ალბათ, ყველას დაგიჭერიათ საკუთარი თავი ან სხვა ჟესტების, მიმიკის, ხმის ტემბრის და ხანდახან კილოს გადაღებაში.
მე მაგალითად, ძალიან იოლად ვიღებ სხვის კილოს და ჟესტებს.
მყავს მეგობარი, ზურიკა, რომელიც ცხვირში ლაპარაკობს და საყუარელი კილო აქვს: რაღაცნაირი გაწელილი. ჰოდა, მაგასთან რომ ვარ, ეგრევე მეცვლება ხმის ტემბრი, ვიწყებ ცხვირში ლაპარაკს და ვწელავ ბგერებს :D
კახეთში რომ ჩავდიოდი მამიდასთან, 3 დღეში წმინდა კახური კილო მქონდა. სახლში ჩემებს აქვთ აფხაზეთის კილო. მართალია, ძირითადად ჩემს ჩვეულ კილოზე ვრჩები ხოლმე, მაგრამ დედაჩემს სულ სხვანაირად ველაპარაკები :D
მახსოვს, ერთხელ ჩემს მეგობარს შევჩივლე მეორე მეგობარზე, ჩემნაირად დაიწყო წერათქო. საშინლად გავღიზიანდი მაშინ. დაძაბული ურთიერთობა გვქონდა და არ მინდოდა, ჩემნაირი ყოფილიყო :D
ახლახანს ერთ-ერთ პირად საუბარში little sunny boy-სთან (რამე მოკლე სახელი უნდა მოვუფიქრო, დავიტანჯე :D) შევამჩნიე, რომ მაკოპირებს :D ანუ, გამოთქმები, შორისდებულები მოყავს, რომლებსაც აქამდე არ იყენებდა და რომელთაც ახლა იყენებს. მერე საკუთარი თავი დავიჭირე, რომ რამდენიმე ფრაზას მეც ვაკოპირებ. იდეაში, ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ხშირად გვიწევდა კონტაქტი, მაგრამ მერე ერთ წიგნს ვკითხულობდი body language-ზე და ჰოი, საოცრებავ, აი რას წავაწყდი: თურმე, ნუ იტყვით და ყველაფერში ისევ ჩვენი ქვეცნობიერია დამნაშავე, აბა სხვა ვინ იქნება?! როდესაც ადამიანს ეკონტაქტები და გინდა იგი შენს მიმართ პოზიტიურად განაწყო, ქვეცნობიერად იმეორებ მის ჟესტიკულაციას, ხშირად ხმის ტემბრსაც კი იღებ და ცდილობ "დაემსგავსო". ამ დროს ეს ადამიანი შენში "პოულობს საკუთარ თავს", ანუ მსგავსებებს და შენს მიმართ კეთილგანწყობა ერთი-ორად უმძაფრდება.
ამავე წიგნიდან გავიგე, რომ ადამიანები, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ და ერთსა და იმავე "ტალღაზე" არიან მომართულნი, დროთა განმავლობაში ერთმანეთს ემსგავსებიან ჟესტიკუაციით, მიმიკით და ა.შ. აქედან ის საინტერესო დაკვირვება, როდესაც ხანდახან წყვილი დიდი ხნის ერთად ცხოვრების შემდეგ ერთმანეთს "ემსგავსება".
ამ ფენომენს ქალები უკეთ უღებენ ალღოს. ქალი 4-ჯერ უფრო მეტად ბაძავს მეორე ქალს კომუნიკაციისას, ვიდრე ერთი მამაკაცი მეორეს. ქალს ასევე უკეთ შეუძლია ინტუიციის დონეზე იგრძნოს, როდესაც ვიღაცა არ ეთანხმება მის მოსაზრებებს. ამ დროს იგი ქვეცნობიერად აანალიზებს უარყოფითად განწყობილი ადამიანის ჟესტებს და მიმიკებს და უმეტეს შემთხვევაში სწორადაც. მამაკაცები ამ წვრილმანებს იშვიათად აქცევენ ყურადღებას.
