა, რა გაცილებით იოლია, იყო გულწრფელი, როცა ვინმეს პირისპირ არ დგახარ; დაწერო :hug: :* ♥ , ვიდრე რეალურად ვიღაცას ჩაეხუტო და უთხრა, რომ ძვირფასია შენთვის; დაალაიქო ფოტო, ვიდრე რეალურად გამონახო შესაფერისი კომპლიმენტი; დატოვო :( კომენტარში, ვიდრე იპოვნო საჭირო სიტყვები იმის სათქმელად, რომ სწუხხარ - ამაზე

    AntwortenLöschen
  2. @babisa, სიმართლე გითხრა, ვფიქრობ, რომ პოზიტიური მხარეც აქვს ამ ყველაფერს. თუნდაც ის ავიღოთ, რომ ბევრი იმდენად გაუბედავი ადამიანია, სოც. ქსელზე სმაილის დაწერაც უჭირს.
    მე ძალიან დიდი ხანიც რომ ვიცნობდე ადამიანს,რომ მიახლოვრება ფიზიკურად,სითბოს გამოხატვის მიზეზით, საშინლად უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი ძვირფასია ჩემთვის, თუ არა და ასეთ დროს ინტერნეტი არის რაღაც მხრივ გამოსავალი. თუმცა, არ უნდა გავუთამამდეთ :D

    AntwortenLöschen
  3. მე ხშირად მგონია, რომ თუ ფბ–ზე ან ბლოგზე რამე დავწერე, ის ყველამ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ უკვე ვთქვი და თუ მერე რომელიმე მეგობართან ლაპარაკისას აღმოვაჩინე, რომ იმას სულაც არ წაუკითხავს, რაც დავწერე, მზად ვარ ხოლმე შევშფოთდე და უცბად ვხვდები რომ გავრეკე თუ რაღაც და გადმოვდივარ რეალურ ცხვორებაში :)

    AntwortenLöschen
  4. @nastasia, აუ, ფბ-ზე რომ რამეს ვდებ იმის წაუკითხაობა ხომ საერთოდ ანათემას გადაცემის რიტუალს მაწყებინებს ეგრევე :D

    AntwortenLöschen
  5. gamovregistrirdi fb dan radganac mivxvdi is rasac shen mixvdi fb stan dakavshirebit.

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. Toma, ფბ-ს წაშლა პრობლემის მოგვარებად არ მიმაჩნია. ზომიერად ხმარება რომ არ ვიცი, ეგაა პრობლემა, თორემ ბევრ რამეში პოზიტიური როლი ითამაშა პირადად ჩემთვის :)

      Löschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates