18.08.08

(2)1/2

სირაქლემის პოზიცია არ მიყვარს და არც "ვითომ არაფერი მომხდარა" სიტუაციები...
ყველაფერი მოხდა... როგორც არ უნდა ეცადო, დაივიწყო (თუმცა არც მიცდია), რეალურად ბევრი რამე გაგახსენებს, რომ ეს ყველაფერი მოხდა... 92-შიც.... ახლაც...
ამიტომ, "ომი არ ყოფილა" აქ არ იქნება...


... და ჩვენ დიდი სახლი გვქონდა. ძალიან დიდი. მიკვირდა კიდეც, ამხელა სახლი რად გვინდა, ხომ ვეტევით ისედაც დაბლათქო... მაგრამ მაინც მიხაროდა, რომ მეორე სართულის გამართვაც დავიწყეთ. ჩემი ოთახი უნდა მქონოდა, ყველაზე პატარა იყო და ალბათ, შემომაჩეჩეს, მე კი რატომღაც მახსოვს, რომ თავად ავირჩიე.. ის ოთახიც იმხელა იყო, შიგ ყველა ჩემი სათამაშო დაეტეოდა და ფანჯრიდან მმმმმ... ვაშლის ხეც ჩანდა და ცოტა კიდევ რომ გავიზრდებოდი, ეზოში ჩაუსვლელად დავკრეფდი...

ჩვენ დიდი რკინის ჭიშკარი არ მომწონდა. ახალი იყო, ცისფრად შეღებილი, მაგრამ მაინც არ მომწონდა... მაღალი იყო და ქუჩას ვერ ვხედავდი. გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა,ზღვისკენ მიმავალ მთავარ ქუჩაზე ვცხოვრობდით, ყველას ხომ არ უნდა ჩამოეხედა ეზოში...

კიდევ კარგი, ის ტალავერი არ აჩეხეს ჭიშკრის კეთებისას, მალე მთელი ეზოს გასწვრივ გაიზრდებოდა....

უუუზარმაზარი სახლი გვქონდა. თავზე ისე დამყურებდა, ვოგნდებოდი....











....... ჰოდა, 16 წლის შემდეგ მანახეს სახლი...

ასეთი პატარა, მოუვლელი, წინ გამხმარი ტალავერით, დაჟანგული ჭიშკრით და რაღაცნაირად უჩვენო სახლი....













პ.ს. რა ამის პასუხია და ნახევარი თუ ორნახევარი?????
ნეტა, ნახევარი იყოს......

'Cause, Truth is all I'm doin' is missin' ya


:user:

1 Kommentar:

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates