23.08.08

ვარ ადამიანი

(STOP უდემაგოგესობაა, ვისაც მსგავსებზე ნერვები ეშლება, არ წაიკითხოს... დანარჩენები შემედავეთ)


და მიჩნდება კითხვა რატომ...
ვარ მართლმადიდებელი და ზუსტად ამიტომ მინდა კითხვებზე პასუხი... და ვთვლი, რომ ერთ-ერთი დიდი ლაფსუსი, რაც ადამიანს აღმსარებლობაში უჩნდება, განპირობებულია პასუხით: " შენ ახლა ეშმაკი გძალავს და გაცდენს და იმიტომ გაქვს ასეთი კითხვები"... 21-ე საუკუნეში არ შეიძლება ეს პასუხი მოიტანო არგუმენტად. იყო დრო, როცა ადამიანს ეგონა, რომ დედამიწა უხილავი ხარების რქაზე იდგა. რა მოხდებოდა, "ეშმაკისგან მოვლინებული" კითხვა უკუეგდო: "შეიძლება სხვანაირად იყოს"???

ვარ ქალი და მაქვს პროტესტის გრძნობა იდეოლოგიასთან მიმართებაში , რომელიც თავის თავში მოიცავს მამაკაცის, როგორც ოჯახის თავის და ქალის უზადო კდემამოსილების პრინციპს იმის ფონზე, რომ თავად მამაკაცი არ დგას მოწოდების სიმაღლეზე. მეტიც, მას ეპატიება... ეპატიება ფულით ნაყიდი ვნება (წმინდა აღმსარებლური თვალსაზრისით ვწერ ამას), ოჯახის შექმნის შემდეგაც ერთგულების ფიცის დარღვევა.
მე მაპატიეთ, მაგრამ ამ ყბადაღებულ "ქართველი კაცის მიერ ქალის პატივისცემას" მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფთაგან ვხედავ. ეს პატივისცემა ფაქტიურად აფექტამდე მიდის სლავი ქალების გამოჩენისას და მე არათუ პატივნაცემი, პატივშელახული გამოვდივარ როცა ვისმენ ათას შეურაცხმყოფელ აზრს ქართველი ქალების მისამართით, რომელიც თურმე უნდა ჩაყლაპო, იმიტომ, რომ ქართველი ქალი ხარ... კდემამოსილი, ოდესმე შვილები უნდა გაუზარდო ზემოთხსენებულებს და ამიტომ ვალდებული ხარ იყო ცხვარი!!!!


მე არ ვარ ცხვარი, მე ადამიანი ვარ!!!

და რაც უფრო ვუფიქრდები ამ საკითხს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ხედვა ძალიან დიდხანს დარჩება უცვლელად. იმიტომ, რომ რეალურად, უმრავლესობისთვის უფრო მარტივია იყო ცხვარი, რომელსაც რაღაც მიმართულებით მილალავენ (მგონი არსებობს ეს სიტყვა). გაცილებით იოლია დახუჭო თვალი მოყენებულ ტკივილზე რამის დაკარგვის შიშით. უფრო იოლად მოხვალ მასასთან თანხმობაში, თუკი არგუმენტებად გექნება : " შვილს მამა სჭირდება", "სადაც არ უნდა იაროს, მაინც სახლში მობრძანდება ბოლოს" და ა.შ. "სამყაროს მსხვერპლი ვარ იმჰო" ფრაზები...
და თუ ამ პოსტს ვინმე წაიკითხავს, რომელიც ამ წინადადებებს იშველიებს, გთხოვთ, დამიკომენტოთ:
1. დარწმუნებულები ხართ, რომ შვილს უნდა ასეთი მამა??? (ნუ, თუ იმ მომენტს გამოვტოვებთ, რომ შვილსაც მსგავსი ფასეულობების მატარებლად უპირებთ აღზრდას)
2. თქვენ გინდათ გვერდით კაცი, რომელიც "მთავარია, სახლში მოდის" მას მერე რაც 100000 სხვა "სახლში იყო"????



ან მე მეშლება რამე და შეცდომით მგონია თავი გენეოლოგიური გაგრძელება იმ არარსებული "ქართველი ქალის", რომელმაც თურმე "რეალურად მოიყვანა დღემდე ქართველი ერი" და ან რაღაც სხვა ხდება, რასაც ჩემი "არაცხვრული" გონება ვერ წვდება... მაშინ, მე მაპატიეთ...




უბრალოდ, ხანდახან გაცილებით აუცილებელი და არც თუ ისე ძნელია

თქვა ერთადერთი სიტყვა : არა!!!
გქონდეს იოტისოდენა რწმენა საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების...
გადადგა ნაბიჯები, რომლებიც არაა ყველასთვის მისაღები, არაა საუკუნეების მანძილზე აპრობირებული...
შეხედო სამყაროს სხვა თვალითაც... ხედვა, რომელიც გვაქვს არაა ერთადერთი...






ჰოდა, შემედავეთ !!!!





პ.ს. შეიძლება არაფერ შუაშია, მაგრამ პოსტისკენ მიბიძგა signature-ებმა და აზრებმა, როგორებიცაა :
"რუსებო, დედები გადამალეთ,მოვდივარ და დავადუღებ...."
"აბა, ბიჭო, მე რო მიყვარს საქართველო, აგერ ამხელა განსხვავებულს რომ ვსვამ ტყუილად კი არ ვშვრები, ესეც ჩვენი ტრადიციაა და ტრადიციებს გაფრთხილება უნდა..."


და რეაულურად, მათ ტრადიციებს, მათ ღირსებას, მათი ცოლების, დედების, დების ღირსებას იცავდა და შეგნებულად ეწირებოდა ნამდვილი ვაჟკაცობა, როცა ზემოთხსენებულები ტყდებოდნენ...

კარგით რაააა.... კარგით !!!!

ურა-პატრიოტი არ ვარ, მაგრამ რა ვქნა, მომკალით თუ გნებავთ პაციფისტებმა, მაგრამ ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს გართმევდნენ შენსას და ვთვლი, რომ ეს უნდა გადარდებდეს !!!

და რეალურად, ჩემი თვითშეგნებიდან გამომდინარე, ჩემი პატრიოტიზმი დადის იმ მიწამდე, რომელზეც ჩემი სახლი იდგა და უნდა იდგეს, რომელშიც ჩემი ოჯახი უნდა ცხოვრობდეს, სადაც ჩემს გვერდით იქნება კაცი, რომელიც მართლა მცემს პატივს, სადაც ჩვენს შვილებს ცოტა სხვანაირად გავზრდით და აღვზრდით.... თორემ მაღალ მატერიებზე ყველა ისაუბრებს დაუსრულებლად....







6 Kommentare:

  1. არ გედავები, გეთანხმები. განსაკუთრებულად რა აზრები მომწონს მიხვდები ალბათ.

    AntwortenLöschen
  2. ხო და კიდე რო ამართლებენ კაცებს რო "ნუ არ შეუძლია 1 ქალთან იყოს მთელი ცხოვრება ეგრეა ფიზიოლოგიურად მოწყობილი" და რაღაც ასეთი სისულელეები.
    ბევრ ქალს ჯერა ეს და ბევრი დედა ასწავლის შვილს რომ ასეა კაცი მოწყობილი და უნდა შეეგუოს.

    დაჟე ჩემი ლექტორი (კაცი) ამბობდა ამას.

    ეს იგივეა იმას რო ამტკიცებენ რო ქალს უფრო დაბალი აიქიუ აქვს ვიდრე კაცებს.

    პრამივანიე მაზგოვ.

    AntwortenLöschen
  3. @ jenny,
    ხო, ვიცი ეგეთი კაცებიც, მაგას რო ამბობდნენ და რეალურად რა მოხდა, იცი? ერთ-ერთმა მოიყვანა ცოლი და მერე ეგ ცოლი გერმანიაში წავიდა, ნუ ქმარიც უნდა ჩასულიყო და ვერ ჩავიდა. ჰოდა, ამ გოგომ დაიკიდე თავისი ქმარი და ახლა სხვასთან ჩითავს
    :D:D:D:D:D:D

    AntwortenLöschen
  4. Dear, yvela qali imsaxurebs iset kacs, rogoric hyavs da piriqit.

    acyobt am qalebs egeti kacebi da mokali.

    mogiyvebi axla erts, qalebi, romlebic ciokoben - ax chemi qmari mshobiarobas ar unda daescros! ertaderti mizezit: egeti maxinji ar unda mnaxos qmarma!

    ai xo arian eg qalebi iseti kacebis girsebi, rogoric hyavt? - anu romlebic shampanurit xelshi zmakacebtan ertad tvrebian samshobiaros ezoshi :D

    an kidev uaresi (nagdi ambavia) - qalebshi casvlit rom agnishnaven bijis dabadebas.

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates