04.09.08

ესე იგი ძალიან პატივში ვარ, რააა...

რა ჰქვია ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად გიცნობს, მაგრამ შენგან მაინც იმ ნაბიჯებს მოითხოვს (!), რომელსაც შენ, როგორც წესი, არ დგამ?
რატომ? არ შედის შენს ხასიათში და vse...
რა ჰქვია ადამიანს, რომელმაც იდეაფიქსად გაიხადა, შენი, რადაც არ უნდა დაუჯდეს "ჭკუაზე მოყვანა" ???
რა ჰქვია ადამიანს, რომელიც ვერ იტანს შენს პატარ-პატარა წიკებს, ცვლილებებს, ფაქტს, რომ შენი ცხოვრება მის გარშემო არ ბრუნავს???
რა ჰქვია ადამიანს, რომელიც ამ ყველაფრის მერე მაინც არ გეშვება და დაჟე გდებს პატივს და გრთავს ნებას, მასთან ურთიერთობა განაახლო? აი, ლოოოოოოოოლ... იმენა, უპატივესში ვარ რა.... :D პირდაპირ ვგიიიიჟდები მესაკუთრეებზე :D :D



ნუ, ასეთი ადამიანი კი არადა, ერთბაშად 2 ეგზემპლარია ჩემს ცხოვრებაში. წინა ცხოვრებაში აშკარად ვიღაც პალაჩი ვიყავი, ან რაღაც ეგეთი...
ერთ-ერთ მათგანზე, ანუ ჩემს სისხლის და ხორცისმიერ ძმაზე არაფერს დავწერ, რეალურად ურთიერთობის სიხშირე დავიყვანე მინიმალურ ზღვრამდე.
ოოოდა, ეს მეორე რაღაც უცნაური შემთხვევაა :D მიყვარს უცნაური და მძიმე შემთხვევების მიფათახება :D

yeaaaaa, Baby, I'm gonna do it!





p.s. თავი მტკივა ....

5 Kommentare:

  1. |რა ჰქვია ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად გიცნობს, მაგრამ შენგან მაინც იმ ნაბიჯებს მოითხოვს (!), რომელსაც შენ, როგორც წესი, არ დგამ?
    რატომ? არ შედის შენს ხასიათში და vse...
    რა ჰქვია ადამიანს, რომელმაც იდეაფიქსად გაიხადა, შენი, რადაც არ უნდა დაუჯდეს "ჭკუაზე მოყვანა" ???
    რა ჰქვია ადამიანს, რომელიც ვერ იტანს შენს პატარ-პატარა წიკებს, ცვლილებებს, ფაქტს, რომ შენი ცხოვრება მის გარშემო არ ბრუნავს???|



    ქმარი :))))))

    AntwortenLöschen
  2. @ მარი,

    აააააა...
    ლოოოოლ...
    მაგარი იყო

    :D

    AntwortenLöschen
  3. მე არ ვთვლი, რომ მაგ ადამიანს "ქმარი" ეწოდება...
    პირიქით, მე ვთვლი, რომ მაგას ჰქვია ადამიანი, რომელიც არ გეგუება ისეთს, როგორიც ხარ...

    რაღაც პონტში მეც მყავდა ადრე ეგეთი ხალხი ირგვლივ, რომლებიც "რაღაცა"–ს ითხოვდნენ ჩემგან გამუდმებით, მაგრამ იმას ვერ ხვდებოდნენ, რომ მე არ შემიძლია (ჩემი ხასიათიდან გამომდინარე) და არ მინდა (ისევ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე) ამ "რაღაც"–ის გაკეთება.

    ზოგი მიხვდა, რომ არ ღირს ჩემთან ჭიდილი, ზოგიც ვერა. და მათთან, ვინც ვერ მიხვდნენ, დღემდე კონფლიქტები მაქვს ხოლმე.

    ხოდა,ანუ ჩემის მოკლე ჭკუით, არ უნდა გყავდეს ეგეთი ადამიანი. თუმცა ოჯახის წევრს ეგრე ერთი ხელის მოსმით ვერ მოიშორებ.

    ახლა, როცა ეგეთი ადამიანი ცოტა მყავს (ნუ, ანუ ძირითადად ოჯახის წევრები)ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ისეთი ხალხი მყავს სამეგობროში, რომელთაც ისეთი საზიზღარი ვუყვარვარ, როგორიც ვარ. და მეც, ისეთები მიყვარს, როგორები არიან. ეს არის რაღაც ძალიან მაგარი შეგრძნება, როდესაც ადამიანს იყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.

    AntwortenLöschen
  4. @ kate,

    ხუმრობა იქით იყოს და აბსოლუტურად გეთანხმები.
    ვერ ვიტან ჩემი შეცვლის მცდელობებს.
    დიდი ხანი ვიწვალე იმის მისაღწევად, რაც ახლა ვარ და რბილად რომ ვთქვათ, არავის არ დავუთმობ
    :D

    AntwortenLöschen
  5. რათქმაუნდა. არც უნდა დათმო. შეიძლება რაღაც მომენტში წახვიდე კომპრომისზე, მაგრამ მაგასაც გააჩნია როდის, რა ვითარებაში და ვისთან.
    მაგრამ ახლა კომპრომისზე არ ვსაუბრობ.

    ეს ცხოვრება ძალიან პატარაა იმისთვის, რომ სხვის ჭკუაზე იარო.

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates