16.10.08

***

მოხვალ, დამიწყობ ფეხებთან
გრძნობებს, სიტყვებს,
ღიმილს, ფიქრებს,
საკუთარ თავს...
ზუსტად ისე, როგორც მსხვერპლშეწირვის
ძველისძველ რიტუალებშია აღწერილი...

მე, ალბათ, მომერიდება შენს გრძნობებში ქექვა,
თვალებს დავხუჭავ და ყველაზე თბილს
ხელის ფათურით ავარჩევ...

სიტყვებს უფრო გულდასმით დავუწყებ ძებნას,
გული დამწყდება, რომელიმე რომ გამომრჩეს
და შენგან ვერასდროს გავიგო...

ღიმილს არჩევა რად უნდა?!
უკლებლივ ყველას მივითვისებ,
სხვას ვერ გავუყოფ...

ფიქრებს თითებზე წამოვიცვამ ვერცხლის ბეჭდებად,
საკუთარი ხელის მტევნებივით რომ გავიცნო...

და მერე გეტყვი,
რომ ყველაზე დიდი საჩუქარი
შენი "თავის უფალი" ნებაა,
რომელსაც ჩემამდე მოჰყავხარ

და ყველაზე "ჩემს"-
ქაოსს გაგიყოფ...

6 Kommentare:

  1. hmmmm....sasiamovno fikrebi gakvs, cota tetri leksebis stilshi tser,magram sasiamovnod ikitxeba

    AntwortenLöschen
  2. ნი, (ვიცი, რომ შენ ხარ :D), ჰო, გატეხილი რითმია (მე ასე ვეძახი) :D

    AntwortenLöschen
  3. gaxlavar: ho cotati gatexili ritmia, magram dzalian originaluri : ,,ფიქრებს თითებზე წამოვიცვამ ვერცხლის ბეჭდებად,
    საკუთარი ხელის მტევნებივით რომ გავიცნო...``. mtxove obiekturi vkofilikavi, ezo-karis atalaxeba fikrebishi ar iko:*

    AntwortenLöschen
  4. ნინო, არა, გოგო, ეგ ჩემს მეგობარზე დავწერე, სტუმრად ვიყავი და ბლოგი გაქვსო? გეგონება, Facebook-ზე რომ ვდებ ლინკს, ვერ ხედავდეს :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates