11.07.08

დააცადეთ!!!

ჰმმმ...
რა დროს ბლოგზე რამის დადებაა....
მაგრამ ეს ბოლო დღეები მაქვს აკვაიტებული კოშკას ერთი ლექსი და მომინდა, აქ დამედო....


ლექსს ჰქვია "დამაცადე" ( სხვათა შორის, რამდენიმე სხვა პოეტთან შემხვდა იმავე სათაურის
ლექსი... ეტყობა საერთო შემოტევაა....)

ჰოდა, ლექსს არ ვიცი, შეიძლება დიდი ღრმა აზრებისკენ უნდა მივყავდეთ, მაგრამ მე მეცინება... არა იმიტომ, რომ ლექსს დავცინი... პირიქით, მიყვარს კოშკა რაღაცნაირად...უბრალოდ, რაღაც უსაყვარლესად დაბოღმილი პოეტი მიდგას თვალწინ, გამწარებლი რომ უბრახუნებს კლავიატურას თითებს (ვივარაუდოთ, რომ წორდში კრეფს ლექსებს ), ფანტაზიებში ხატავს სტრიქონში აღწერილ სიტუაციებს, შეგეშინდება წერის პროცესში რომ შეუსწრო... და მე ამ დროს მეცინება.... ცუდი გოგო ვარ ....

ბოლოს რაღაცნაირად მეცოდება.... და აი, სულ ბოლო ხაზზე ფაქტიურად ტრაგი-კომედიის პონტში ვარ.... და + ამას იმედგაცრუებულიც ვარ UFFFF.... რაღაც ისეთს ველოდი და კოტ ლეაპოლდი შემრჩა......
ასე იციან პოეტებმა რა.... :D



ჰომდა....
ლექსი იგი :

დამაცადეთ, მე თქვენს დედებს დავერევი
და თქვენს ცოლებს გავაბახებ ცოტა ხანში.
თქვენს პატარებს ამოვჩიჩქნი ზღვისფერ თვალებს,
წავათრევ და ცოცხლად დავფლავ ჩემს ბოსტანში.



იმიტომ რომ ჩემთან ყოფნას გაურბიხართ,
იმიტომ რომ მოღალატე ვირთხები ხართ.




გიყვარდეთ ერთმანეთი!!!!!
(c) კოშკა




პირველ ორ ხაზს ვიმეორებ ხოლმე ისეთი პათოსით ..... ბოლოსწინასაც.... ბოლოს ვერ ვიზიარებ და ვჩუმდები :D



:D



(აშკარად წინასაგამოცდო დეპრესია მაქვს :yes: )

5 Kommentare:

  1. აუ მე კიდევ ეს "ვარდიფერი ავტობუსი" ვერა და ვერ ვიყიდე რა...
    არადა ვიცი, რომ ძალიან მომეწონება...



    პირველად ვკითხულობ ამ ლექსს...
    და თითქოს ჩემი ნააზრევი იყო...

    მაგარია...

    მე უფრო მე–5 და მე–6 სტრიქონებს გავიმეორებდი...
    კიარადა მამენტ, ქვეცნობიერად, ვიმეორებ ხოლმე...

    AntwortenLöschen
  2. @ kate
    მე აღასპერის ნაჩუქარი კრებული მაქვს ხვიარას 2kiss-ებით

    :user:


    ოოო, მეხუთე და მეექვსე ხომ საერთოდ ... პარანოიაში გადამივა მალე :s

    AntwortenLöschen
  3. მართლა დააცადეთ!!!

    თავისქალაზებურძგლებდაყრილი სმაილიკი...
    და გავედი.

    და ეს პოეზიაა კიდე? დამავიწყდა მეკითხა.

    AntwortenLöschen
  4. @თიკო

    ჩემი პასუხი კითხვაზე, ეს პოეზია არის თუ არა:



    კი, პოეზიაა
    :yes:

    AntwortenLöschen
  5. კაი ლექსი იყო, გამწარებული ადამიანის ლექსი...

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates