იდეაში ამ სიმღერის დადება მინდოდა,
მაგრამ რადგანაც konnchetina-მ დამტაგა, დავწერ ერთ "მეგონა"-ზე. იმედია, თამაშის გამფუჭებლად არ ჩამთვლით, თუ არავის დავტაგავ. რაღაც "გაუგზავნე ეს წერილი 20 ადამიანს და ზუსტად 24 საათში დიდი ბედნიერება გეწვევა. თუ დააგვიანებ ერთი წუთით მაინც, მაშინ ძალიან უბედური იქნები" ამბები მახსენდება ამ დატაგვებზე და... აი ემ სორრი :D
ჰოდა, აფხაზეთში 89ში რომ დაიწყო პირველი არეულობები, დილით რომ ვიღვიძებდი, სანამ ლოგინიდან გამოვძვრებოდი, საბანწაფარებული ვთამაშობდი "გმირობანას": ანუ, ომი გაჩაღდა. სანგრებს თხრიან. ხალხი კვდება პანტა-პუნტით. ამ დროს ვჩნდებით მე და ჩემი მეგობრები და რაღაც გმირულ საქციელს ჩავდივართ: მაგალითად, ვიპარებით ჩუმად მოწინააღმდეგის სანგრისკენ და ვაქრობთ მთელ ასეულებს წამში და მერე უკან ვიხედებით და გადარჩენილი ხალხი სიხარულის ცრემლებით გვეხვევა ირგვლივ :D ასეთ სტილში იყო ხოლმე ჩემი ომობანა ძირითადად...
ჰოდა, 92-ში ომი რომ მართლა დაიწყო, კარგა ხანს მეგონა, რომ ჩემი ბრალი იყო. რომ ღმერთმა თქვა გულში: აბა, მანახე, რა გმირიც ხარ და ჰა, ომი და იმოქმედეო. ;( რაის გმირი, 8 წლის ბაღანე ვიყავი... ან ახლაც რა.. რა გმირი :D
ჰოდა, არ ვიტყუები, მართლა მეგონა და ძალიან ვიტანჯებოდი. თან ვერც ვერავის ვუმხელდი: ერის ტრაგედიის მიზეზი ვიყავი და... ;(
მეტი არაფერი მახსენდება.
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ხო მეც შემეშინდებოდა შენს ადგილას ....მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და არ მახსოვს არც ომობანა მიყვარდა გმირობებიც დიდად არ მეხერხება მგონი ერთადერთი რაც ამ ომის დროს შევძელი სისხლი ჩავაბარე და რამდენიმე მიტინგზე გავედი ეს კი არაფერია
AntwortenLöschenეგეთი რაღაცები დავიწყების მორევში . . . არც ღირს მაგაზე ფიქრი, პროსტა მალე დაგაბერებს :P
AntwortenLöschen@ mr. picasso,
AntwortenLöschenხო, წარმოიდგინე პატარა ბავშვი რომ ხარ და რაღაც დიდი რომ დააშავე :D
@ Little sunny Boy,
[quote]პროსტა მალე დაგაბერებს [/quote]
lol :D
Dieser Kommentar wurde vom Autor entfernt.
AntwortenLöschen[quote]რაღაც "გაუგზავნე ეს წერილი 20 ადამიანს და ზუსტად 24 საათში დიდი ბედნიერება გეწვევა[/quote]
AntwortenLöschenსასტიკად მაღიზიანებს ესეთი იდიოტობები :D რა იციან ხოლმე რა :D
ბავშვობაში მეც მიყვარდა ომობანას თამაში :D
sacyali bovshi :(
AntwortenLöschenსევდიანი იყო რაღაცნაირი.
AntwortenLöschenწარმომიდგენია, როგორ გრძნობდი თავს. მეც ბევრი რაღაცის მჯეროდა ბავშვობაში.
:( ადამინმა რაღაც ასაკში უკვე იცი, რომ ასეთ რამეები არაა შენი ბრალი და პროსტა ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ რაღაც მომენტებში ძნელია თავის მორევა :(
AntwortenLöschen