ალბათ გქონიათ შეგრძნება, რომ სახლიდან გადიხარ და მთელი დღე გგონია, რომ რაღაც დაგრჩა...რაღაც არ გაქვს თან... რაღაც დაგეკარგა...
იქექები ჩანთაში, თითქოს ყველაფერი ადგილზე უნდა იყოს. ჯიბეში ისედაც ორად-ორ ნივთს იდებ: მობილურს და ტუჩის საცხს. ორივე ადგილზეა....
ჰმმმ... საფულე, წიგნი, ბლოკნოტი გასაღები... ყველაფერი თან გაქვს და მაინც იცი, რომ რაღაც დაგრჩა სახლში, ან სულაც სხვაგან სადმე: მეტროში დატოვე დაუფიქრებლად, ქუჩაში ამოგივარდა ჩანთიდან...
იხსენებ, თავს იწვალებ, ფიქრობ მთელი ეს დრო და მერე უცებ გახსენდება, რომ ის, რაც მუდამ თან დაგქონდა, რაც იმდენად შენი იყო და იმდენად სულ იყო, რომ სხვანაირი რეალობის არსებობის არ გჯეროდა, გუშინ საღამოს ხელში შემოგატყდა. გინდა ყველაფერს თავი დაანებო, სახლში გამოიქცე, ამოიღო ნაგვის ყუთიდან ნარჩენები და რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ისევ გაამთელო.
მერე რა, რომ ისეთივე ლამაზი არ იქნება. შენთვის სულ ერთია. მთავარია, ხვალ სახლიდან გამოსვლისას ისევ თან გქონდეს...
და გახარებული იმით, რომ რაღაცას გააცოცხლებ, რაღაცას დააბრუნებ, მირბიხარ სახლში, ქოშინით აირბენ კიბეებს, კარს შეაღებ....
შენს არყოფნაში ნაგავი გადაუყრიათ ....
31.03.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen