დღეს მთელი დღე სახლში ვეყარე, მეცადინეობა მინდოდა, მაგრამ არ დამცალდა .
რაღაცეები ვალაგე, ბედნიერი სახით ვაღებდი და ვხურავდი მაცივარს, რომელიც გუშინ ვიხსენი მასში დაბუდებული აისბერგისგან, ისიც მარტო იმიტომ, რომ საყინულეში ვერაფერს ვდებდი. ჰოდა, დღეს ისეთი სუფთა და საყვარელი იყო... :D
მომიტევეთ, ეს რა შუაში იყო...
მერე თამთამ დარეკა და ვანახე ჩემი ნაყიდი კაბა ქორწილისთვის(კარგი შეფასება ხვდა წილად)... და თამთა ვერ იყო რაღაც და გადაწყვიტა, რამე ფილმი ენახა... და რა ვნახოო, რამე ისეთი მსუბუქიო... მე 50 first dates ვურჩიე თავიდან, არ დაიგრუზები და სასიამოვნო საყურებელიათქო და მერე მივაყოლე, Reality bites ნახე, ჩემი საყვარელი ფილმიათქო...
ნუ, ეტყობა ორივე დასერჩა და მეორე აირჩია (პირველი აშკარად თავიდანვე არ მოეწონა, მარა არ შეიმჩნია :D )... მეთქი კაი, ჰო... მეც ვუყურებ... ხოდა, გამოვიდა, რომ ვირტუალურად ერთად გავატარეთ დღე... ვიჭორავეთ... ერთსა და იმავე დროს ვჭამეთ და მერე ფილმს ვუყურეთ (ნუ, მე ცოტა გვიან მოვრჩი ყურებას, შიგადაშიგ Small Talk-ები მქონდა) :D
It was sweet...
ჰოდა, თურმე ეგეც აფრენს ბატონ ჰოუკზე და + ფილმიც შეუყვარდა ...
თავად ფილმზე: გადაღებულია 1994 წელს ბენ სტილერის მიერ,რომელიც თავადაც თამაშობს ფილმში. მთავარ როლებში: Winona Ryder და Ethan Hawke.
ფილმი არის ახალგაზრდა ამერიკელებზე, რომლებმაც ახლახანს დაამთავრეს უნი, თუ რაცაა, ცხოვრობენ ერთად, აქვთ მათი IQთვის აშკარად შეუსაბამო სამსახურები... უყვართ, კაიფობენ და ბრეინ ფუცკინგობენ :D
რეზიუმეს დაწერის ხასიათზე არ ვარ, sorry.... :user:
მაგ ფილმში Troy-ს პერსონაჟმა ადრინდელ გარდატეხის ასაკში ჩამომიყალიბა ილუზია, რომ ეგეთი ტიპი აუცილებლად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.... Soooo fuckin' wrong :D
ნუ, რას იზამ, ბანალურია, მარა ყველას სხვანაირად წარმოუდგენია "ის ერთი", რომელიც მამენტ არც იჩითება ხშირ შემთხვევაში და მერე "კომპრომისებთან" ცხოვრებაზეც თანხმდები :D:D:D
ტაკ შტო, ჩემი ცხენზე ამხედრებული პრინცი თუ რაღაც იყო Troy-ის ტიპი :D
მაშინვე ვინმეს უნდა ეთქვა, რომ დარხეული მექნებოდა ცხოვრებაში ...
:D
მერე დავსერჩე და ცუდი კრიტიკა ჰქონდა... :(
არადა, ფილმი მაქვს ნანახი უამრავჯერ. ჩემს უდავო ფავორიტებში შედის ....
ნუ, მკიდია კრიტიკა :D
14.07.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
აუ მეც მაგრად მევასება ეგ ფილმი...
AntwortenLöschenთავის დროზე მაგ ფილმით გაიჩითნენ მამენტ ბენ სტილერი, ითანი, ნუ უინონა არა, კიდევ ჯენინ გაროfალო, სტივ ზაანი... და ვაფშე კარგი ფილმია...
ბავშვობაში დავიწყე მაგ ფილმის ყურება და ვერ ვუყურე IQ არ მეყო გგგ
AntwortenLöschenნუ, ახლა....
AntwortenLöschenარც მე ვბრწყინავ IQ მაჩვენებლით
:D
დავძებნე ეგ ფილმი და ვუყურე შენი ხათრით ))
AntwortenLöschenდამევასა :up: :up:
დაჟე ფილმის დამთავრების მერე
- gamiwyda komenti
AntwortenLöschendaJe filmis damTavrebis mere grZeli dialogi gamovacxeT me da qmarma ganxilvis saxit ))
@dodka,
AntwortenLöschen:user:
და ტროისნაირი როჟები არ არსებობენ :(