05.06.08

***

მე ვიცი, ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება
და ისიც, რომ მე ხელს არ შევუშლი
და მშვიდად დაველოდები,
ჩემი წინათგრძნობა როდის ახდება...

სინდისის ქენჯნა? – მე არ მექნება...
იქნება მხოლოდ ბედთან შეგუება,
მერე წასვლა!!!
ოღონდ ამჯერად -ჩემი...
შეცდომა? -ეს უფრო
შედეგი იქნება ჩემთვის.

ვიცი,
შეიძლება ყვავილები მაჩუქო ყოველდღე,
იქნებ, ძალიან ბევრიც...
შეიძლება ხელი ჩამკიდო და მთხოვო,
ვისეირნოთო...
და შენს თვალებში იქნება
სიყვარული და სითბო ძალიან ბევრი...

ვიცი, მარტო მე მეცოდინება შენი „სინამდვილე“
და წესით, როგორ უნდა მიხაროდეს, არა?!
არადა, მე -უბრალოდ
ვიცი...
რომ წავალ...
რომ არ დამწყდება გული...
რომ ვიცოდი, ეს ყველაფერი ზუსტად ასე იქნებოდა...
და მაინც არ შევუშალე ხელი...

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates