დღეს რაღაცნაირი დღე მაქვს...
აი, დაახლოებით ისეთი რა, თავს რომ აჯერებ, რომ ყველაფერი იდეაში კარგადაა, ძალიან კარგად თუ არა და მერე ზემოდან რომ დახედავ თავს და: ყველაფერი კარგადაა, არა ისა კიდე... :boli:
ჰოდა, ბევრი ვიფიქრე რაღაცეებზე. იმაზეც, რასაც თამთა და დათუნი მიხსნიდნენ, თუ მაჯერებდნენ, თუ რავი, თავს აჯერებდნენ, რომ მაჯერებდნენ... და მეც, ვინაიდან და რადგანაც, ეს ის ხალხი არაა ჩემთვის, სადაც ჩემი "მე მოგატყუებ, რომ გატყუებ" მეთოდით ვისარგებლებ, დავფიქრდი არგუმენტებზე...
და მივხვდი, რომ აი, ასეთი ვარ რა...
ვნერვიულობ რაღაცეებზე, რაც სხვებისთვის შეიძლება სასაცილო იყოს. ბევრი რაღაც მკიდია, მაგრამ არსებობს სიტუაციები, სადაც არ ვარ გულგრილი.
ვითხოვ ადამიანებისგან, ვინც მაინტერესებს, ზოგადად ყურადღებას და სითბოს და კონკრეტულ სიტუაციაში, კაკ მინიმუმ, ადამიანურად სწორ მოქმედებას.
გამოვდივარ ბევრ სიტუაციაში ჩემი თავიდან და იქიდან, მე როგორ მოვექცეოდი ჩემს წინ მდგომს, რაც ალბათ ძალიან ცუდია, ხშირ შემთხვევაში იმედგაცრუების მომტანიც. :ვიგოდნიცამლია :
არსებობს სიტუაციები, რომლებიც ჩემთვის აბსოლუტური "NO-GO"-ა. როგორც არ უნდა ხედავდნენ ამას სხვები, მე მაინც ვერ მივიღებ და არ მივიღებ და თავადაც არ გავაკეთებ.
ვამთავრებ თუნდაც ძააალიან დიდი ხნის ურთიერთობებს,როცა ასეთ "NO-GO" პონტში აღმოვჩნდები. პატიება ჩემი სუსტი წეტილია. არ გამომდის, მით უფრო იმათთან, ვისთანაც ახლოს ვარ. ვინც იცის, რამ შეიძლება მატკინოს გული და მაინც აკეთებს... და მაქვს გათვითცნობიერებული, რომ მეც ვუშვებ შეცდომებს და შეიძლება არ მაპატიონ და ეს უნდა მივიღო... პარადოქსულია ახლა ეს წინადადება. :D
და შეიძლება მაზოხისტურ რამეს ვწერ, მაგრამ არ მინდა, სხვანაირი ვიყო. არ მინდა, მეკიდოს, როცა მატყუებენ, როცა ჩემი გულახდილობის სანაცვლოდ ხზ რას ვიღებ პასუხად, როცა თვალებში მიყურებენ და მადებილებენ და თან უნდათ, რომ არ შევიმჩნიო...
და ეს ყველაფერი, ალბათ იმიტომ, რომ მე არ ვაკეთებ ეგრე... ზოგადად, პოდლი არ ვარ. მამენტ, შეიძლება ხალხი ამას არ ეძახის პოდლობას. ჩემთვის ეს ყველაფერი პოდლობაა, როცა საუბარი იმ ხალხზეა, ვინც ჩემთვის რაღაცას წარმოაგდენს, ვისგანაც არ ველი პ***ობას. თორემ ზოგადად, ვისგანაც არ მიკვირს, პასუხის გაცემაც არაა რთული :D
ხო და კიდევ, მეორე: იმ დღეს ანიმ მითხრა, რომ ცაში ფრენას ძლივს გადაეჩვიეო და ახლა მიწის ქვეშ ნუ იქექები, მიწაზე ისწავლე მყარად დგომაო... ანუ, ალეგორიულობა რო მოვაშთოთ, ნუ უღრმავდები და წვრილმადები რაღაცეებზეო... ეს, ვაღიარებ, რომ მართლა პრობლემაა... თან დიდი და თან ისეთი, რომელიც ძააალიან მყარად ზის ჩემს ხასიათში ფობიებად, კომპლექსებად, ეჭვებად, fuckin' ინტუიციად, რომელიც არასდროს ცდება ცუდი ამბებისას და რავი ხზ კიდე რად არა ...
და საერთოდ, ძალიან ბევრი ნაბოდვარია აქ, მაგრამ ეს ნაბოდვარი მქმნის საბოლოო ჯამში იმად, ვინც უყვართ, თუნდაც 2 ადამიანს დედამიწაზე... ან თუნდაც 2 საათით....
და მეც ცოოოტა უცნაურად მიყვარს რა.... პრინციპში, ყველას თავისებურად უყვარს, მაგრამ მე, მგონი ძალიან მიუღებლად მიყვარს ...
ხოდა, ვინერვიულებ რააა... ნუ, მე რო ვნერვიულობ, სხვასაც ვანერვიულებ და ვუფუჭებ დღეს, ეგ გამოსასწორებელია... მაგრამ მე ჩემთვის, ჩემ პონტში, იმაზე, რაზეც მენერვიულება, ვინერვიულებ რააააა... :user:
.....
დანარჩენი მერე... აგი ბლოგი დღეს კი არ იხურება, ნენა :D
17.05.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
"მე მოგატყუებ რომ გატყუებ" მეთოდი ძალიან მომხიბვლელი და საინტერესო ცანს, შეგიძლია განმარტო, კერძოდ რას ნიშნავს? :დ
AntwortenLöschenპ.ს: იქექე, იქექე. ერთ დრესაც განძს იპოვი : )
lol
AntwortenLöschenრავი ცოტა რთული ასახსნელია.
მაგ.: არსებობს ხალხი, ვისაც უნდა იმაზე ახლოს მოვიდეს შენამდე, ვიდრე შენ ამის უფლებას აძლევ.ხოდა, თავდაცვის მექნიზმივითაა რა, უნდა მოატყუო, რომ მაგ.: ძალიან შორსაა ჯერ კიდევ შენამდე(ტიპა ქვე-ტყუილი :P),როცა არადა უკვე საკმაოდ მიუახლოვდა საზღვარს.ხოდა, დაიღლება რა .. და თავს დაგანებებს... ეს მცირე მაგალითია.საკმაოდ ფართო გამოყენებაში მაქვს ეგ მეთოდი... :D
ვრცლად აქ : http://chaochaotic.blogspot.com/2008/02/blog-post_28.html