არ ვიცი, რამდენმა ადამიანმა ნახა ეს შოუ უკვე, ამიტომ თანმიმდევრულად მივყვეთ.
რეალითი შუებიდან მხოლოდ Top Chef მომწონდა, სანამ ამ პროექტს წავაწყდებოდი.
Face Off არის შოუ, რომელიც მთლიანად სპეც-ეფექტებს უკავშირდება.
თუ თქვენ გიყვართ Star Wars, ზომბები, კარიბის ზღვის პირატები, დრაკულა და ასე შემდეგ, მაშინ ეს შოუ ზედგამოჭრილია თქვენთვის, რამეთუ ჟიურიში ამ ფილმების სპეც- ეფექტების შემქმნელები სხედან. წამყვანი კი Star Wars-ის ყველა "სახის" შემქმნელის შვილი და ამ ბიზნესში საკმაოდ ცნობილი ქალბატონი გახლავთ.
მინდა აღვნიშნო, რომ სპეც-ეფექტებში არ იგულისხმება კომპიუტერული გრაფიკით მიღწეული შედეგები, არამედ make-up.
აქ, ისევე როგორც ყველა სხვა რეალითი შოუში, იწყებენ რამდენიმე წინასწარ არჩეული კონკურსანტით. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან საუკეთესო ნამუშევრების შექმნაში. ყოველი გადაცემის ბოლოს ერთი მონაწილე სტოვებს შოუს და ასე გამოვლინდება ფინალისტი. ყველაზე დიდი პრიზი, თანხის და საჩუქრების გარდა, რომლებიც გამარჯვებულს გადაეცემა, არის შანსი, ამ ბიზნესში ფეხის მოკიდებისა, რაც საკმაოდ რთულია.
მე, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ზემოთ ნახსენებ ფილმს არ ვწყალობ, ძალიან მომეწონა პროექტი. საოცრებაა უყურო მონაწილეებს, რომლებსაც უმოკლესი დროის განმავლობაში უწევთ დავალების შესრულება, კონცეფციის შემუშავება, მისი სისრულეში მოყვანა... და ამავე დროს, რა თქმა უნდა, საკუთარი კრეატიულობის და ნიჭის გამომჟღავნება.
პირველი სეზონი უკვე დასრულდა. მე ვუყურე ონლაინ რეჟიმში Movie2k.com-ზე და დიდი იმედი მაქვს, რომ მხოლოდ პილოტური სერიებით არ შემოიფარგლებიან და გააგრძელებენ გადაღებას.
ესეც ტრეილერი, თუ მსგავსი რამ:
ეს კიდევ ნაწყვეტი მეოთხე ეპიზოდიდან, youtube-ზე ვერ ვიპოვნე ნორმალური თრეილერი
p.s. ვინმე ღვთისნიერმა დამიკომენტოს სპეც-ეფექტებია, თუ სპეც ეფექტები, თუ სპეც. ეფექტები? :D
p.p.s. აუ, მოგეწონოთ რა, მოგეწონოთ!!!!
ბოლო P.s. ბლოგის საიდბარში (მარჯვენა ზემო კუთხეში :D) არის მოთავსებული გამოკითხვა და თუ არ დაგეზარათ, პასუხი დამიტოვეთ :*
Enjoy!!!!
27.03.11
Face Off, ანუ შოუ, რომელშიც აუცილებლად აძრობენ სახეს!
Labels:
face off,
make up,
trailer,
რეალითი შოუ
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen