06.03.10

Celebs I follow on twitter

  • Demi+ Ushton. ამ წყვილს ყველა აედევნა, მგონი. ჩემი უსაყვარლესი წყვილია ტვიტერზე. დემის ტვიტებს ისევე არ ეტყობათ ასაკი, როგორც თავად მას ფოტოებზე :D ფაქტიურად გამოდის, რომ ახალგაზრდობას უნარჩუნებს ეშტონი :D



  • P!nk მიყვარს, მიყვარს. ტვიტებიც ძალიან თბილი აქვს ხოლმე, როგორც წესი. სულაც არასკანდალური :D ტურნეების დროს ტვიტავდა წუწუნებს და სახალისო საკითხავი იყო. pink, ისევე როგორც, ზემოთხსენებული წყვილი აქტიურად დებს საკუთარ ფოტოებს twitpic-ზე.



  • The Ellen Show- თავად ელენის ტვიტერი საეჭვოდ დიდი ხნის წინ განახლდა, რაც მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ რომელიმე ფანის გახსნილია. ტვიტები, ძირითადად, შოუს ვიდეოების ლინკებს მოიცავს. სახალისო მასალაა.



  • Kevin Spacey- გამიხარდა თავიდან რომ ვიპოვნე, მაგრამ ძირითადად იმის შესახებ ტვიტავს, რომელ თეატრში აქვს სპექტაკლები, რაც ჩემთვის ნაკლებად არის რამის მომცემი. ველოდებით სკანდალებს :D



  • Söhne Mannheims- ჩემი უსაყვარლესი გერმანული ჯგუფი. სამწუხაროდ, იშვიათად "ჭიკჭიკებენ".




  • Queen Rania- ნუ, სამეფო კარს სელებრითებში თუ მოვიაზრებთ, ამ ქალის მიმართ სიმპატიით ვარ განწყობილი რატომღაც. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ბევრ ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ არ ვფლობ. ფემინისტური თვალსაზრისით საინტერესო იქნებოდა ისე... :D როგორც წესი, უფრო პოლიტიკური ხასიათის ტვიტები აქვს: "მისი აღმატებულება ქმარი"-ც ხშირად ჰყავს ნახსენები, მაგრამ ყოველთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან ინტერვიუების შესახებ ინფორმაციით.



  • Bill Gates- ბატონი მაიკროსოfტი :D ახლახანს დარეგისტრირდა ტვიტერზე. თავიდან ენთუზიაზმით კი დაიწყო, მაგრამ მობეზრდა, ეტყობა. კარგა ხანია, არ ჩანს. ძირითადად, თავის სოციალურ პროექტებზე ტვიტავს.



  • Postsecret- ეს პროექტი საკმაოდ ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ცნობილი ადამიანების საიდუმლოებები ქვეყნდება, მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემი ტვიტერის სიაში.



  • და ბოლოს: თავად ქვეყნის "პირველი სახლი" - The white house. ხანდახან საინტერესო ლინკებს ვაწყდები ხოლმე. ასე თუ ისე, ღირს ადევნებად.



ამ ეტაპზე სულ ეს იყო. თუ თქვენ იცით სხვა საინტერესო ადამიანების ტვიტერობის შესახებ, დამიკომენტეთ. ბევრი თავადაც დავძებნე, მაგრამ საკმაოდ რთულია ფანის გაკეთებული გვერდის და ორიგინალის ერთმანეთისგან გარჩევა.

8 Kommentare:

  1. ორიგინალის და ფანის გაკეთებულის გარჩევა საკმაოდ ადვილად შეიძლება - ორიგინალს გვერდით Verified Account აწერია.

    მე ძირითადად ჩოგბურთელების follower ვარ, და მეორე მეთოდი, რითაც ვარჩევ ნამდვილ და ფანის ტვიტერებს არის ის, რომ ის სელებრითი ვისი მიმდევარიცაა, იმ ლისტს ვნახულობ და მეტ-ნაკლებად ყველა ორიგინალია.

    პ.ს მე შემიძლია ბარაკ ობამა შემოგთავაზო :)) http://twitter.com/BarackObama

    AntwortenLöschen
  2. ერთადერთი სელებრითი ვისი "მიმდევარიცა" ვარ, კანადელი პორნ-სტარი, იანესა ჯორდანია.

    არაფერი ისეთი არ აქვს, უბრალოდ შემთხვევით აღმოვაჩინე რო ღიად ეწერა თავისი ტვიტერი და ვა მეთქი და უ მეთქი, ცოტა წაუ... "ლედაკოლ-ყბებს" მარა ნუ პორნსტარია, სახეზე ვინ უყურებს...


    http://twitpic.com/15rz8l

    AntwortenLöschen
  3. დემი მურს მეც "დავდევდი", მაგრამ ბოლოს იმდენ ლინკს ავრცელებდა ხან თავისი ადრინდელი ქმრის, ხან თავისი ახლანდელის შესახებ, რომ ამოვშალე. ელენმაც შემაწუხა და ახლა ოპრა დავიტოვე. + პინკს და კიმ კლისტერსს მივდევ. პინკი მართლა უსაყვარლესია, ამ ადამიანში არ შევმცდარვარ, რომ პირველი დღიდან მიყვარს :)

    AntwortenLöschen
  4. კი ვარ ამ ტვიტერზე, მაგრამ ვერაფერი ვერ გავუგე.
    და ანუ ვარ ასე. :D

    AntwortenLöschen
  5. პრინციპში ვერც მე.

    AntwortenLöschen
  6. @ Natalia,
    რომლებსაც რამე აწერიათ გვერდით, კიდევ ჰო, მაგრამ ამდენი ექაუნთის დაქექვაც მეზარება.
    თან იმ ლისტს რაც შეეხება: ეგეც ვცადე, ელენის ტვიტერი მაგით განვსაზღვრე, მაგრამ ხანდახან ეგ ლისტიც არაფრის მომცემია ხოლმე.

    @ Cyborg, სად გაგიცრუვდა იმედები, არა?!:D

    @ Sophie, დემის და ეშტონს სწორედ მაგიტომ "დავდევ", რომ მინი-ოჯახივით აქვთ ტვიტერზე შექმნილი. ex-ქმრის სტუმრობები ყველაზე სახალისოა ხოლმე :D


    @ Dreamer, ხუ იზ?

    @ Kate & Babisa, არც მე ვიყენებ ძალიან აქტიურად, მაგრამ მინი-ბლოგინგი კარგი საშუალებაა. :)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates