თქვენ ხართ ჩვეულებრივი გოგო/ბიჭი.
ის არის ძალიან ცნობილი გოგო/ბიჭი, სასურველია, გლობალური მასშტაბით და შემდეგი სფეროებიდან:
- კინო
- მუსიკა
- სპორტი
პრობლემასაც თავად ხედავთ, ალბათ: თქვენ კი იცით, მაგრამ მან? :D
დაიკიდებთ და საშუალო სტატისტიკურ ნინოს/მარის/გიოს (ყველაზე გავრცელებული სახელების ამბავში) დაჯერდებოდით, თუ თავგადასავლებით აღსავსე გზას დაადგებით მიზნის მისაღწევად? და თუკი ამ უკანასკნელს აირჩევთ, როგორ გამოიყურება ეს გზა?
სახალისო პოსტია და ძალიან გამიხარდება, თუკი ვისმჯელებთ ამ საკითხზე.
let's just have some fun! :)
შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები მოიყვანოთ და ის ცნობილი ადამიანებიც დაასახელოთ, რომელთა გამოც "მთებს გადადგამთ". :D თქვენსა და მის სქესს არ აქვს მნიშვნელობა, თქვენც იცით, რომ ჰომოფობიისგან თავისუფალი ზონაა ეს ბლოგი.
p.s. პოსტის შთაგონების წყაროს წარმოადგენენ ის ცნობილი მამრები, რომლებიც ჩემის აზრით, უღმერთოდ მაგრად გამოიყურებიან! :D
პ.პ.ს. ამაზე პაპსა პოსტი არ დამიწერია ცხოვრებაში, მგონი :D
ვაიმე, ეხლა სერიოზულად დავფიქრდი :დ
AntwortenLöschenრომლებიც მომწონს, ძალიან ბევრია, მაგრამ აი ძალიან რომ მომწონდეს და მთები გადავდგა, ეგეთის მოსაფიქრებლად დრო მინდა :დ
პირველი სერიოზული, უღმერთოდ მოწონებული იყო რაული. მაშინ მართლა მეგონა, რომ მთებს გადავდგამდი, თან თინეიჯერი ვიყავი და მთების გადადგმა საკმაოდ რეალურად მეჩვენებოდა :დ
ა, ჰო, მერე იყო სესკ ფაბრეგასი [ესპანელ ფეხბურთელებს ვერ გავცდი :დ], მაგრამ ეგ უკვე ნაკლებად მომწონდა.
ზოგადად, რაულზე რომ ვიყავი გადარეული, ეგრე არავისზე ვყოფილვარ :))
აი ეხლა კი არ ვიცი, ვინ არის ისეთი, ვინც მინდა რომ ჩემ გვერდით იყოს. ვინმე თუ გამახსენდა, აუცილებლად დავწერ :დ
ნატალია,
AntwortenLöschenჰაჰა...
მე საერთოდ გამოუსწრებელი ვარ მაგ საკითხში. თან იმენა, ლამაზი უნდა იყოს ტიპი. :D
დავწერ მერე სიას, ახლა ვისაც ვანიჭებ უპირატესობას.
მე უფრო ის მაინტერესებდა, აი, რაას იზამდი კონკრეტულად, რომ იქამდე მიგეღწია.
ჩემს ვარიანტებს დავდებ მე ბოლოში.
:D