16.08.09

When He's Just Not That Into You

უამრავზე უამრავი იდეა მომივიდა თავში, როცა ქრისტინამ გესთ ბლოგერობა მთხოვა. Chaotic Reality, მგონი, ერთერთი პირველი ბლოგი იყო, რომლის კითხვაც დავიწყე და მიმიზიდა თავისი მრავალფეროვანი, გახსნილი და პმს-ური პოსტებით.
მე რაზე მინდა დავწერო? ჰეჰ. კაკ რაზ, იუთუბზე შემომხვდა ერთი ფილმის ტრეილერი, რომელშიც იმდენნაირი სიტუაციაა განვითარებული, ყველა მათგანზე შეიძლება პოსტის წერა და მერე დისკუსია.

"He's Just Not That Into You"
- ქართულად თარგმნას ნუ მომთხოვთ, წარმოდგენა არ მაქვს, ზუსტად როგორ იქნება, ასეთი ცოდვები ისევ ვარეზნიკებმა ჩაიდინონ. გარდა იმისა, რომ ფილმის პროდიუსერი ჩემი დრიუ ბერიმორია, მთავარ როლს ასევე ჩემიანი სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს, რომ უსმენ ფილმის გმირებს, ლამის თავში შემორტყა, hell, მეც ხომ ასე ვიყავიო. თუმცა, ვიცი, რომ ბევრი გოგო არც შეიმჩნევს ამას:
  • ყოფილა შემთხვევა, როცა დაგვირეკავს, რადგან ის აღარ რეკავს (კაკ მინიმუმ sms-ს მაინც მივწერდით)
  • შეიძლება არც დაგვირეკავს, მაგრამ გულში გვჯეროდა - ისე მოვეწონე ტიპს, ვეღარ ბედავს დარეკვასო.
  • "ძალიან ჭკვიანი ვარ... არა, ზედმეტად ჭკვიანი და ჩემი შეეშინდა."
  • ამ დროს - HE'S JUST NOT INTO YOU AT ALL!
მე მქონია მსგავსი შემთხვევა. პირიქითაც მქონია, რომ he's so into me და მე - არა. ორივე შემთხვევა "ტეხავდა".
ქრისტინას უყვარს ხოლმე საინტერესო ლიტერატურის მოშველიება, მე მარტო ფროიდის და მეირ ლევინის მიმდევარი ვარ, ამიტომ ასეთები ნაკლებად გამომდის :ლოლ:
ჰოდა, თავს ვიმშვიდებ - სანამ სამყარო არსებობს, სანამ ადამიანები ვართ და მზეც ყველას თანაბრად მოგვეფინება - არაფერია საგანგაშო; I mean, არ მოსწონხარ? გაიარე. მოსწონხარ და შენ - არა, ისევ გაიარე.
თუმცა, როგორც დრიუ ბერიმორის გმირი ამბობს - თუ გინდა ადამიანი, იბრძოლე მისთვის, იქნებ, მართლა შენი მეორე ნახევარია. არის კიდევ მეორე მხარე - რა ბრძოლა, man, რომელი ოლიმპიური მედალი ეგაა, იბრძოლო და მოიპოვო. ან არის შენკენ, ან - არა.
ცოტა ამერია, მაგრამ თვითონ წარმოიდგინეთ, როგორ იქცევით ასეთ სიტუაციებში, რას აკეთებთ, რეკავთ თუ არ რეკავთ? იკიდებთ, როცა გიკიდებენ და პირიქით? ცხოვრება უფრო არეული ხდება, რაც მეტს ფიქრობ და სიღრმეებში მიდიხარ, ain't it?

სოფი გოლდენის ვერდიქტი: ისე მოიქეცი, როგორც გექცევინება. დარეკვა გინდა, დარეკე! გული გერევა, აირიე! ამოთქვი რა! მზე დაიჭირეთ და იარეთ, არ თქვათ, ხელები დაგვეწვებაო და კიდევ სხვა სარკასტული რაღაცები. Плевать мне на сарказм! ;)

მადლობა, ქრისტინა!

12 Kommentare:

  1. სოფის ვერდიქტი არის ის, როგორც მინდა ვცხოვრობდე, მაგრამ ვერ ვცხოვრობ :) ძნელია ძალიან, ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის კი არის.

    და ვაფასებ ისეთ ადამიანებს, ვინც ასე ცხოვრობს..

    AntwortenLöschen
  2. @ Sophie,
    მადლობა პოსტისთვის.

    მე მგონი, უფრო მეორე უკიდურესობა ვარ. სულ მგონია, რომ He's just not that into me. აი, სულ. :)
    ადრე მართლა ძალიან ვნრევიულობდი, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვატარებ. არ ვარ მებრძოლი ტიპი მაგ მხრივ. თუ არ დამანახე ყურადღება და არ დამარწმუნე იმენა პირდაპირ სიტყვებით და ქმედებით და ყოველდღე, არ გავიგიჟებ თავს და არ ვიომებ. (რამდენჯერმე ვცადე და ძალიან ცუდად გამომივიდა. უფრო ავხლართე ყველაფერი).

    მაგრამ, ოოო, თუკი ოდნავ მაინც ვხედავ just that into me-ს, აი, მანდ იწყება კონცერტები :D

    AntwortenLöschen
  3. @ Sophie,

    ვაიჰ, ფილმს ვუყურე ახლა და საერთოდ დავიბენი :D

    და იმდენ რამეში ვიცანი საკუტარი ქმედება :სირცხვილი:

    it was so sweet... Damn, I definitely want to be someone's exception....

    :dreamon...dreamon:


    :D

    AntwortenLöschen
  4. Dieser Kommentar wurde vom Autor entfernt.

    AntwortenLöschen
  5. [quote]სოფი გოლდენის ვერდიქტი: ისე მოიქეცი, როგორც გექცევინება. დარეკვა გინდა, დარეკე! გული გერევა, აირიე! ამოთქვი რა! მზე დაიჭირეთ და იარეთ, არ თქვათ, ხელები დაგვეწვებაო და კიდევ სხვა სარკასტული რაღაცები[/quote]

    სამწუხაროდ ამ სამყაროში როგორც მინდა ისე ვერ ვცხოვრობ :X და ალბათ ყველა ეგრეა :|

    AntwortenLöschen
  6. სამყაროს ნუ აბრალებთ რაღაცეებს, სამყარო არის, როგორც არის :В

    კარგი პოსტია. ფილმიც მაგრად დამევასა. უფრო სწორად, ჯერ კიბორგამ უყურა და აუ არ მომეწონაო, მე გამიკვირდა, მეთქი ასეთი მსახიობები და ცუდი იყო? და რომ ვუყურე, ძალიანაც მომეწონა, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე კიბორგა უბრალოდ ქალებზე და ადამიანებზე მოიშალა ნერვებზე ყრუებისას და იმიტომ არ მოეწონა.

    ხელლ, მართლაცდა :В

    ყველა შეცდომად ავუშვი დედამიწაზე და კიდევ ვაგრძელებ, ასწორებს, საინტერესოა.

    AntwortenLöschen
  7. ამ პოსტთან არაფერ კავშირშია, ნახე ეს, დაგთაგე :))

    http://konnchetina.blogspot.com/2009/08/blog-post_18.html

    AntwortenLöschen
  8. "ყოფილა შემთხვევა, როცა დაგვირეკავს, რადგან ის აღარ რეკავს (კაკ მინიმუმ sms-ს მაინც მივწერდით)
    შეიძლება არც დაგვირეკავს, მაგრამ გულში გვჯეროდა - ისე მოვეწონე ტიპს, ვეღარ ბედავს დარეკვასო.
    "ძალიან ჭკვიანი ვარ... არა, ზედმეტად ჭკვიანი და ჩემი შეეშინდა."
    ამ დროს - HE'S JUST NOT INTO YOU AT ALL!"
    აუ კი მეც მქონია ეგეთი, არაერთი შემთხვევა...

    "სანამ სამყარო არსებობს, სანამ ადამიანები ვართ და მზეც ყველას თანაბრად მოგვეფინება - არაფერია საგანგაშო;" განგაშის რა გითხრა და მე უკვე მკიდია სიყვარული. აი ძალიან ძლიერად მკიდია. at least საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ დასაკიდებელია.

    "თუ გინდა ადამიანი, იბრძოლე მისთვის, იქნებ, მართლა შენი მეორე ნახევარია. არის კიდევ მეორე მხარე - რა ბრძოლა, man, რომელი ოლიმპიური მედალი ეგაა, იბრძოლო და მოიპოვო. ან არის შენკენ, ან - არა." აუ აუ, ვერ ვიტან რაღაცისთვის ბრძოლას. არ მიყვარს და არასოდეს მყვარებია რაიმე სახის კონკურსი. არც სპორტში და არც ისე. მითუმეტეს მამაკაცისთვის არასოდეს მიბრძვია. they aren't worth.

    AntwortenLöschen
  9. @ Natalia,
    მადლობა.


    ახლა სრული აის ეიჯი მაქვს ტვინში და რომ გალღვება, დავწერ :D

    ხვალ მაინც, იმედია :D

    AntwortenLöschen
  10. Der Kommentar wurde von einem Blog-Administrator entfernt.

    AntwortenLöschen
  11. სოფი, შენი პოსტების საკმაოდ განსხვავებული იყო...მაგრამ შენი სტილი კვლავ დაცული :))
    სულ ვფიქრობ ხოლმე ამ თემაზე.. ფილმის არსსაც ვეთანხმები..მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის..ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალურია და შეიძლება მართლაც ერთი თვე დაჭირდეს იმაში, რომ მიხვდეს–უნდა თუ არა დარეკვა. მე ამის მაგალითები მქონია

    AntwortenLöschen
  12. სოფი ძალიან მომეწონა პოსტი :)
    მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ რაღაც ძვირფასია შენთვის და გიღირს ბრძოლად, უნდა იბრძოლო.არიან ადამიანები, რომლებთანაც პირველივე შეხვედრისას იცი რომ არ გაინტერესებს და მათთან არანაირი ურთიერთობა არ გამოგივა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გაინტერესებს, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული რა გინდა მათგან. ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანებმა უნდა იაქტიურონ, იბრძოლონ შენი გულის მოსაგებად. ჩემი აზრით, არც ისე ადვილია გამოიცნო რომელი ადამიანი არის შენი მეორე ნახევარი. ასეთ დროს იმ ადამიანმა უნდა დაგარწმუნოს რომ ზუსტად ისაა შენი მეორე ნახევარი.
    და რაც არ უნდა გულგრილი იყოს შენს მიმართ შენი მოწონებული საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, შეგიძლია მიიპყრო მისი ყურადღება. ოღონდ ასეთ შემთხვევაში დიდი დაფიქრებაა საჭირო ღირს თუ არა ეს ადამიანი შენს გარჯად.

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates