27.12.09

Ach so...

ბეჭედს ისე ვიტრიალებ, რომ მისგან ამოცვენილი პატარა თვლებისგან შექმნილი ღრმულები არ გამოჩნდეს. არადა ვერცხლის ბეჭედია. საერთოდ მიყვარს ვერცხლი. შევეჩვიე ჯერ კიდევ ადრინდელი ბავშვობიდან და იმიტომ...
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ რაღაცას რომ შეეჩვევა და შეუყვარდება, მერე გადაჩვევა უჭირს.

თუმცა ეს რა შუაშია, არვიცი.

საახალწლოდ განათებული ქუჩებში ბოდიალის შემდეგ მაინც იმედი მაქვს, რომ ტრანსპორტი გამოივლის. და იმედი მაქვს,რომ ეს ტრანსპორტი ავტობუსი იქნება. ის, რომელიც დაუზარელად ამიყვანს ჩემს ქუჩაზე. ასეც ხდება. მე მუდამ მძღოლის გვერდით მიყვარს ჯდომა. არადა დედაჩემი სულ მაფრთხილებდა ტრანსპორტში წინ და უკან არ ჩაჯდე. ნუ დედაჩემი რათქმაუნდა იმ შემთხვევას განიხილავდა, რომ ავარიის დროს მე უნდა გადავრჩენილიყავი. მაგრამ არ მიყვარს შუაში ჯდომა. ან წინ ან უკან. შუაში ყოველთვის ყველაზე მეტი ადამიანია და ეს მე არ მსიამოვნებს. უფრო სწორად ის არ მსიამოვნებს, როდესაც ვიღაც მეხება. შეიძლება ეს არის ახლობელი, ამაზე არ ვამბობ. მე ვამბობ იმაზე, რომ სრულიად უცხო ადამიანი როდესაც მეხება, თავს საშინლად არაკომფორტულად ვგრძნობ.

თუმცა ესეც რა შუაშია, არვიცი.

ვიყურები ფანჯრიდან, ვუყურებ გაჩახჩახებულ ქუჩას და მაინც რაღაც ისე არ არის. მე ჯერ კიდევ პოსტ–კომუნისტური ქვეყნის შვილი ვარ და მშურს იმ ქვეყნების, რომლებიც მაშინაც გაჩახჩახებულია, როდესაც ახალი წელი არ ახლოვდება.


მე თბილისში ვარ.
ოცნებებს დავემშვიდობე.
იყო დრო, როდესაც გერმანიის გარდა ოცნება არ მქონდა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ გერმანიაში წავსულიყავი და კარგი განათლება მიმეღო იქ.
მენახა ჩემი ერთ–ერთი საოცნებო ქალაქი მიუნჰენი.
როდესაც სიტყვა "მიუნჰენი" უნდა წარმოთქვათ, "ჰ" სივრცეში უნდა გაჭედოთ. გაკვანძოთ. ენა უნდა მოკლაკნოთ. ისე, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას ეს ბგერა "ჰ"–სა და "ხ"–ს შორის მოახვედროთ.
ხოდა იმას ვამბობდი, რომ მაშინ არც სამსახური მქონდა და არც იმაზე ვფიქრობდი, თუ გერმანულის სწავლას ოდესმე თავს დავანებებდი.
Die deutsche Sprache machte mir Spass...
aber jetzt bin ich wieder hier..
in meiner Hauptstadt...
ეს ფრაზები თუ ვერ გაიგეთ,არაუშავს.
ქრისტინე გაიგებს რაც მთავარია. და თუ ქრისტინე გაიგებს, მაშინ ამ ბლოგში მუდმივად შემომსვლელიც გაიგებს. მთავარია ამ ბლოგში შემოსვლისას ქრისტინესი გესმოდეთ და ენას მნიშვნელობა არ აქვს. ისევე, როგორც ტერიტორიულ საზღვარს.

რომ დამპატიჟა, ვფიქრობდი რაზე დამეწერა. მინდოდა რაღაც საერთო, ოქროს შუალედური ხაზი გამევლო, მაგრამ ისე, რომ არც ჩემი სტილისთვის მეღალატა და არც კიტოს ბლოგისთვის ყოფილიყო რაიმე მიუღებელი.

კიტო ვინაა???
მე ყველა "ქრისტინე"–ს "კიტო"–ს ვეძახი.
რატომ??
იმიტომ, რომ ეგრეა.
და მორჩა.


მაგრამ ესეც არ ვიცი რა შუაშია.

ამ ბლოგში რაღაც ხდება ხოლმე მუდამ.
ხან უკმაყოფილოა, ან გამოცდებს აბარებს და უხარია.
საბოლოო ჯამში "ჩვენთან" არის.


ამას წინათ სამსახურში პირსინგ–სვირინგიანი და თმებგადაპარსული გოგო შემოვიდა და ხალხმა ისე შეხედა, თითქოს საგიჟეთიდან გამოქცეული იყო.
შემდეგ 1 ჰომოსექსუალისტთა წყვილი, რომელთაგან ერთ–ერთი თურმე ცნობილი ჰომოსექსუალისტი ყოფილა და ჩემთან ურთიერთობის შემდეგ როდესაც გავიდა, დაცვამ ისეთი რეპლიკების სროლა დაიწყო ამ ადამიანის წინააღმდეგ, რომ ამ დაცვის ბიჭზე გული ამიცრუვდა.
მერე რამდენიმე დღის განმავლობაში ხმამაღლა ვუმტკიცებდი, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. რომ ვერ გაიგო, ჩემი ტონი ხმამაღალიდან აგრესიულში გადაიზარდა. შედეგი – მგონი ნული. at least ის მაინც ვიცი, რომ მინუს უსასრულობიდან ნულამდე ამოვიდა.
ხო ჩვენ აშკარად ისევ საბჭოთა აზროვნების ტრადიციების მიმდევარი ერი ვართ. მუდმივად სტაგნაციას განვიცდით და არასოდეს დამთავრდება ასეთი მდგომარეობა.

რა შუაში იყო.


იმ დღეს ისევ მომინდა უცხო ადამიანს ჩავხუტებოდი. ამჯერად ეს უცხო ადამიანი ქუჩაში მოსიარულე საკმაოდ მოხუცებული მამაკაცი იყო, რომელმაც მკითხა რომელი საათიაო.
მერე ისევ მომერიდა და გზას გავუყევი. ჩუმად ვფიქრობდი ჩემთვის, რა აზრი აქვს დროის ცოდნას, თუ მაინც არავინ გელოდება და არც სადმე გეჩქარება?!

მინდა ბევრი დავწერო ამ ბლოგში. მაგრამ ვნერვიულობმეთქი. კიტოსაც ვუთხარი მეშინია შენს ბლოგში დაწერისმეთქი. ეს ისეთი გრძნობაა 6 წლის ბავშვი წერას რომ სწავლობს და პირველი მონახაზის გაკეთების რომ ეშინია.


ვირტუალურად მენატრები.
რეალურად კი მინდა, რომ თბილისში იყო.
და მართლა რომ ჩამოსვლას რომ დააპირებ, ეს სიმღერა მიუძღვენი გერმანიას.



ეს კი ჩემი პოსტი იყო...
თუ მიხვდება ვინმე ვინ დავწერე და ვინ ვიყავი შენი სტუმარი...

8 Kommentare:

  1. OMG OMG და კიდევ ერთხელ

    Oh mein Gott...

    აუ, დასაწყისში, იმჰო, მეგონა მე ვწერდი :D


    რა გქონდა სანერვიულო, აბა?! რო პანიკობდი. კიარადა, მე ჩავვარდი ახლა საგონებელში, აშკარად უნდა ავამოქმედო ფანტაზია შენი ბლოგისთვის. ან ვიღაცაზე გაბვრაზდე და იქ ვიქაქანო :D


    Ich dank dir :*

    AntwortenLöschen
  2. p.s. ერთი ტეგი დავამატე

    :blush:



    დაველოდოთ, აბა, თუ მიხვდებიან ვინ ხარ :D

    AntwortenLöschen
  3. მდააააააააა ჩემი ტვინის ნაოჭები ვერ ხვდება ვის დაწერილ პოსტთან გვაქვს საქმე არადა მომეწონა. ეხ მიუნჰენი მეც მინდა :)

    AntwortenLöschen
  4. me dgemde egre var, germaniis garda ocneba ar maqvs da yvelafers vaketeb imistvis rom iq viswavlo, verc is ver warmomidgenia germanulis swavlas rodesme tavs tu davanebeb... da am miznis gareshe albat cxovrebac gamichirdeba :) ra shuashi viyavi?! magram mindoda mec im H-s nawili vyofiliyavi :)

    AntwortenLöschen
  5. ok, es posti vinc dawera tbilisshia? :D :D
    germaniidan ukan dabrunda tu ubralod ardadegebzea? :D

    AntwortenLöschen
  6. არადა, აშკარად წერია პოსტის თავში რომ ავტორი ქეითია : ))

    ქეითს მინდა ვუთხრა, რომ მისი ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი იყო, იეს :)

    AntwortenLöschen
  7. ვახ, ვახ, აქ თურმე რა ამბებია.

    @mr.picasso – ნადვილად არ მეგონა შენ თუ ვერ მიცნობდი.

    @Uninstall Soul - ხო, გერმანია უნდა შეიგრძნო მთელი თავისი არსებით.

    @Anonym – თბილისში გახლავართ.
    @Natalia – ეგ რომ არ წაგეკითხა, ისე ვერ მიხვდებოდი ხო???
    დიდი მადლობა :*

    AntwortenLöschen
  8. მეც ვოცნებობ გერმანიაზე :შ

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates