ბავშვობის მეგობრობა ყოველთვის ჰგავს ჰოლივუდის ფილმებში ასახულ ისტორიას. ალბათ, იმიტომ, რომ ყველა მათგანის სცენარისტი აუცილებლად იყო ოდესღაც ბავშვი.
უკვე როცა გაიზრდები და სამსახურის შემდეგ, ან თავისუფალ შაბათ-კვირას შეხვდები მეგობრებს, ფილმსაც უყურებთ, ყავასაც დალევთ კაფეში, წითელ ღვინოსაც ხანდახან, მუცელში აფარფატებულ პეპლებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზეც ისაუბრებთ, ეს სიტუაციები არასოდეს იქნება ჰოლივუდური მეგობრობის მსგავსი, რომელსაც თავს გახვევს ყველა მედია-საშუალება.
შენც ბარბრა სტრეიზანდის გმირისა არ იყოს, მთელი შთაბეჭდილება და მოლოდინი გაგიცრუვდება, რადგან მაშინაც კი, როდესაც რაღაცაზე ერთად იცინით, ფონად გემრიელი საუნდტრეკი არ გესმის.
თვლი, რომ ისე ვერასოდეს იკამათებ მეგობართან, ისე ვერასოდეს იტირებ, ან ეტყვი, როგორ ზრუნავ მასზე. just, სახლში მოხვალ, მორიგ ბანალურ ისტორიას უყურებ და "awww"- გამომეტყველებით იჯდები ეკრანთან.
მაგრამ...
მაგრამ მერე, როცა ამ ყველაფერზე დაფიქრდები, მიხვდები, რომ ჰოლივუდის იდეალურ ისტორიებში მაინც არასოდეს გაცვლიდი შენს საკუთარ მეგობართან ყავაზე შეხვედრას (საუნდტრეკის გარეშეც), როცა მიმტანი თითქოს უკუნისამდე აგვიანებს, მზიანი ამინდის მიუხედავად მაინც ცივა და შენ შეგიძლია, მსახიობობის გარეშე მოუყვე, როგორი "არასრულყოფილ-არაჰოლივუდურ" ფაზაშია შენი ურთიერთობა მეორე ადამიანთან...
არც იმ საღამოსვე დიდი ხნის უნახავ მეგობრთან საერთოდ არაფერზე და ამავე დროს აბსოლუტურად ყველაფერზე ჭორაობას ჭიქა წითელი ღვინით ხელში...
არც იმ შეგრძნებას, სმს-ს რომ მიიღებ, რომ შენი მეგობარი 1 საათის წინ დედა გახდა და ხვდები, თურმე როგორ გაიზარდე... მიუხედავად იმისა, რომ სახლში მოსული ზემოთხსენებულ, სრულყოფილ ურთიერთობებზე გადაღებულ ფილმს უყურებ awww- სახით...
იმიტომ რომ, იდეალური ურთიერთობები არ არსებობს.
20.03.11
მეგობარი, როგორც ფილმიდან გადმოსული გმირი
Labels:
მეგობარი,
მეგობრობა,
ურთიერთობა,
შეხვედრა,
ჰოლივუდი
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ხო, მეც მქონდა ეგ გრძნობა, როდესაც დეიდა გავხდი.
AntwortenLöschenშენი რენდომ პოსტების კითხვა მიყვარს ხოლმე და ახლა აღმოვაჩინე, რამდენი პოსტი გაქვს მეგობრებსა და მათთან ურთიერთობებზე.
AntwortenLöschenიმის თქმა მომინდა, რომ მეგობრები ყველაზე ნერვებისმომშლელი არსებები არიან ამქვეყნად, რომლებზეც ჰუმანური აფორიზმი: "რასაცა გასცემ შენია..." საერთოდ არ ვრცელდება და ყველაზე კარგი გამოსავალი, თვალების ფართოდ გახელა და მათი გაშვებაა.
ეგრეც არ არის სოფი...
AntwortenLöschen@Sophie, yeap, არ ვენდობი სიტუაციებს, როცა მარტო ერთი მხარე გასცემს დაუსრულებლად. ეგ ამბავი ხდება ერთადერთ შემთხვევაში: როცა მშობელი ხარ (მანდაც არ ხდება ყოველთვის დაჟე), სხვა სიტუაციებში ბლეფია.
AntwortenLöschen@Kate, მორჩი შენ "მარტვილობას" :D შენი თავი ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეს და უნდა უფრთხილდებოდე, იმიტომ რომ, გინდა, თუ არა, ერთადერთი რამეა, რაც ბოლომდე გაგყვება :D :*
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D
AntwortenLöschenგადაშენდი :დდდდ
აწი ავსტრალიაში თუ გადავალ, თორემ მეტი როგორღა გადავშენდე :D
AntwortenLöschen:))))))))))))))))))))))))
AntwortenLöschenსაზიზღარო :დდდდდდ
რა ენა გაქვს :დდდდ
ეგ არ მიგულისხმია :მო: