ხვალ თმას ვიჭრი!
სულ თავიდან, ღრმა ბავშვობაში ჯერ ქერა და მერე ჟღალთმიანი ვიყავი.
მერე თავი გადამპარსეს... რატომღაც ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელსაც "მუცლის თმა" 16 წლის ასაკში გასცვივდა და რაღა მე მეტაკებოდა რამე?!
უფრო მოგვიანებით დედაჩემი წარმატებით მჭრიდა თმას "ბიჭურად". ეს ის დროა, საქართველოს მასშტაბით შუქს რომ ნატრობს მოსახლეობა და ჩვენ სახლიდან გამოგვაძევეს და საერთო საცხოვრებელში გადაგვაბარგეს. რომელ ფენზეა საუბარი?!
ნუ, ახლა, მოკლე თმა ძალიან კარგადაც შეიძლება მოიხდინო, ზემოთხსენებული ფენების და ლაქების საშუალებით, რომლებიც მე, მეოთხე კლასამდე, აბა, რად მინდოდა და დავდიოდი გაბურძგნული...
შემდეგ იყო წლების განმავლობაში მხოლოდ დავარცხნილი და გვერდზე გადაყოფილი, ერთ კიკინად შეკრული თმა. მაშინ მაინც გახსენებოდა ვინმეს, რომ ჩემი ბუნებრივად ხვეული თმა გაცილებით უკეთ მექნებოდა.
ძველ სურათებს რომ ვუყურებ, მგონია, რომ რაღაც მაკლია და ეს რაღაც ყოველთვის არის თმის ფერი და ვარცხნილობა.
17 წლის რომ გავხდი და სულ რაღაც 2 წლით ისევ გადმოვბარგდი ესოდენ "საყვარელ" საერთო საცხოვრებელში, ანი დიდი წარმატებით მიუთოებდა(!) თმას ნამდვილი უთოთი. ქაღალდს დამაფენდა ხოლმე ზედ. ისეთ წვრილმანზე, როგორიცაა ალაგ-ალაგ დამწვარი კანი, არ შევჩერდები, მაინც არ ჩანდა. ანის გურული ბებო კი გააქნევდა ხოლმე თავს, თუკი თბილისში იყო. ალბათ, ფიქრობდა, რამ გაააბდლა აი გოგოო...
მერე ერთხელ, უკვე მიუნხენში ყოფნისას, ჩემმა მეგობარმა ისე სასწაულად შემჭრა თმა, ბენდენით დავდიოდი.
აი, მანდ გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და მას შემდეგ მაქვს ძალიან ახლო და გემრიელი ურთიერთობა ჩემს თმასთან. ანუ, ყველაზე მეტად ვუვლი :D
აღარც მახსოვს, რამდენნაირი ვარცხნილობა მქონდა, მაგრამ ყოველი მათგანი მკაცრად განსაზღვრავდა ჩემს იმდროინდელ სულიერ მდგომარეობას.
- ხვეულ, ანუ ჩემს ბუნებრივ ვარცხნილობას თუ ვატარებ, ან გამოცდები მაქვს, ან დედამიწა მკიდია და თან რამდენიმე ადამიანი მიზანმიმართულად მეზიზღება.
- შავ თმას ვატარებდი, მაშინ როცა 8 თვე სამყაროსადმი სიძულვილის შემდეგ, უცაბედად გადავწვიტე მოკლე ბობის მორგება მეცადა.
- შემდეგ წითლად შევიღებე თმა, იმიტომ რომ, ყველა ცხვირს იბზუებდა, როგორც კი ამ ფერს ვახსენებდი. მე კი, როგორც წესი, ხომ აუცილებლად ის უნდა გავაკეთო, რის გაკეთებასაც მასა მიშლის ( თან მე მინდა და სხვისი სურვილი რატომ უნდა დავაყენო ჩემსაზე მაღლა? ). უნდა ვაღიარო, რომ ძალიან წარმატებული ფერი იყო ჩემს თავზე. დღემდე ამ ფერის ერთგული ვრჩები.
- თუ საკმარისი ფული არ მაქვს, მხოლოდ ბოლოებს ვაჭრევინებ მეგობარს და თმაც, შესაბამისად, გრძელი მაქვს ხოლმე. ზუსტად ისე, როგორც ახლა.
ჰოდა, ხვალ მივდივარ და მოკლედ ვიჭრი. თან ზუსტად ისე, როგორც 3 წელია მინდოდა შემეჭრა. იმიტომ, რომ მომბეზრდა გრძელი თმა... იმიტომ, რომ საერთოდ არ ვარ ამ ეტაპზე "გრძელთმიანი, stylish გოგო". ამ ეტაპზე "მოკლეთმიანი, გიჟი გოგო ვარ". :D
იმედს ვიტოვებ, რომ ეს "გადაკეთება" არ იქნება ისეთი, ქუდით რომ მარბენინოს 2 თვე. თუმცა, why fuckin' not? ამ შიშით თუ არ შევიჭერი, ხომ არასოდეს მეცოდინება?!
Anyways, I know, I'm gonna rock it! somehow.
19.04.11
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
axalma varcxnilobam damainteresa, neta rogor apireb :)
AntwortenLöschenბაბისა, როგორ და : ცალი მხარე მაქვს ძალიან მოკლედ და მეორე ლოყის შუამდე :)
AntwortenLöschenაუცილებლად უნდა გააკეთო ის რაც გინდა!!!:)
AntwortenLöschenმაგარია, საინტერესო ისტორია იყო :>
@kiwi, უკვე გავაკეთე
AntwortenLöschen<3 <3
it's awesome :D