როდესაც ერთი ქალი მეორეს უსმენს, იგი დაახლოებით იგივე სახის მეტყველებას იღებს, როგორც მთხრობელი, თითქოს, მანაც იგივე გადაიტანა. ქალი საუბრისას ხმის ტემბრით და ჟესტიკულაციით ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მთხრობელისთვის სასაუბრო თემა. თუკი მამაკაცს ქალის მოხიბვლა სურს, სწორად ასე უნდა მოიქცეს. თუმცა აქ ვაწყდებით ერთ პრობლემას: მამაკაცებმა ევოლუციის მანძილზე ისწავლეს საკუთარი ემოციების დაფარვა, რადგან სხვა შემთხვევაში დიდი იყო საშიშროება იმისა, რომ მტრისთვის იოლად მისაწვდომები, დასამარცხებლები გამხდარიყვნენ. ამიტომაც მათთან საუბრისას ხშირად გვრჩება ასოციაცია იმისა, რომ ნიღბიანს ვესაუბრებით. თუმცა, რაღა თქმა უნდა, გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ მამაკაცებს ისეთივე ემოციები აქვთ, როგორც ქალებს, მათ მხოლოდ ამ ემოციის გამოხატვის სხვა გზა აქვთ არჩეული. :) :მთლადარდავღუპულვართსმაილი:
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მამრებს ჰგონიათ, რომ თუკი ისინი ემოციებს გამოხატავენ ხმის ტემბრის, მიმიკის, ჟესტების მეშვეობით, ისინი ქალებისთვის "რბილ მამაკაცებად" განიხილებიან. ამიტომაც ასეთი ცივი მოსმენის მანერა. მაგრამ, ჩვენი გამომკვლევები, რომელთაც თქვენ წარმოიდგინეთ და მეტი საქმე არ ჰქონდათ, რადგან ეს მათი პროფესიაა, კვლავ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ესეც სისულელეა და პირიქითაც: როდესაც მამაკაცი საუბრისას ქალის მიმიკებს "აკოპირებს", იგი აღიქმება ქალის მიერ როგორც განათლებული, საინტერესო და მომხიბვლელი.
ჰოოდა, მამრებო, გამოხატეთ ემოციები და გვაკოპირეთ წარმატებით... მაგრამ აქვე ერთი გაფრთხილება: არასოდეს დააკოპიროთ უარყოფითი ემოციები ;) ეს სიტუაციას ორმაგად დაძაბავს.
პ.ს. მეორე გაფრთხილება: თუ თქვენ ხელოვნურად ცდილობთ ამ მეთოდით ქალის მოხიბლვას და მას ეს ან სხვა წიგნი უკვე აქვს წაკითხული body language-ზე, ან სულაც ჩემი პოსტი მოხვდა როდისმე თვალში, მაშინ შეიძლება თქვენს ეშმაკობას ნაკლები ეფექტი ჰქონდეს. :P მთლად შტერებიც არ ვართ :D
პ.ს. ეს სიბრძნე მივიღე და გადმოვეცი წიგნიდან:
Die kalte Schulter und der warme Händedruck- Allan & Barbara Pease
15.08.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
[quote]მამრებს ჰგონიათ, რომ თუკი ისინი ემოციებს გამოხატავენ ხმის ტემბრის, მიმიკის, ჟესტების მეშვეობით, ისინი ქალებისთვის "რბილ მამაკაცებად" განიხილებიან. ამიტომაც ასეთი ცივი მოსმენის მანერა. [/quote]
AntwortenLöschenხოდააა..... რავიცი მემგონი ქალებს რბილი მამაკაცები უფრო მოსწონთ ვიდრე "ვირები" :D
არც კი შემიმჩნევია ვინმე თუ მაკოპირებს, ან რა დასაკოპირებელი მე ვარ.
AntwortenLöschenთავად მე ნაკლებად ვაკოპირებ, იმიტომ რომ უნიჭო ვარ :D
აუ, მართლა მაგარი პოსტი იყო :D
AntwortenLöschenთვალი ამიხილა, ნე ტო სლოვო :D კი, ვიცოდი, რომ ზოგჯერ ჩემი მეგობარივით ვიცინი და ისიც, ჩემნაირად "წკურავს" თვალებს, მაგრამ ახლა უფრო აშკარა გახდა :ლოლ: ბავშვობაში ჩემი პატარა დეიდაშვილი მბაძავდა და ძალიან ვღიზიანდებოდი, ახლა პირიქით - ვცდილობ, მე თვითონ ისეთი ვიყო, რომ კარგი მაგალითი მივცე სხვებს და თუ "დამაკოპირებენ", კარგად მაინც "გადამაპეისტონ" ;) აი, ბიჭებზე - პირველად გავიგე :| არ ვიცი, შეიძლება მომწონებოდა კიდეც, თუ ყველა სიტყვის მერე "საყვარელია"-ს არ იტყოდა :D
@ clown, ვირები, იმჰო, არ მოგვწონს :D
AntwortenLöschen@ Tomushka, ნწ... არაა ეგრე. ეს დაკოპირება იმაზე არაა დამოკიდებული, რამდენად "მაგარი" ხარ. ვინც შენთან კონტაქტში შემოსვლას ცდილობს, ან ვისთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს და შესაბამისად, ვისთვისაც "მაგარი" ხარ, ისინი გაკოპირებენ. დააკვირდი აბა. :)
"მაგარი" ცუდი სიტყვაა, მაგრამ არ ვიცოდი, სხვა რა დამეწერა :D
@ Sophie,
მეც "ევრიკა" დამემართა, რომ წავიკითხე. ბიჭებს რაც შეეხება, ახლა ლოყაზე ხელი არ უნდა შემოიტყაპუნონ :hehe:, არც გამოსდით. ქალს 10 წამში 6 სხვადასხვა სახის გამომეტყველების მიღება შეუძლა თურმე, მამაკაცებში ევოლუციის გავლენით ეს დიდი იშვიათობაა.
თან ჩემს მიერ მოყვანილ მაგალითში უფრო ნეიტრალურ სიტყვებს აკოპირებს. :D
თუ ადამიანი მომწონს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება რაღაც მსგავსად გავაკეთო. ოღონდ, როგორც კი ამას ვამჩნევ (თავს გამოვიჭერ), მერე მიქრება :)
AntwortenLöschenბოდილენგვიჯი საინტერესო რამ არის, ძალიან :)
ძალიან საინტერესო თემებს გვთავაზობ სუუულ :) ეხლა კაცებზე ვფიქრობ რატომღაც. წაიკითხეს (?) და ბოლოში არ იციან საით გაიქცნენ, რა გზას დაადგნენ, თუ იციან? :)
AntwortenLöschen@ keti,
AntwortenLöschenმეც ვცდილობ ხოლმე, ინდივიდუალური, მხოლოდ ჩემთვის დამახასიათებელი შტრიხები შევინარჩუნო, მაგრამ ხანდახან ვერც აცნობიერებ, რა თქმა უნდა და ისე იღებ სხვისასაც. რავი, შეიძლება ეს უფრ გვამდიდრებს, უფრო "ბევრნაირს" გვხდის :)
@ Khatia,
მადლობა. :)
წაიკითხეს? არ ვიცი, ერთმა წაიკითხა მხოლოდ და კომენტარიც დატოვა.
რას ფიქრობენ? ზუსტად იმას, რასაც იმ წიგნში აღწერილი მამრები: "მამრებს ჰგონიათ, რომ თუკი ისინი ემოციებს გამოხატავენ ხმის ტემბრის, მიმიკის, ჟესტების მეშვეობით, ისინი ქალებისთვის "რბილ მამაკაცებად" განიხილებიან" :D
ამ შეხედულებას ერთი პოსტით ვერ აღმოფხვრი. ხანდახან, როდესაც უნდათ, მაინც ხომ ატანენ თავს ძალას და აძლევენ საკუთარ ემოციებს გამოხატვის უფლებას. :) ესეც დასაწყისია :)
მომეწონა პოსტი. არის ამაში სიმართლის მარცვალი. მიმიკებს და ხმის ტემბრს არ ვიღებ ხოლმე, ნუ რავი, არასდროს შემიმჩნევია, აი კილო კი იცოცხლე :))
AntwortenLöschenისადა
AntwortenLöschenმხოლოდ იმიტომ მაკოპირებენ ხოლმე რომ კეთილგანწყობა მოიპოვონ?
ამას თუ მიზანმიმართულად აკეთებენ და ეს წიგნი აქვთ შენსავით წაკითხული, მაშინ ოოო, საგულისხმოა, თამაშობენ გულის მოსაგებად და როცა ეს თავისთავად ხდება, მაშინ კარგია, ანუ ადამიანი გემსგავსება იმდენად უნდა შენნაირი გახდეს ,ან იმდენად მოსწონხარ ან ბლაბლა, მოკლედ მთაავრია სპეციალურად არ შვრებოდეს, დავეჭვდი ხო იცი შენ :D
@ ბაბისა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ იცოდეს ამ მეთოდის შესახებ და იყენებდეს წარმატებით. :)
AntwortenLöschenშეიძლება არ იცოდეს და მაშინ აუცილებლად ქვეცნობიერად აკეთებს.
@ nati kuda, დააკვირდი ადამიანებს და ახლა, როცა იცი ამ ფენომენზე, უფრო მოგხვდება თვალში, თუკი ასეთ რამეს ადგილი აქვს. :)
სასწრაფოდ გადავხედე საკუთარ თავს მგონი სულ კოპირებული ვარ ;|
AntwortenLöschenეგ რას ნიშნავს, ბევრი ადამიანი მომწონს და ქვეცნობიერად ვცდილობ მათი კეთილგანწყობაც დავიმსახურო თუ რაიმე საშინელებაა?
პირველი მირჩევნია :)
კილოს გადაღება ბევრს ახასიათებს. მე მაგალითად მიყვარს, როცა სადმე ჩავდივარ და 2–3 დღეში იმათნაირი კილოთი ვლაპარაკობ :D.
AntwortenLöschenრაც შეეხება ფრაზების დაკოპირებას, ეგ ძაან გავრცელებული პონტია :D იმაში სწორი ხარ, რომ ეგ ქვეცნობიერად ხდება უფრო ხშირად. მარა აი მიზნების რა მოგახსენო =) შეიძლება უბრალოდ მოგწონდეს ვიღაცის ფრაზა და დაიწყო გამოყენება , შეიძლება ვიღაცის გავლენის ქვეშ მოყვე თუნდაც.
[quote]მამრებს ჰგონიათ, რომ თუკი ისინი ემოციებს გამოხატავენ ხმის ტემბრის, მიმიკის, ჟესტების მეშვეობით, ისინი ქალებისთვის "რბილ მამაკაცებად" განიხილებიან.[/quote]
უბრალოდ უაზრობაა. ხმის ტემბრით ვინმეხე გაბრაზება რომ გამოვხატო, ,,რბილი" მამაკაცი გავხდები :?
@ sunny boy, sunny boy,
AntwortenLöschenმანდ ეწერა, უარყოფით ემოციებს ნუ დააკოპირებთ მაინცდამაინცო.
Lies Sachen bis Zum Ende :P
დანარჩენზე არ დავკოკრეტდები :)
sityvebis da frazebis dakopireb ara,magram jestebis da mimikebis dakopireba sust fsiqikasec metyvelebs,rogorc diadi nevropatologebi amboben...
AntwortenLöschenxoooda,sityvebis dakopirebas rac sheexeba,rac meti kaci shemoixedavs shen blogse,mit uketesi chventvis,imitom rom rogorc gamokvlevbma cxadyo,qalebsa da kacebs shoris konfliqtis mizezi xshirad zustad enaa,anu qali da kaci ,,sxvadasxva'' ,,enebse'' laparakoben da komunikaciis problema sadacaa,iq konfliqticaa...
xooda,dagvemgvanon bednierebi da chvenive enas ufro martivad gavigebt :D :D :D
ar miyvars xolme msgavsi komentrebi dacera,mara mainc unda gitxra,rom sheni qalebse da kacebse postebi miyvars,gemrielad ikitxeba :D :D :D
"მამაკაცებმა ევოლუციის მანძილზე ისწავლეს საკუთარი ემოციების დაფარვა, რადგან სხვა შემთხვევაში დიდი იყო საშიშროება იმისა, რომ მტრისთვის იოლად მისაწვდომები, დასამარცხებლები გამხდარიყვნენ."
AntwortenLöschenვაა საინტერესო ახსნაა მაგ ფენომენის. არ ვიცოდი ესეთი თეორია თუ არსებობდა.
@ Nastasia,
AntwortenLöschenმადლობა :)
კარგი იქნება, თუ შემოიხედავენ და ნახავენ პოსტს. კარგი იქნება, ჩვენც თუ ვეცდებით მათი "ენის" სწავლას. ცალმხრივი პრეტენზიები, ხომ იცი, არ გამოიღებს შედეგს :D
+ იქნებ ზუსტად ეგ განსხვავებები არის ურთიერთობებისთვის აუცილებელი "მარილი"?
@ თორნიკე, Evolutionary psychology ძალიან საინტერესო ნაწილია ფსიქოლოგიაში. მართალია, ბევრ რამეს ინტუიტურად ხსნიან, ბევრ რამეზე შეიძლება გაგეცინოს კიდეც, მაგრამ ძალიან საინტერესო და სასარგებლო დასკვნებიც აქვთ მიღებული კვლევების ხარჯზე.
მე ნერვები მეშლება ხოლმე როდესაც "ჩემს გამოთქმებს" აკოპირებენ ხოლმე ^^
AntwortenLöschen