ადამიანებს, რომლებმაც დღეს ბზობა იზეიმეს- გილოცავთ.
ადამიანებს, რომლებმაც კვირადღე სხვანაირად, მაგრამ არანაკლებ გემრიელად გაატარეს- გილოცავთ.
ადამიანებს, რომლებსაც არც არაფერი უკეთებიათ მთელი დღის მანძილზე- mmm... აი, მაგ საკითხში ვარ მოხუცი გენერალი :D მეტიც, დღეს მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით სწორედ მაგ თემაზე. მე დიდი სიამაყით განვაცხადე, რომ კითხვაზე, თუ რა ვიცი ძალიან კარგად, ყოველთვის შემიძლია დაუფიქრებლად ვუპასუხო: "არაფრის კეთება ვიცი პროფესიონალურ დონეზე. "
ჰოდა, გილოცავთ თქვენც!
თუმცა, მთლად მასეც არაა.
აი, დღეს მაგალითად, მას შემდეგ, რაც ბზობა აღვნიშნეთ და სახლში მოვედი, დიდი გულისყურით გავწმინდე კლავიატურა, გავრეცხე კლავიშები. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ პაწუა ღრიჭოებში ამდენი არსახსენებელი მტვრის ნაწილაკის პოვნა შეიძლებოდა. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და შევჩივლე, ჩემს ლეპტოპს ჩემს ნაცვლად ეწვის ყურები, ალბათ, ასეთი პატრონი რომ ჰყავს და ისიც გოგო-მეთქი, მაგრამ ჰეი, სამაგიეროდ, ისეთი გოგო, რომელსაც შიშით გული არ მისდის იმის გაგონებაზე, რომ კლავიატურას თურმე შეიძლება კლავიშები დააძრო (იმედია, ქართულად ასე ჰქვია), ხომ ნიშნავს ეს უკვე რაღაცას? :D
მათ, ვინც ჩემს ბლოგს უკვე დიდი ხანია თვალს ადევნებს, ეცოდინებათ, რომ ჩემი ლეპტოპის ოფიციალური რანგი ჩემი მეუღლეობაა.
- მას უკითხავად არ ეხებიან.
- თუკი ვინმე იჯდა ლეპტოპთან, მე ყოველთვის ვხვდები ამას და იწყება მერე ანტივირუსების გადაგორება და გადამოწმებები :D
- როდესაც მაგიდა უნდა გათავისუფლდეს, ზრდილობიანად კითხულობენ, შეიძლება თუ არა ჩემი მეუღლის გადადგმა :D (გიო არ კითხულობს ამ ბლოგს, მაგრამ თუკი ოდესმე შემოაბიჯა, გემრიელად გაიცინებს საკუთარ თავზე)
- მისი ოფიციალური სახელია: Christina's man
- ის, აგერ უკვე 5 წელია, გმირულად იტანს ჩემს კაპრიზებს და მხოლოდ ერთხელ გვქონდა 2 კვირიანი კრიზისი ოჯახში, მას შემდეგ რაც სერიოზულად დავირუსდა და 3-ჯერ მომიწია სისტემის გადაყენება.
- მიყვარს ჩემი ლეპტოპი. ვაღიარებ :D
- P.S. არა, ბავშვზე ჯერ არ ვფიქრობთ, რა გვეჩქარება :D
p.s. დღეს შუალედში მეგობართან ერთად მზესაც ვეფიცხებოდი, ის - კონსპექტებით და მე- პალანიკის რომანით ხელში და დიდი ხანი ვისხედით, ვგონებ....
:D
ვეღარ გავაღწიე. არადა მშია და მაინც ვკითხულობ და ვკითხულობ იმ პოსტებს, რომლებიც შეიძლება ადრე წავიკითხე, მაგრამ აღარ მახსოვს.
AntwortenLöschenქრის, რომ იცოდე, რა კარგად წერ. იცი, ალბათ, მაგრამ you know what I mean :)))