დამაშინებლად უცნაური სიზმარი ვნახე.
არადა, საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობ უკანასკნელი დღეები და საერთოდ, სხვა გმირები მოძრაობენ ისტორიებში.
არასოდეს წარმომედგინა, რომ წინადადება, რომლის გაგონებაც წესით აბსოლუტურ ბედნიერებას უნდა უდრიდეს ასე დამზაფრავდა. მერე რა, რომ სიზმარი იყო.
და მივხვდი, რომ ჩემი ინდიფერენტულობა მივიდა იმ ზღვრამდე, როცა სცენარის განვითარების არცერთი შესაძლებლობა არ მაფრთხობს, ან მაშინებს, ან მანერვიულებს. საშინლად ვამაყობ საკუთარი თავით, იმიტომ რომ, მარტომ მივიღე გადაწყვეტილებები და მარტომ მივაღწიე იმას, რომ ყველაფერი ისეა, როგოც მე მინდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
.... ამასობაში, საერთოდ სხვაგან წავედი პოსტის წერისას და გამოსწორებადიც აღარაა ეს სიტუაცია.
ანუ, რისი თქმაც მინდოდა, ისედაც ეტევა ერთ წინადადებაში.
ისეთი ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ, რომლისთვისაც საკუთარი "თავის-უფლება" საკრალურად დიდ მნიშვნელობას ატარებს (და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ინდივიდი ასევეა მოწყობილი), უსაფუძვლო/საფუძვლიანი შიშების დაძლევა ყველაზე დიდი რამეა, რადგან არაფერი ისე არ გვბოჭავს, როგორც შიში და არასოდეს დავიჯერებ, რომ შეიძლება ნამდვილად გიყვარდეს ის, რისიც გეშინია და აქვე დიდი მადლობა აბსოლუტურად არასწორ სწვალებას ღრუბლებში მჯდომი, წარბშეკრული და მრისხანე "მსაჯულის" შესახებ, რომელსაც მთელი ბავშვობა და ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ შევუხამე "და ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი..." :|
06.04.11
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
neta ra sizmari iyo
AntwortenLöschen