10.11.09

ვერ ვიტან დეტექტივებს

პრესკრიპტუმი: ზემა მომნატრებია ძალიან. პირველ ალბომს ვუსმენ ახლა და ვაღიარებ, რომ თითქმის ყველა სტროფზე "same here" შეგრძნება მაქვს.


ჰოდა, დიდი ბოდიში ყველა გენიალური დეტექტივის ავტორს, მაგრამ არ მაინტერესებს და ვერ ვიტან ამ ჟანრს. არ მიზიდავს მთელი წიგნის განმავლობაში ტვინის ჭყლეტვის პერსპექტივა, თუ ვინ იქნება მკვლელი, რომელიც როგორც ყოველთვის, ყველანაირ ლოგიკას მოკლებული, ყველაზე მოულოდნელი ვინმე აღმოჩნდება ხოლმე. ანუ, დეტექტივებთან მიმართებაში ახალი ლოგიკა ჩამოყალიბდა და ახლა უკვე ყველაზე ბუნჩულას და შეუმჩნეველს თუ დაადებ თითს, ის იქნება უეჭევლი დამნაშავე. boring, boring.

მეგონა, ამაზე მეტად ჟანრი არ გამაბრაზებდა, მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ.

წინა პოსტში წიგნებზე დავწერე, რომ My sister's keeper მინდოდა წამეკითხა.

ვისაც ფილმი არ უნახავს და ნახვა უნდა, ან წიგნის წაკითხვას აპირებს, აქ შეწყვიტოს კითხვა: ვასპოილერებ.


ვიტყვი, რომ ფილმი იყო ძალიან კარგად გადაღებული. ძალიან ბევრიც ვიღნავლე. ფილმი დასრულდა ლოგიკურად. ანუ, კარგი კი იქნებოდა, მთავარი გმირი APL-ისგან განკურნებულიყო, მაგრამ ბოლოს ისეთ სიმპტომებზე იყო საუბარი, რომ ფანტასტიკის სფეროს თუ მიაწერდი მის გადარჩენას. დავრჩი გაბრაზებული სიმსივნეზე ზოგადად.

დავიწყე წიგნის კითხვა. არა უშავდა. დიდი ხელოვნების ნიმუში ეგ არ იყო, მაგრამ ცუდადაც არ იკითხებოდა. თან მაინტერესებდა, რამდენად იყო შეცვლილი სცენარი, რადგან ბევრი ნიუანსი საერთოდ სხვანაირად გვხვდება წიგნში. გავედი ბოლოში, მოიგო ანა ფიცჯერალდმა საქმე, ექიმები აღიარებენ, რომ გადანერგვის შემთხვევაშიც ქეითის ორგანიზმი უბრალოდ ვერ გადაიტანს ასეთ ოპერაციას, რომ არაფერი ვთქვათ რემისიაზე... რაღაც მთელი ცრემლთა ფრქვევის ფონზე ვკითხულობ ბოლო გვერდებს და ველი ფილმის ბოლო სცენებს.

და უცებ, არ ვიცი ავტორს "a la კრისტი" იდეები დაებადა, თუ რა იყო, მთლიანად შეაბრუნა სცენარი, გამოაცხო ხელოვნურად ავტოკატასტროფა და ქეითის ნაცვლად ანა მოკვდა. ნუ, იქ მერე ქეითს გადაუნერგეს ანას თირკმელი და წიგნი დასრულდა ქეითის ტექსტით: რომ აგერ უკვე 10 წელია რემისიაშია, ბავშვებს ცეკვას ასწავლის, ანა ენატრება, მამა რაღაც პერიოდი გალოთდა, ჯესი პოლიცელი გახდა და ასე შემდეგ.


ბრრრრ...

იმჰო, ძალიან იაფფასიანი გადაწყვეტა იყო. აი, ძალიან. რაღაც მკითხველის უაზრო გაოცებასა და მოულოდნელობაზე გათვლილი. მთელი წიგნი რომ თითქოს იცი, როგორ მთავრდება(ანუ, პარალელი რომ გავავლოთ დეტექტივთან, როცა გგონია, რომ ნამდვილი დამნაშავის ამოცნობა ძალიან იოლია) და ბოლოს "ვაიმეეე, ეს როგორ დაამთავრა. ამას არ ველოდი. საერთოდ სხვა უნდა მომკვდარიყო" ...


bullshit!!!
ძალიან, ძალიან გაბრაზებული დავდიოდი 2 დღე. მთელი ისტორია გააფუჭა ქალბატონმა. მართლა ჯობდა, ფილმი მენახა მხოლოდ და ეს წიგნი არ წამეკითხა. ეს ტრაგიკული ისტორიების გადეტექტივება ახალი მოდაა?!

წიგნის შემთხვევაში დავრჩი ავტორზე ძალიან გაბრაზებული. :@


მორალი ისტორიიდან: არის შემთხვევები, როდესაც ჯობს, ნაწარმოების ეკრანიზაციას დასჯერდე და თავი დაიზღვიო იმედგაცრუებისგან. თუმცა, როგორ უნდა გაიგო, როდის გაგიმართლებს და როდის კიდევ პირიქით?!

5 Kommentare:

  1. დეტექტივებს მეც საშინლად ვერ ვიტან :|


    აუ ფილმს რომ ვუყურე ვგრძნობდი ჩემი გული იბერებოდა და იფუშებოდა, იბერებოდა და იფუშებოდა :S

    AntwortenLöschen
  2. მე კიდევ როგორ მიყვარს დეტექტივები, ჩახლართული ამბები და მოულოდნელი ფინალები. მაგრამ ეს რაც შენ მოყევი ეხლა კატასტროფაა ნამდვილად :D

    მე არ მიყვარს ისტორიული წიგნები და ფილმები, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ძააალიან ნიჭიერადაა დაწერილი.

    AntwortenLöschen
  3. ერთადერთი დეტექტივი რომლებსაც სიმოვნებით ვკითხულობდი, რათქმაუნდა შერლოკ ჰოლმსი იყო. ღრმა ბავშვობაში. დეტექტივების კითხვა მაშინ შევწყვიტე, როდესაც ერთერთი პოპულარული ავტორის წიგნის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ მაინც ვერ დავასკვენი ვინ ვინ მოკლა. ჰოდა შევეშვი.

    AntwortenLöschen
  4. @ clown, მაგ ფილმს კინოთეატრში ვუყურე და უკლებლივ ყველა დასიებული თვალებით გამოვიდა დარბაზიდან. თან ჩემი ჩაბარებული გამოცდის აღსანიშნავად ვიყავით მე და ჩემი მეგობარი :D

    @ ნან, აუ, არ ვიცი, მაგრამ დეტექტივი და დეტექტივის ახალი სახესხვაობა, ა.კ.ა. ილუმინატები და ეგეთები საერთოდ არ მიზიდავს. ისტორიულს კიდევ გააჩნია. ადრე უფრო ვკითხულობდი.

    @ Anuschka,
    ისე, კი მაქვს წაკითხული შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი და ადრე თითქოს მომწონდა კიდეც, მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან აღფრთოვანებულიც არ ვიყავი.

    AntwortenLöschen
  5. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მეც ძალიან გაბრაზებული ვარ შენსავით :) ფილმი მომწონდა ძალიან და ვერასდროს ვიფიქრებდი თუ წიგნს ასეთი განსხვავებული და მართლაც იაფფასიანი ბოლო ექნებოდა

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates